მთავარი > სტატიები > სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანება ჯერ კიდევ 16 ივნისს გაიცა

სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანება ჯერ კიდევ 16 ივნისს გაიცა


„უბრალოდ არ მეგონა, თუ მაინც გაბედავდნენ ამ ძეგლის აღებას”, – ამბობს გორის საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე სტალინის ძეგლის დემონტაჟის შესახებ, იგი პირადად ესწრებოდა 2010 წლის 16 ივნისს წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომას, სადაც ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
რაზმაძე ოპოზიციური პარტიის „ალიანსი საქართველოსთვის” გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. იგი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრიცაა და ამბობს, რომ ფაქტი იმიტომ არ გაახმაურა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ხელისუფლება ამას გააკეთებდა.

„სხვათა შორის, ამ საკითხს მხარი არ დავუჭირე. ესეც მორიგი პიარაქცია მეგონა. რას წარმოვიდგენდი, რომ ამას მართლა გაბედავდნენ და გააკეთებდნენ”,– თქვა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ, კი ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ საკრებულომ, მართლაც, 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ. თუ ვინ შეიტანა აღნიშნული საკითხი სხდომაზე, ხმალაძემ არ გვითხრა. სამაგიეროდ, „ალიანსის” წევრმა დავით რაზმაძემ გაიხსენა, რომ ეს საკითხი გამგეობის მიერ იყო ინიცირებული.
„ნამდვილად ვიცი, რომ საკრებულოს კომისიაზე ეს საკითხი არ განხილულა. გამგეობამ პროექტი გაფართოებულ სხდომაზე შემოიტანა”, – ამბობს დავით რაზმაძე.

გამგეობის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხში ჩახედული არ არის: „ნამდვილად არ ვიცი, ამ საკითხში არ ვარ ჩახედული.”
დღეს, 25 ივნისს, გორის საკრებულოში სხდომა იყო ჩანიშნული. 14 საათზე დანიშნული სხდომა 18 საათისთვის გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მოელოდა, სხდომაზე სტალინის ძეგლი არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უხსენებიათ და არც ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ როსებაშვილმა, განაცხადა, რომ მისთვისაც მიუღებელია ძეგლის აღების ფორმა.

„დილით ადრე ვვარჯიშობ ხოლმე „ახალ ბაღში” და ამჯერად ისე გავიარე ცენტრალური მოედანზე, ვერც მივხვდი, რომ ძეგლი აღარ იდგა კვარცხლბეკზე. შემდეგ უკვე პარკში მითხრეს, რომ ძეგლი აიღეს. ხალხისთვის მაინც ეკითხათ აზრი. უკვე მეორე სხდომა ჩატარდა ახალი მოწვევის საკრებულოში, არც ერთხელ არ უხსენებიათ ეს საკითხი. მეც გაოცებული ვარ, ასე რომ მოხდა,” – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატმა“ ზურაბ როსებაშვილმა.

ჯერჯერობით არ სახელდება ძეგლის ადგილსამყოფელი. საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე იხსენებს, რომ 16 ივნისის სხდომაზე მხოლოდ ძეგლის აღებაზე იმსჯელეს. „მაშინ საუბარი არ ყოფილა იმის შესახებ, სად უნდა წაეღოთ ძეგლი”,- ამბობს რაზმაძე.

საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ საკრებულოს აპარატში 16 ივნისის განკარგულება მოვითხოვეთ. აპარატის უფროსმა გურამ დაბრუნდაშვილმა გვითხრა, რომ ამ საბუთს ორშაბათს, 28 ივნისს, გადმოგვცემს.

საბა წიწიკაშვილი,

http://www.7days.ge

კატეგორიები:სტატიები
  1. teagiguashvili
    June 26, 2010 at 11:24 am

    ”რომ არ მეიმედებოდეთ ტყუილად!!!!

    გაუმარჯოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!!!!
    მი-შა, მი-შა, მი-შააააააააა!!!!!!!!!!

    ბატონო დავით, ჰო თქვენ გეუბნებით, თქვენ თქვენ უკან ნუ იხედებით თქვენ არ იყავით ალიანსის დეპუტატი გორში??? როგორ არ გიცნობთ, ამას წინ რომელიღაც შეხვედრაზე საყვედური იუკადრისეთ და სულ ნაცების სატელიტი ბიზნესმენი მეძახეთ, არ გამიცია პასუხი მაშინ არ მეღირსეთ პასუხად, ქალურმა ინტუიციამ მიკარნახა მაშინ თორემ არ მიფიქრია ღრმად მაგ თემაზე…
    ახლა მაქვს კითხვები თქვენთან 16 ივნისს საკრებულომ გადაწყვიტა სტალინის ძეგლის აღებაო რომ გაიძახით და თანაც პროტესტი გითქვამთ, სად თქვით პროტესტი? სახლში სიდედრთან???
    რად არ გააკეთეთ განცხადება, უარი გითხრათ ტელევიზიამ. და თუ დოკუმენტი შეიქმნა გვიან და თქვენ აპრავებთ ამ გადაწყვეტილებას, რა მაქვს სადაო ზვიად ხმალაძესთან??? კაცთან რომელსაც დიდ პატივს ვცემ მეც და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ქალაქიც…
    თქვენ არ იმსახურებთ პატივისცემას კი არა და გამარჯობასაც კი გორელებისგან, მშვიდად განდოთ გორმა მანდატი ოპოზიციის საკრებულოში, იმ იმედით რომ თუ თავად ვერ გადაწყვეტდით პრობლემას ჩვენამდე მაინც მოიტანდით სიმართლეს! თქვენ კი რაში გამოიყენეთ მანადატი??? კოსმეტიკა გაუკეთეთ მმართველ პარტიას????
    აი, ამიტომ ბატონო დავით მე ვიქნები თქვენი მოწინააღმდეგე მომავალ არჩევნებში, მე ვეცდები ხმა მივცე ერთ გუნდს ერთიან ნაც მოძრაობას, რომ არ მეიმედებოდეთ ტყუილად!!!!
    სახელმწიფო დამნაშავეაო მიშა, მიშასი რა გითხრათ, ალიანსია სახელმწიფო დამნაშავე თქვენი სახით, თუ სათაოსთან შეთანხმებულად მოქმედებთ ყველა ერთად ხართ დამნაშავე თუ არა და ა, განცხადება ბატონებო, ამაზე მთელი გორი მოაწერს ხელს. სახელმწიფო დამნაშავეა თქვენი კანდიდათი პატივცემულო რესპუბლიკელებო, გიტეხთ ისედაც შებღალულ სახელს და მიიღოთ ზომები იქნებ, ეგებ სთხოვოთ ან აიძულოთ ნაციონალური მოზრაობის მანდატის ქვეშ აკეთოს საქმე გორის საკრებულოში, თუ არადა თანამონაწილე ხართ თქვენც და საყოველთაო უნდობლობა თქვენს პარტიას, სრულიად ალიანსს(უი, აღარ არსებობს???)
    მაშ ასე, გაუმარჯოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას

  2. June 27, 2010 at 5:21 am

    kargi statiaa!

  3. June 27, 2010 at 5:27 am

    გმადლობთ გამოხმაურებისთვის!

  4. July 2, 2010 at 5:58 pm

    ეს თემატური ბლოგია? იმიტომ ვკითხულობ, რომ მარტო სტალინზე წერია

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: