მთავარი > სტატიები > რესპუბლიკელი დავით რაზმაძე ნანობს, რომ წინა საკრებულოს ბოიკოტს უცხადებდა

რესპუბლიკელი დავით რაზმაძე ნანობს, რომ წინა საკრებულოს ბოიკოტს უცხადებდა


,,წინა მოწვევის საკრებულოში მე საკითხებს ვაპროტესტებდი, მაშინ ასე ვთვლიდი. იყო ბევრი საკითხი, სადაც მე წინააღმდეგი ვიყავი. ამ მეთოდმა არ გაამართლა.  ამიტომ გადავწყვიტე შევცვალო ურთიერთობის სტილი და პირველი მე გავწიე ხელი სათანამშრომლოდ. ეხლა უკვე მათგან ველოდები. .” – ამბობს გორელი ,,რესპუბლიკელი” საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერით.

გორში 18 ივნისს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზვიად ხმალაძე, რომელიც პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობდა 2007 წლის 14 სექტემბრიდან. ხმალაძე აღნიშნულ თანამდებობაზე  მეორედ იქნა ,,არჩეული”. თავმჯდომარის მოადგილედ დასახელდა და არჩეულ იქნა თემურ ხაჩიური.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე  საკრებულოს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებსაც ეყარა კენჭი.  ისინი მომავალ სხდომაზე დეპუტატებს  კომისიების შემადგენლობებს წარუდგენენ დასამტკიცებლად. სხდომის ბოლოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, დეპუტატებმა ხმა მისცეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის კანდიდატურას. აგი ასევე მეორედ დაინიშნა ამ თანამდებობაზე დაგამგებლად 2008 წლის თებერვლიდან მუშაობს. ცნობისათვის, გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოს 31 დეპუტატი ჰყავს, მათგან 27 ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, ხოლო 4 დეპუტატი ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს. საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე კმაყოფილია 18 ივნისის სხდომით. ყველაზე მეტად მასიმ დეპუტატების არ ყოფნა უხაროდა საკრებულოში, რომლებიც მანამდე ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.

ხმალაძე ფრიად მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები ,,ნაციონალების” უმრავლესობით წარმოდგენილ საკრებულოში კრიტიკას თავს შეიკავებენ: ,,მართლაც სასიხარულო ამბავია, რომ ამჟამინდელ საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ოპოზიციასთან თანამშრომლობით. კარგი გაგებით ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ან დაგვეთანხმებიან, ან არ დაგვეთანხმებიან რაღაცაში. მთავარია, ისინი საკრებულოს სხდომებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის რეალური პროცესი, ეს ასეც უნდა იყოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კარგად ვარ განწყობილი და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ” – ასე ესმის თვითმმართველობის საკითხი საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს, რომელიც სიამოვნებას ვერ მალვდა იმის გამო, რომ 18 ივნისს საკრებულოს სხდომაზე გატანილ 7 საკითხიდან ოპოზიციამ 7-ივეს დაუჭირა მხარი. ,,ალიანსი- საქართველოს” წარმომადგენელი საკრებულოში დავით რაზმაძე ამბობს, რომ იგი შეცდა, როდესაც საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებდა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: