მთავარი > სტატიები > რატომ დადიან გორელი ჩინოვნიკები უკრაინაში ჩუმად?

რატომ დადიან გორელი ჩინოვნიკები უკრაინაში ჩუმად?


ფოტოზე: წინა პლანზე: ზვიად ხმალაძე და

ბოგდან შიბა ; უკანა პლანზე – ზურაბ არსოშვილი.


აგვისტოს მიწურულს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ქალაქიდან ,,გაუჩინარდნენ.” ფაქტობრივად, მათი კვალის შესახებ არავინ იცოდა. იმავე პერიოდში, სამსახურში უფროსების არყოფნის გამო, ერთდროულად, შვებულებაში  გუბერნატორისა და საკრებულოს თავმჯდომარის პრესმდივნებიც გავიდნენ. არსოშვილის და ხმალაძის ერთდროულად გაუჩინარების ამბავი დიდი ხნის განმავლობაში მკითხაობის საგანი იყო. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ზურაბ არსოშვილმა გორში ჩამოსვლისთანავე ზვიად ხმალაძის კადრების შემცირება დაიწყო.

ზურაბ არსოშვილის პრესსამსახურმა მედიას ოფიციალურად პრესსრელიზი, 19 აგვისტოს შემდეგ, 29 აგვისტოს დაუგზავნა. თუ რას აკეთებდა ამ 10 დღიან შუალედში რეგიონის და ქალაქის მაღალჩინოსნები, ოფიციალური უწყებები არაფერს ამბობდნენ. მხოლოდ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ შევიტყვეთ, რომ არსოშვილი და ხმალაძე უკრაინაში ერთად იმყოფებოდნენ.

22 აგვისტოს ლუცკის დაარსებიდან 925 წლისთავთან დაკავშირებით, 8 ქვეყნის ქალაქის წარმომადგენლობა მეგობრობის აღმნიშვნელ მონუმენტთან შეიკრიბნენ, რომელიც მდებარეობს ქალაქის მნიშვნელოვანი ქუჩების – ლესია უკრაინკას და სენატორ ლევჩანივსკოის ქუჩების გადაკვეთაზე და მის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ. ამის შესახებ ლუცკის მერის ბოგდან შიბას ოფიციალური უწყება იტყობინება. უკრაინული ქალაქ ლუცკის მეგობრების სიაში გორთან ერთად კიდევ 8 ქალაქი შედის, ესენია: ბრესტი (ბელარუსი); სიანტანი (ჩინეთი); ლიუბლინი, ტორუნი, ოლშტინი, ჟეშუვი, ზამოსცი (პოლონეთი). მონუმენტის გახსნის დროს არ იმყოფებოდა ჩინეთის წარმომადგენლობა.

იმავე წყაროს ცნობით, მონუმენტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ ლუცკის მერმა განაცხადა: ,,ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქალაქი ღიაა ყველასთვის და მზად ყველასთან ერთად ვიმუშაოთ”. პოლონეთის გენერალურმა კონსულმა ლუცკში თომას იანიკმა ასევე შენიშნა: ,, ეს ღონისძიება არის მტკიცებულება ლუცკის მოსახლეობის ეროვნული სულისკვეთებისა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრობლემების გადაწყვეტის დროს ერთად ვიმუშავებთ.” განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბრესტში უკრაინის გენერალური კონსულის ივან ბარანჩიკის სიტყვა: ,,ეს ხელშეკრულება არის სიმბოლო იმისა, რომ ლუცკი არის ევროპული ქალაქი, თავისი ევროპული პარტნიორი ქალაქებით. ეს არის მეგობრობის და აქ მაცხოვრებელ საზოგადოების დემოკრატიულობის სიმბოლო.” გორიდან წარმომადგენლები სიტყვით არ გამოსულან.

მონუმენტის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად ბავშვებმა ჰაერში 9 ბურთის გაუშვეს. თითოეულ ბურთს თან ეწერა პარტნიორი ქალაქის სახელი საერთო სახელწოდებით – ,,ლუცკი 925″.

აი, ასეთ ღონისძიებას ესწრებოდნენ ხმალაძე და არსოშვილი აგვისტოს ცხელ დღეებში. მაგრამ გაზეთ ,,ქართლის ხმისთვის” მაინც საინტერესოდ რჩება, თუ რატომ გაასაიდუმლოვეს ეს ვიზიტი პრესსამსახურის თანამშრომლებმა? არსოშვილის უწყება ოფიციალურ კომენტარებს გაურბის. ნებისმიერ კითხვაზე გუბერნატორის ადმნისტრაციის თანამშრომლები წერილობით მიმართვას ითხოვენ, ერთადერთი რაც ჩვენთვის ცნობილი გახდაა, ესაა ზურაბ არსოშვილის მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს გამოცემული განკარგულება – უკრაინაში მის მოკლევადიან მივლინებასთან დაკავშირებით. ამავე ბრძანებით ვიგებთ, რომ არსოშვილი ლუცკის მერს დაუპატიჟებია, თუმცა ჩვენ მიწვევის დოკუმენტი არ გვაქვს. ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს არსოშვილის მიერ იმავე დღეს გამოცემული განკარგულება, რომლითაც ვიგებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ხელფასის ოდენობის პრემიები. როგორც ირკვევა, პრემიები მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა ზურაბ არსოშვილმა 2 950 ლარი, მისმა ორმა მოადგილემ – გიორგი თვალავაძემ 2 250 ლარი, ზურაბ ჩხეიძემ 2 250 ლარი და აპარატის უფროსმა პაატა გიორგაძემ 1 180 ლარი აიღეს

არადა ჯერ კიდევ გასულ წელს გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ლუცკთან დამეგობრების დეტალებს ასე იხსენებდა. აღნიშნული ინფორმაცია თავის დროს შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა: „ჩვენი მეგობრების ინიციატივით, თბილისში, უკრაინის საელჩოში, ჩავედი და, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერნეტით გავაფორმეთ ხელშეკრულება. ონლაინ რეჟიმში ვხედავდი უკრაინული მხარის განწყობას. დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი, იქაური მედია აშუქებდა ამ მოვლენას; მეკითხებოდნენ, რა გჭირდებათ რით დაგეხმაროთო. შემდეგ უკვე ჩვენი მეგობრებისგან წამოვიდა შემოთავაზება, რომ დევნილ ბავშვებს უმასპინძლებდნენ. ათეულობით მოზარდმა გაიარა სარეაბილიტაციო კურსი ლუცკში”, – აცხადებდა ზვიად ხმალაძე.

ერთი ვერსიით, ზურაბ აროსშვილს ამ ამბის ყველაზე მეტად გახმაურება არ აწყობდა, რადგან ამ ფაქტით გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე მოიწონებდა თავს. სინამდვილეში არსოშვილს სხვა გეგმები აქვს გორში. მისი ინიციატივით, გორის საკრებულს და გამგეობას აუდიტი ამოწმებს. რა დასკვნებს გამოიტანს, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

,,ქართლის ხმის” რედაქციაში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში (მაგ; საკრებულოს სხდომაზე არ დაშვების, საჯარო ინფორმაციის დამავლის და სხვა კანონდარღვევების შემთხვევაში) რედაქცია ლუცკის მერიას და მთლიანად ამ ,,თანამეგობრობას” მიმართავს, რათა მათთვის ცნობილი იყოს იმ ქალაქის მთავრობის საქმიანობის შესახებ, რომელიც თავს ევროპული დონის ქალაქად მიიჩნევს.


კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: