მთავარი > სტატიები > მეღვრეკისში სარწყავი წყალი საკრებულოს სხდომას ,,არ დაელოდა”

მეღვრეკისში სარწყავი წყალი საკრებულოს სხდომას ,,არ დაელოდა”


გიორგი ედიშერაშვილი, მეღვრეკისიდან

დღეს 25 ივლისს ორ კვირიანი პაუზის შემდეგ გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მოსახლეობამ კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახადა საწყავი წყალი გამოეშვა. თავყრილობაზე მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს თემურ ტეტუნაშვილს შეხვდა და ახსნა განმარტება მოსთხოვა. თემურ ტეტუნაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის ანგარიშზე გადმორიცხულია თანხა, მაგრამ საჭიროა საკრებულოში სხდომის გამართვაო: ,,საკრებულოს სხდომა სამშაბათს იქნება და იქ დაამტკიცებენ პერიოდს როცა წყალი მოვა” – გაურკვეველი ტექსტებით მოახსენა ინფორმაცია თემურ ტეტუნაშვილმა მოსახლეობას.

მოსახლეობამ ამ სიტყვების შემდეგ სოფლის რწმუნებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ხალხი სამშაბათამდე მოთმენას არ აპირებდა. ,,წადით პრეზიდენტთან და იჩივლეთ” – ასეთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხი მოსახლეობისადმი.

,,ქართლის ხმის” ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი პრეზიდენტმა და ცენტრალურმა მთავრობამ გადმორიცხა თანხა, რაღა საჭირო იყო პრეზიდენტის ,,შეწუხება”, სოფლის რწმუნებულმა ამაზე საუბარს თავი აარიდა.

როგორც გაირკვა, გორის საკრებულოს ნებართვაა საჭირო, რათა კერძო კომპაანიას ანგარიშზე ბიუჯეტიდან თანხა გადაერიცხოს. საკრებულო კი სამშაბათამდე არ ჩქარობდა სხდომის გამართვას. სოფელში ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ (რუსთავი 2-ის და იმედის ჟურნალისტებს ჩვენ გავაგებინეთ) ხელისუფლების წარმომადგენლები ,,ამოქმედდნენ”… საღამოს 6 საათზე სოფლის სარწყავ არხებში წყალი გამოჩნდა. საკრებულოს სხდომა კი 28 ივლისს იმართება და სავარაუდოდ იქ გახდება ცნობილი, თუ რამდენი ,,ღირდა” ორკვირიანი უწყლობა გორის რაიონის ამ ზონის სოფლებისთვის.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: