Home > სტატიები > როგორ იყიდება მიწები ქართლის სოფლებში

როგორ იყიდება მიწები ქართლის სოფლებში


ხვალ 21 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აუქციონზე გორისა და ქარელის რაიონის სოფლების მიწის ნაკვეთები იყიდება. ,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” მოსახლეობის ინფორმირების გადამოწმების მიზნით რამდენიმე სოფელში ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ სოფელ მოხისში ის მიწის ნაკვეთები იყიდება, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს იჯარით ჰქონდათ აღებული, შემდგომ კი – ჩამოართვეს. სოფელ ბებნისში თვით ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სპეციალისტმაც არაფერი იცის აუქციონის შესახებ. სოფელ ხელთუბანში გაოცებულები არიან ხელისუფლების ქმედებით, რადგან აღარ ეგონათ, თუკი ხელისუფლება კვლავაც გაბედავდა ჩუმი აუქციონების გამართვას. ხელთუბნელებმა არაერთი აქცია მოაწყეს მანამდე გაყიდული მიწების უკან დასაბრუნებლად.

ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში იყიდება 148 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში კი 14 658 ლარად 146 573 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდება, ხოლო იმავე სოფელში 7 073 ლარად ცალკე 70 730 კვ.მ ფართობი იყიდება.გორის რაიონის სოფელ სობისში მდებარე 98 371 კვ.მ 9 836 ლარად იყიდება. სოფელ ნადარბაზევში 98 410 კვ. მ ფართობი, გორის რაიონის სოფელ ორმოცში მდებარე 7478 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი სულ რაღაც 750 ლარად. გორის რაიონის სოფელ კირბალში 14 263 კვ.მ ქლიავის ნარგავები ათას ოთხას ლარად იყიდება.ქარელის რაიონის სოფელ მოხისში 140 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი საწყისი გასაყიდი ფასი 9 800 ლარია. ჯამში საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ფართობი გამოდის და ყველა მათგანის აუქციონი ხვალ 21 სექტემბერს 17 საათზე გაიმართება.

სოფელი ბებნისი

ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში ყოფნისას სოფლის მიწების გაყიდვის შესახებ ინფორმირებული არავინ შეგვხვედრია. ავთანდილ მაღალაძემ გვითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. პირველივე რესპონდენტმა იმ იმედით განგვაწყო, რომ სოფელში არც სხვა ვინმეს ეცოდინონებოდა.

,,მე კი არა სოფელში საერთოდ არ ფლობენ ამ ინფორმაციას” – აღნიშნა მან.

სოფელ ბებნისში სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ბუნებრივი გაზია შეყვანილი, წყალიც გაყვანილია. მიმდინარე სოფლის პროგრამის ფარგლებში ტბას მოაჯირები გაუკეთეს, რადგან ბავშვები წყალში ვარდებოდნენ. ,,ამ ბოლო ხანებში ტბის მოაჯირის გარდა სოფელში არაფერი გაკეთებულა. თუ მაგ მიწებსაც გაგვიყიდან, მაშინ სულ ნურაფერს გააკეთებენ. გზა ხრეშით ამოავსეს, ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული და როგორც თქვენც ხედავთ ის ისევ შესაკეთებელია. ჩვენი მიწები გვირჩევნია მაგათ უხარისხოდ გაკეთებულებს ” – განცხადა მან.

სოფელში ყოფნისას რამდენიმე ადამიანს – ნაზი გელაშვილს, მიშა არდემანაშვილს, ქეთევან წიქარიშვილს, ზოია იმერლიშვილს, კოლა გელაშვილს, კობა წიქარიშვილს და სხვებს მიწების გაყიდვის და აუქციონის ჩატარების თარიღის შესახებ გავესაუბრეთ. მათ ამ ინფორმაციის შესახებ, საერთოდ არაფერი სმენიათ.

სოფლის საკრებულოში სტენდზე ან სადმე ცენტრალურ თვალსაჩინო ადგილზე არანაირი განცხადებაა გამოკრული. სოფლის საკრებულო, რომელსაც ამჟამად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოფისს უწოდებენ, საჯარო რეესტრის შენობაშია განთავსებული. შენობა სარემონტოა. სპეციალისტმა ლია არდემანაშვილმა განგვიმარტა, რომ მიწის აუქციონის შესახებ არაფერი სმენია.

სოფელში, სადაც მოსახლეობას მიწებს უყიდიან, ჯერ კიდევ 2009 წელს სასაფლაო შემოიღობა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სახურავი გაკეთდა და შეიღება. ავტობუსუს მოსაცდელი გაკეთდა, შეიღება და დაიდგა საკამი. 2010წელს სოფელში გარე განათება დამონტაჟდა. ,,ღამით სოფელი მთლიანად განატებულიაო” დაგვარწმუნა სოფლის სპეციალისტმა. რაც შეეხება 2011 წელს, იგეგმება რიტუალების დარბაზის გაკეტება.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ტელეფონზე ვესაუბრეთ. ,,მე კი ვიცი რომ მიწები იყიდება, მაგრამ შენ რა იცი, რომ მოსახლეობამ არ იცისო?” – გვკითხა რწმუნებულმა. ,,ვინც არ იციან, ეგენი ერთეულები არიან” – ამბობს სოფლის რწმუნებული.

სოფელი მოხისი

ქარელის რაიონის სოფელ მოხისის ფართობები 21 სექტემბერს აუქციონზე იყიდება. ამ საკითხის გასარკვევად სოფელ მოხისში ჩავედით, თუ რამდენად მომზადებული ხვდება სოფელი აუქციონს. ადგილობრივი მკვიდრი ალექსი სვიანაძე განმარტავს, რომ აუქციონზე ის მიწის ნაკვეთები იყიდება, რომელიც მას იჯარით აღებული აქვს. გვითხრა, რომ აუქციონის შესახებ საკრებულოში უთხრეს, თუმცა თუ ეს აუქციონი ხვალ 21 სექტემბერს იმართება ამის შესახებ წარმოდგენაც არ ქონდა.

,,მითხრეს საკითხი განიხილეს და დროებით შეჩერებულიაო” – იხსენებს ალექსი სვიანაძე. საქმე ეხება 30 ჰექტარ მიწას რომელიც 5 კაცს იჯარით ჰქონდათ აღებული და, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

,,თუ ეს მიწები მართლაც იყიდება, მე ყველა ღონეს ვიხმარ რომ ეს მიწის ართი მე თვითონ შევისყიდო. სხვას არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობ. ჩვენ საქმის კურსში ჩაყენებული გვყავს სოფლის საკრებულო და მიწის აუქციონზე გატანის შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვაპირებთ ამ მიწის შეძენას” – განაცხადა ალაქსი სვიანადზემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან.

,,როდესაც სახელმწიფოს მიწის ფართი აუქციონზე გააქვს, ამის შესახებ ჯერ მე ხომ უნდა მკითხოს? იქნებ მიწის შეძენას მე თვითონ ვაპირებ?” – კითხულობს სვიანაძე.

როგორც ჩვენი რესპოდენტი ჰყვება, ადრე თუ ეს მიწის ფარტობები ჰექტარი 300 ლარამდე ჯდებოდა, დღეს მისი ფასი უკვე 700 ლარამდე ავიდა. ,,ჩვენ ამ მიწებს არ დავთმობთ, ბანკიდან გამოვიტანთ სესხს და მაინც შევინარჩუნებთ ამ მიწასო.” – განაცხადა სვიანაძემ.

სოფლის მკვიდრი ირაკლი ამბიკაძე კი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ რომ იჯარით აღებული მიწები აუქციონზე იყიდება. მისი ძმა თანამდებობაზე მუშაობს (ოღონდ არ თქვა, სად – რედ) და იგი საქმის კურსშია. მანაც გვითხრა, რომ აუქციონზე გატანილ მიწის ფართობის შეძენას თვითონვე აპირებენ.

რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, მაგალითად ივანე სტეფნაძეს, ასმათი ელიაშვილს, ლევან ნერგაძეს, ზურაბ ლუქუნიძეს, ეკა კიპაროიძეს, მათ სოფელში მასშტაბური აუქციონის შესახებ არაფერი იციან.

,,ჩვენ რას ვიგტებთ სოფელში? რასაც აკეთებენ კი ვხედავთ. გადასასვლელი ხიდის გარდა არაფერი გაკეთებულა, არ გვაქვს გაზი, გასაკეთებელია გზაა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება სოფლის სკოლა.” – გვითხრეს მათ.

გავარკვიეთ რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელში კრება ჩატარდა სკოლის შენობაში. ხალხს გამგეობის წარმომადგენლები წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გასაკეთებელ საკითხებში არ მიეთითებინათ გაზი და გზა. ამის შემდეგ რაღაზე უნდა ვილაპარკოთ? ყველასგან მიტოვებული და უპატრონო სოფელია მოხისი” – აღნიშნეს მცხოვრებლებმა.

სოფლის საკრებულო დაკეტილი დაგვხვდა. კარებზე სამუშაო გრაფიკი კი იყო გამოკრული, ვმუშაობთ 10 – 18 საათამდეო, მაგრამ საკრებულოში არავინ იმყოფებოდა. როგორც შემდეგ მოსახლეობისგან გავიგეთ, სოფლის საკრებულოს რწმუნებული ბატონი დავით ნაკაშიძე საკუთარ ნაკვეთში კარტოფილის ამოსაღებად იყო წასული.

ნაკაშიძეს ტელეფონზე დავუკავშირდით. იგი გამორთული ქონდა. სოფლის საკრებულოს სტენდეზე ან თვალსაჩინო ადგილზე არსად გამოკრული არ იყო ხვალინდელი აუქციონის შესახებ ინფორმაცია.

სოფელი ხელთუბანი
გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში არაერტი პროტესტის მიუხედავად, კვლავაც ჩუმად იყიდება მიწის ფართობები. აღნიშნულ მიწის ფართობებს ეკონომიკის სამინისტრო ჰყიდის, რომელსაც მოსახლეობა ,,საძოვრებს” უწოდებს. ე.წ. საძოვრების გაყიდვა მას შემდგომ დაიწყო, რაც ხელთუბანში არსებული მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადავიდა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იოსებ ბეჟანიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, რომ საძოვრების გასხვისება მოსახლეოისთვის პრობლემას წარმოადგენს:

,,მას შემდეგ რაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა საძოვრად გამოსადეგი სახნავ სათესი მიწის ნაკვეთები, მათ გადაწყვიტეს მიწის გასხვისება. ეკონომიკის სამინისტრო მუნიციპალიტეტს კომპეტენტურ ორგანოდ არ მიიჩნევს და შესაბამისად არ გვაწვდის ინფორმაციას გაყიდული მიწების შესახებ. სანამ გამგეობის კუთვნილებაში იყო, ჩვენი ერთი ჰექტარი მიწაც, არ გაგვისხვისებია.” – ამბობს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

ხელთუბნელი შოთა აკოლაშვილმა იცის, რომ მიწის ფართობები გაყიდულია, მაგრამ ის არ იცის, რომ 21 სექტემბერს გასაყიდი მიწის ფართობებიც იყიდება. ,,გაყიდული მიწები ათწლეულების განმავლობაში სოფლის საძოვარ მიწებს წარმოადგენდა. დღეს გაიყიდა და მოსახლეობა უძლურია. საძოვარი ადგილები დაჭაობებულია და იქ მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. გამოდის, რომ მიწის ჰექტრობით ფართობი არც დამუშავდება და იქ პირუტყვის ბალახობის საშუალებასაც წაგვერთმევა.” – გვეუბნება ის.

ზაზა შიოშვილი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობის 80 % -ს მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს და მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ ბაღებში აბალახონ პირუტყვი. ნაკვეთებს მაინც მოხნავენ , ამათ წინ ვერავინ დაუდგება.

,,სააკაშვილმა ტრაქტორის საბურავებში ჩავარდნილ გლეხზე თქვა, რომელიც მიწის მოხვნას ამ ფორმით აპროტესტებდა, რატომ არ გადაუარეთო?! მიწა აუცილებლად გაიყიდება და გვირჩევნია ჩვენმა თანასოფლელებმა იყიდონ.” – ამბობს ზაზა შიოშვილი.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იოსებ ბეჟანიშვილი მოსახლეობას ურჩევს საკუთარი ნორმიდან გამოძებნოს საძოვარი. 90 – იანი წლების დასაწყისში მიწების განაწილების დროს, ჰექტრამდე ფართობი დაურიგდა მოსახლეობას, რომლის ფართობში სახნავთან ერთად საძოვარიც ითვლებოდა. სხვა რაც აბადია სოფელს, ესაა ,,განვითარების პროგრამა”. ხელთუბნისთვის გამოყოფილი 4 000 ლარი გზების მოხრეშვისთვის, საბავშვო ბაღისა და სარწყავი, სათავე ნაგებობის დამონტაჟებისთვის გაიწერა. სოფელს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ტირიფონის არხიდან, წყალი აღარ მიეწოდება, ამიტომ მოსახლეობა იძულებულია გასარწყავიანება ჭაბურღილებზე დამონტაჟებული საქაჩი სისტემით უზრუნველყოს. ჭაბურღილის მუშაობა დიდი რაოდენობის ელექტრო ენერგიის წვასთანაა დაკავშირებული.

მასალა მოამზადეს

ლანდა ბირთველიშვილი,
გიორგი ედიშერაშვილი

About these ads
  1. გორელი
    November 27, 2011 at 8:29 pm

    საბა წიწიკაშვილი სად არის, რატომ არაფერს წერს დიდი ხანია?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: