მთავარი > სტატიები > ,,მაესტროს” შიდა ქართლის მოსახლეობა უყურებს

,,მაესტროს” შიდა ქართლის მოსახლეობა უყურებს


რატი უფლისციხელი

გასულ კვირას, ადგილობრივმა ტელეკომპანია ,,თრიალეთმა” ტელეკომპანია ,,მაესტროს” კუთვნილი საინფორმაციო გამოშვებების და უცხოური ამბების რეტრანსლაცია დაიწყო. საღამოს საათებში შიდა ქართლის მოსახლეობას საშუალება აქვს ,,მაესტროს” გადაცემები იხილოს. ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მფლობელმა ბადრი ნანეტაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღო.

,,მაესტროს” გადაცემების გაშვებამდე, ტელეკომპანია ,,თრიალეთი” ძირითადად რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემებს და ტელესერიალებს გადასცემდა. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ,,ვარდების რევოლუციამდე” ბადრი ნანეტაშვილის და ეროსი კიწმარიშვილის ერთობლივი შეთანხმებით დამკვიდრდა. ამჟამად, ვიცე-გუბერნატორის პოსტიდან წინასაარჩევნო პერიოდში გადამდგარმა ნანეტაშვილმა გადაწყვიტა მთელი ,,სული და გული” ტელევიზიაში ჩადოს და ,,მაესტროსთან” რეტრანსლიაციის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

,,ქართლის ხმის” ინფორმაციით, სანაცვლოდ ტელეკომპანია ,,თრიალეთი” თვეში 2 500 ლარს იღებს. თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ადგილობრივი ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს გაზეთ ,,ქართლის ხმასთან” სიახლოვე აკრძალული აქვს. ეს თვით ბადრი ნანეტაშვილმა განუცხადა გაზეთის რედაქტორს, როდესაც იგი ტელეფონით დაუკავშირდა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: