მთავარი > სტატიები > შიდა ქართლის საგუბერნატორო საკანდიდატო ძიება

შიდა ქართლის საგუბერნატორო საკანდიდატო ძიება


თამარ ოქრუაშვილი

შიდა ქართლიდან სტალინის ძეგლისა და ლადო ვარძელაშვილის ერთდროულად ,,გადაადგილების” შემდეგ, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დასანიშნ რამდენიმე კანდიდატურაზე კულუარებში ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომლის შესახებაც  რამდენიმე დღის მანძილზე საუბრობენ, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილია. მისი პოლიტიკური კარიერა შიდა ქართლში ყოფილი რწმუნებულის მიხეილ ქარელის გუბერნატორობის მრჩევლობის დროიდან იწყება.

ბადრი ბასიშვილის შესაძლო გუბერნატორად დანიშვნის შესახებ, საუბარი სავარაუდოდ იმან გამიწვია რომ სტალინის ძეგლის აღების დროს გორში შუაღამისას მისი ,,თანამებრძოლების” გარდა, ადგილობრივ მკვიდრს ძნელად თუ იპოვიდით. სამაგიეროდ ამ დროს ქალაქის ცენტრში უხვად იყვნენ ბადრი ბასიშვილთან დაახლოებული პირები – ლიახვის ხეობის მაცხოვრებლები. ყველას კარგად ახსოვს კადრი,როდესაც ბასიშვილის მოაგდილე რეზო კახნიაშვილი თავში ხელს ურტყამდა სტალინის წაქცეულ ძეგლს და მის მიმართ მიპყრობილი კამერების წინ დიდი ენთუზიაზმით ,,პოზიორობდა”. ჩვენ ბადრი ბასიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც ამ ეტაპზე მისი გაგუბერნატორება გამორიცხა: ,,ამჟამად მე საორგანიზაციო საკითხებით ვარ დაკავებული, უამრავი დევნილი გვყავს და მათ მიხედვა ჭირდება, თუმცა ჩვენ ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები ვართ და სადაც ხელისუფლება მიგვითითებს იქ ვიმსახურებთ,ეს ჭორი ჩემამდეც მოვიდა მაგრამ ახლა ჩემი კანდიდიდატურა შიდა ქართლის გუბერნატყორის პოსტზე არ განიხილება, მე დარწმუნებული ვარ რომ მალე ისევ ცხინვალის რეგიონს მოვახმარ ჩემს ძალას როცა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება.”-აღნიშნა დეპუტატმა.

გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის გიორგი ტატიშვილის სამდივნოშიც აღნისშნულზე პასუხი არ გააჩნიათ, ანუ დაიკავებს თუ არა ტატიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს, ეს მათთვის უცნობია.

საუბარია აგრეთვე ზურაბ არსოშვილზე, რომელმაც შიდა ქართლის მოსახლეობას თავი აღნიშნულ რეგიონში ფინანსური პოლიციის უფროსის პოსტზე ყოპნის დროს დაამახსოვრა. კონტრაბანდასთან ბრძოლის დროს არსოშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ბევრი სკანდალური დაჭერა მოხდა. სკანდალური იმიტომ, რომ ამ პერიოდში ციხეში ძირითადად ქალები არმოჩნდნენ. ბევრი მათგანი მრავალშვილიანი დედაა, რაც გორის რაიონულ სასამართლოსთან ხშირად დაპირისპირების საბაბი ხდებოდა, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მრავალშვილიანი დედა დააკავეს, ერთ-ერთმა მოსახლემ კითხვით მიმართა არსოშვილს: `დედა ხომ გყავს ეს ბავშვები საერთოდ მშობლების გარეშე რჩებიან~-რაზეც ჩინოვნიკმა ასეთი პასუხი გასცა: `არა მე უპატრონოთა თავშესაფარში ვარ გაზრდილი~_აღნიშნული ფრაზა იმ პერიოდში ხშირად ტრიალებდა ადგილობრივი ბეჭვდითი მედიის ფურლებზე.

ზურაბ არსოშვილმა მოგვიანებით თბილისის ვიცე მერის პოსტი დაიკავა, ხოლო ამჟამად ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობს. აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურს მივმართეთ. პასუხი ცოტა უცნაური იყო: `არსოშვილის შესახებ მეც პრესიდან შევიტყვე, მის პირად ნომერს კი ინფორმაციის გადასამოწმებლად ვერ მოგცემთ, რადგან მე თავად პრესას ვიგერიებ~-განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ. თავად ზურაბ არსოშვილმა ასე გვიპასუხა: ,,გორში ჭორების ისევ გჯერათ?!”

საუბარია აგრეთვე წარმოშობით გორელ და, ღირსების ორდენოსან მომღერლის ნინა წკრიალაშვილის მამის ზურაბ წკრიალაშვილის შესახებაც, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ბიზნესმენს ისე იცნობს, თუმცა სკანდალები არც ამ პიროვნების სახელისთვისაა უცხო. წკრიალაშვილი 90-იანი წლების დასაწყისში გორის გამგებელი იყო.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. ივლისი 2, 2010, 1:47 PM

    საბა მომწონს ჩვენი ბლოგები, მაგრამ მეტი უნდა ვიმუშაოთ უკეთესი, რომ გახდეს! წარმატებები

  2. Tea giguashvili
    ივლისი 2, 2010, 2:19 PM

    რად მაშინებ საბა, ასე ცუდად გვაქვს საქმე ვითომ???

    • ივლისი 3, 2010, 7:57 AM

      თეა, ჩვენ თუ კიდევ რამე ცუდი გაგვიკვირდება…:))

  3. ივლისი 2, 2010, 5:47 PM

    მივესალმები შიდა ქართლის ბლოგერების აქტიურობას და საერთოდ ,,ახალი მედიის”განვითარებას ჩვენს რეგიონში

  4. ივლისი 3, 2010, 11:12 AM

    nino chibchiurs: kargi iqneboda cpota adre misalmebodi,magram jobs vian:)))

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: