როგორ იყიდება მიწები ქართლის სოფლებში

სექტემბერი 20, 2011 1 comment

ხვალ 21 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აუქციონზე გორისა და ქარელის რაიონის სოფლების მიწის ნაკვეთები იყიდება. ,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” მოსახლეობის ინფორმირების გადამოწმების მიზნით რამდენიმე სოფელში ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ სოფელ მოხისში ის მიწის ნაკვეთები იყიდება, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს იჯარით ჰქონდათ აღებული, შემდგომ კი – ჩამოართვეს. სოფელ ბებნისში თვით ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სპეციალისტმაც არაფერი იცის აუქციონის შესახებ. სოფელ ხელთუბანში გაოცებულები არიან ხელისუფლების ქმედებით, რადგან აღარ ეგონათ, თუკი ხელისუფლება კვლავაც გაბედავდა ჩუმი აუქციონების გამართვას. ხელთუბნელებმა არაერთი აქცია მოაწყეს მანამდე გაყიდული მიწების უკან დასაბრუნებლად. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები

მორყეული სახლი და უსახსრო გამგებელი

სექტემბერი 20, 2011 დატოვე კომენტარი

გორის რაიონის სოფელ ატენში მცხოვრები ლამარა ბზიშვილი, რომელიც შვილ მკვდარი დედაა, ითხოვს დახმარებას. დარჩენილი სამი შვილიდან ერთი ფსიქიურადა დაავადებულია. ერთი შვილი ცეცხლში დაეწვა. მძიმე პირობებში ცხოვრების გამო დიდი ხანია გორის გამგეობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას აწუხებს, თუმცა სწერენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არაა საკმარისი. 14 სექტემბერს კი გორის საკრებულომ და გამგეობამ 108 000 ლარიანი ჯიპისთვის თანხები გამოძებნა. საკრებულოს თავმჯდომარე მხრებს იჩეჩავს, რადგან ჯიპის შეძენის დროს შვებულებაში 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე ვიყავიო. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები

სტუდენტთა ხელმისაწვდომ დაზღვევაზე გორშიც ისაუბრეს

სექტემბერი 20, 2011 დატოვე კომენტარი

პროფკავშირების ახალგაზრდა კლუბის ხელმძღვანელები ნუკრი ყველაშვილი და ნათია სვანიძე სტუდენტებს გორში მეგობრობის ხიდის – ,,ქართლოსი” – ოფისში შეხვდნენ. საუბარი სტუდენტთა დაზღვევის თემას შეეხო, სადაც მონაწილეობა სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების გორელმა სტუდენტებმა მიიღეს. სტუდენტთა ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფა დამსწრეთაგან ყველას მოეწონა. განსაკუთრებით ივანე ჯავახშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ. გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი ,,ხმადაბლა” თქვეს – ,,ნეტავ ჩვენი თვითმმართველობა და რექტორი რას იტყვის?” ახალგაზრდული პროექტი: ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისათვის” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანი 104 000 სტუდენტის ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფაა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

გამგებლის საჩუქარი ახალ გუბერნატორს

სექტემბერი 17, 2011 დატოვე კომენტარი

კატეგორიები:ვიდეოები

სასამართლო პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სპეცნაზელმა საკუთარი თავი ღმერთს მიანდო

სექტემბერი 16, 2011 დატოვე კომენტარი

ნინო კობერიძის დედა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნინო კობერიძის დედა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა მკვლელობაში ბრალდებულს, სპეცნაზის თანამშრომელს ზურაბ მალიძეს სასჯელის ზომად 3 წელი 6 თვე განუსაზღვრა. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც პროკურორმა მორის ჩუბინიძემ მალიძეს წარუდგინა, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რუსთაველ მალიძეს ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში 25 წლის ნინო კობერიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მცირე სასჯელს აპროტესტებენ. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

ვარძელაშვილის კადრები და დავით ტყეშელაშვილის სანათელმირონონი ბრუნდებიან

სექტემბერი 16, 2011 დატოვე კომენტარი

2010 წლის 11 ივლისი - ლადო ვარძელაშვილის გადადგომა

2010 წლის 11 ივლისი - ლადო ვარძელაშვილის გადადგომა

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის, გამგეობის და საკრებულოს აპარატში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადებები დაწერეს. ამთაგან, ზოგი განცხადება კმაყოფილდება, ზოგს სამსახურში ტოვებენ. განცხადებების დაწერა ახალი გუბერნატორის დანიშვნის დღესვე მოხდა. 2011 წლის 14 სექტემბერს შიდა ქართლში გუბერნატორად გიგა ტატიშვილი დაინიშნა. ამ ამბავს საკრებულოში და გამგეობაში უმრავლესობა ოვაციებით და სიხარულით შეხვდა. ეს ის ხალხია, რომელსაც ზურაბ არსოშვილის საკადო პოლიტიკა პოსტვარძელაშვილისეულ პერიოდში არ შეეხო, თუმცა დღე-დღეზე ელოდნენ გათავისუფლებას. გამგეობის და საკრებულოს აღნიშნული თანამშრომლები სიხარულს და ოვაციებს არც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან მალავენ. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

საკრებულომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ,,ქართლის ხმის” ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა

სექტემბერი 16, 2011 დატოვე კომენტარი

საკრებულო ხმის მიცემის პროცესში

საკრებულო ხმის მიცემის პროცესში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა არ დაკმაყოფილეს გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გამგებლის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება გახდა სადავო. ადმინისტრაციული საჩივრით რედაქტორი ბრძანების გაუქმებას და საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის დავალდებულებას ითხოვდა.საქმე იმაშია, რომ ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა ჯერ კიდევ 2011 წლის 3 ივნისს განცხადებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და მოითხოვა გორის დრამატული თეატრისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის დეტალურ ინფორმაციის მიღება. გამგეობამ გაზეთს გასცა პასუხი, რომელსაც თან გორის დრამატული თეატრის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ამსახველი დოკუმენტაცია ახლდა. ,,ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი თვლის, რომ ინფორმაცია არასრული სახით მიიღო, რადგან ის დეტალურ ინფორმაციას ფინანსების ხარჯებთან (საწვავი, მივლინებები და სხვა აქტები) დაკავშირებით გულისხმობდა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები