მთავარი > სტატიები > შიდა ქართლის გუბერნატორის ,,ულიმიტო” ხარჯები – (I ნაწილი)

შიდა ქართლის გუბერნატორის ,,ულიმიტო” ხარჯები – (I ნაწილი)


საბა წიწიკაშვილი

ვლადიმერ ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2008 წლის თებერვალში დაინიშნა. დანიშვნისთანავე გამოსცა განკარგულება მძღოლის შეცვლის თაობაზე. შემდეგ ხარჯებს მიხედა და ფულადი რესურსების განაწილებაზე დაიწყო მუშაობა. 15 თებერვალს გამოსცა განკარგულება საწვავის ხარჯის ზღვრული ლიმიტის დაწესების შესახებ. ეს დოკუმენტი პრეზიდენტის 2007 წლის 22 ივნისის #10 განკარგულებას დაეყრდნო. ვარძელაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ ,,მერსედეს-ბენცს”, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პირველი პირები იყენებდნენ. თვეში 600 ლიტრი საწვავი გამოუწერა.

20 თებერვალს ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია `მაგთიკომთან~ ულიტიმო ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ამ განკარგულების თანახმად გუბერნატორს და რამდენიმე მოადგილეს ფაქტიურ მფლობელაში არსებულ მაგთის ნომრიან ტელეფონზე იმდენ ხანს შეეძლოთ საუბარი, რამდენიც დასჭირდებოდა. მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს ტელეფონით ლიმიტით სარგებლობის უფლება დაუტოვეს. ეს ყველაფერი ხდება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. მანამდე ყოფილ გუბერნატორს ვლადიმერ გეგელაშვილს გამოცემული ჰქონდა განკარგულება სატელეფონო მომსახურების ლიმიტით, მათ შორის საკუთარ ტელეფონზე, მიღების თაობაზე. ვარძელაშვილმა ეს განკარგულება გააუქმა. ყოფილ გუბერნატორს გეგელაშვილს სალაპარაკო ლიმიტი მაგთისნომრიან ტელეფონზე მხოლოდ 70 ლარი ჰქონდა. მომდევნო გუბერნატორმა ვარძელაშვილმა კი ,,ულიმიტო” გახადა და დღემდე ასეა, ჯერ-ჯერობით.

გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა, გარდა კორპორაციული მაგთისნომრიანი ტელეფონისა, საკუთარი პირადი ნომერიც სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე გადაიყვანა. 2008 წლის 4 მარტის განკარგულებით, ვარძელაშვილმა კომპანია ,,ჯეოსელთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე აყვანილ სატელეფონო ნომერზე 877 79-89-06 სააბონენტო ლიმიტი თვეში 500 ლარად განსაზღვრა, ხოლო 2008 წლის 1 ივლისს ამ განკარგულებაში ცვლილებები შეიცვალა და თვეში 500 ლარი ლიმიტი შეიცვალა 1 000 ლარით”. 2008 წლის 16 აპრილიდან ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მფლობელი და დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი. მისი ხელფასი აღნიშნულ თანამდებობაზე შეადგენდა 2250 ლარს.

2008 წლის პირველ ივლისს #63 განკარგულებით, ვარძელაშვილმა 1 400 ლარად გორში ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩაზე #5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი იქირავა. ამ სახლის მფლობელი მაია გოდერძიშვილია. 2008 წლის 10 ივლისს ვარძელაშვილმა გამოსცა #65 განკარგულება, რომლის მიხედვით მის მეგობრებს – ზურაბ ჩინჩილაკაშვილს და გიორგი ავალიანს პრემიები მიეცა. განკარგულების მიხედვით პირველმა ვიცე-გუბერნატორმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ავალიანმა პრემიები შემდეგი მიზეზით დაიმსახურეს: ,,გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ეკონომიის ხარჯზე გაიცეს პრემიები შემდეგი ოდენობით: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველ მოადგილეზე – ზურაბ ჩინჩილაკაშვილზე 2360 ლარი, ხოლო რეგიონული სამსახურის უფროსზე გიორგი ავალიანზე – 1 180 ლარი” – წერია განკარგულებაშია.

ამ დოკუმენტში საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეს თანხა ვარძელაშვილმა გასცა იმ რეზერვიდან, რომელიც ვაკანტური ადგილებზე დასანიშნი მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი. რატომ მაინც და მაინც ამ ორმა ადამიანმა დაიმსახურა პრემია დაგროვებული დანაზოგიდან, ამაზე ვარძელაშვილი განკარგულებაში არაფერს ამბობს. 2008 წლის 14 ივლისს გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ 26 კორპორაციულ ნომერს დაემატა კიდევ ორი ნომერი, შესაბამისად მათზეც გავრცელდა შეღავათები, როგორც სხვა ტელეფონებზე. 2008 წლის 30 ივლისს #74 განკარგულებით, გუბერნატორმა ვარძელაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი ავტომანქანებისთვისაც მოიცალა. ამ დღეს, ეკონომიკის სამინისტროს შიდა ქართლის ქონების სამმართველომ შიდა ქართლის გუბერნატორს გადასცა ახალი მანქანა ,,ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით ,TOK- 387~. ბალანსზე რიცხული ,,ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანისთვის (სანომრე ნიშნით TOK-387) დაწესდეს საწვავის (ბენზინის) ხარჯვის ზღვრული ლიმიტი თვეში 600 ლიტრის ოდენობით. ავტომანქანა განპიროვნებული იქნეს რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მძღოლის – დავით სარაულის სახელზე.) – წერია განკარგულებაში.

რაც შეეხება იმ მანქანას, რომელიც მანამდე ემსახურებოდა ვარძელაშვილს, მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრითGUU- 515 განპიროვნებულ იქნა პირველი მოადგილის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის სახელზე. 2008 წლის 1 სექტემბერს ვარძელაშვილმა მოითხოვა 8 -25 აგვისტოს დახარჯული საწვავის ჩამოწერა, რადგან ამ პერიოდისათვის საომარი მოქმედებების გამო, არ ხდებოდაო საგზურების გამოწერა. ვარძელაშვილმა, რომლის მანქანას ზღვრული ლიმიტი 600 ლიტრი ჰქონდა თვეში, მოითხოვა 1 000 ლიტრის ჩამოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბუღალტერს საბუთებში უნდა ეჩევენებინა, რომ 8-25 აგვისტოს გუბერნატორმა 1 000 ლიტრი გახარჯა. რეალურად, არავის შეუმოწმებია, ამ პერიოდში რამდენს გახარჯავდა გუბერნატორი. ასევე არავის შეუმოწმებია ავტომანქანის გარბენილი კილომეტრები აღნიშნულ პერიოდში.

იმავე პირველ სექტემბერს ლადო ვარძელაშვილმა ახალი განკარგულება #80 გამოსცა, რომლითაც ,,ტოიოტა პრადოს” სახელმწიფო ნომრით ტოკ-387 ავტომანქანაზე ბენზინის ხარჯვის ზღვრული მოცულობა 600 ლიტრიდან 1 000 ლიტრამდე გაზარდა. ამდენად, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი თვეში 1 000 ლიტრს მოიხმარს. 2008 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციაზე რიცხულ ავტომანქანას დასჭირდა ტექნიკური შეკეთება. ,,მერსედეს-ბენცის” მოვლა-შენახვის პუნქტიდან მანქანის შესაკეთებლად 2013 ლარი გამოიყო. 2008 წლის 27 ოქტომბერს ლადო ვარძელაშვილმა დამატებით ახალი ბინა იქირავა. განკარგულებაში ვკითხულობთ: ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორსა და ქ. გორში სტალინის გამზ. #10/5 – ში მცხოვრებ ქეთევან ძიძიგურს შორის. საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადი განისაზღვროს თვეში 600 ლარის ოდენობით.” – წერია განკარგულებაში.

იმავე დღეს ვარძელაშვილმა მეორე ბინა იქირავა, ოღონდ პირველი მოადგილისთვის. ,,გუბერნატორის პირველი მოადგილის სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორსა და ინდსაწარმო ,,გიო 2006″-ის წარმომადგენელს ჯიმშერ ფეიქრიშვილს (მცხ. გორის რაიონის სოფელ ზერტი) ქ. გორში სტალინის გამზ. #24/13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ქირავნობაზე. საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადი განისაზღვროს თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით” – წერია განკარგულებაში. 2008 წლის 7 ნოემბერს გუბერნატორის მანქანას ,,ტოიოტა პრადოს” ტექნიკური შეკეთება დასჭირდა და მისი რემონტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 794 ლარი გამოიყო. განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება 2008 წლის 14 ნოემბრის #95 განკარგულება. ლადო ვარძელაშვილმა გადაწყვიტა ყველა თანამშრომლის სახელზე პრემიები გასცეს. ოღონდ ამ ფაქტს თავდაპირველად რელიგიური სახე მისცა.

კერძოდ: ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გიორგობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცეს ფულადი პრემიები” – ვკითხულობთ განკარგულებაში. საგულისხმოა, რომ გუბერნატორმა პრემია იმაზე მეტი აიღო, ვიდრე მისი ხელფასი შეადგენს. ეს იყო ვარძელაშვილის მოღვაწეობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ვარძელაშვილმა პრემიების მასშტაბურად გაცემა დაიწყო. დანარჩენ წლებში ამან უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. 2008 წლის 2 დეკემბერს გუბერნატორის ორივე ავტომანქანას ტექნიკური დახმარება დასჭირდა. გუბერნატორმა განკარგულებით აღნიშნა, რომ ,,ტოიოტა პრადო” და ,,მერსედ ბენცი” შპს ,ავთოსთან” მიეყვანათ შესაკეთებლად. მერსედ-ბენცის ტექნიკური შეკეთებისთვის 1526 ლარი, ხოლო ტოიოტა-პრადოს ტექნიკურ შეკეთებასთან დაკავშირებით 1 260 ლარი გამოიყო. 2008 წელი შიდა ქართლის გუბერნატორმა საკმაოდ ,,ნავსიანად” ჩააბარა. დეკემბრის ბოლოს მისი ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა.

ეს დასტურდება ვარძელაშვილისვე გამოცემული #98 განკარგულებით. აღნიშნული განკარგულებით, ვიგებთ, რომ გუბერნატორის ავტომანქანა გაურკვეველი მიზეზების შედეგად, დაზიანდა. დაზიანების შედეგად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით გუბერნატორის მძღოლს დავით სარაულს უნდა ესარგებლა. ვარძელაშვილმა სპეციალური განკარგულებით აღნიშნა, რომ დაზარალებუსლი სტატუსით დავით სარაული გამოსულიყო. ჩნდება კითხვა, თუ რატომ დასჭირდა ვარძელაშვილს, მიენიჭებინა სარაულს დაზარალებულის სტატუსი, მაშინ როდესაც მანქანა ისედაც სარაულზე იყო განპიროვნებული, ჯერ ჯერობით უცნობია.

სტატია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ბრიტანულ ქართული პროფესიული ქსელის მიერ განხორციელებული CSEPFM პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია გაზეთი ,,ქართლის ხმა”. სტატია არ წარმოადგენს ევროკავშირის ან ბრიტანულ ქართული პროფესიული ქსელის პოზიციას.
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: