მთავარი > სტატიები > გივიჩას ,,უახლესი” ინფორმაციები…

გივიჩას ,,უახლესი” ინფორმაციები…


გორის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი გიორგი (გივიჩა) ღვინიაშვილი  ინფორმაციას, დაუყოვნებლივი ფორმით, მხოლოდ ნაცნობობით გასცემს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მოკვლევითაც დადასტურდა, რომ გორის საკრებულოში ჟურნალისტთა და უფლებადამცველთა ,,შავი სია” არსებობს, რომლებსაც მუშაობში გარკვეული პრობლემები ემნებათ.

,,მე გემსახურები კანონიერად, ზოგჯერ უკანონოდ, ამდენად არ გაქვს პრეტენზიების გამოთქმის უფლება” – გვპასუხობს გიორგი ღვინიაშვილი.

,,რას ნიშნავს, უკანონოდ გვემსახურებით?” – ვკითხეთ მას. ,,იმას, რომ შესვენება დაიწყო და მე ისევ აქ ვარ” – გაცხარდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც არ სურს ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდება. ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესული მოქალაქეთა წერილებს, რომლებიც სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ეხება. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის საქმიანობას და მათ მიერ გაცემულ დასკვნების და ოქმების ასლების მოწოდებას. აღნიშნული ინფორმაცია ექვემდებარება დაუყოვნებლივ გაცემას. მიუხედავად ამისა, საკრებულოს დღემდე არც ერთი მსგავსი დოკუმენტი არ შეუგროვებია. ინფორმაცია გასული კვირის დასაწყისშია გამოთხოვილი.

სამაგიეროდ, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ შეტანილი განცხადება რეგისტრირდება 24 სექტემბრით, ხოლო მათზე პასუხი 3 დღეში უკვე გაამზადეს. ისინი ითხოვენ 2010 წლის 1 ივლისიდან დღემდე საკრებულოს კომისიების მიერ ჩატარებული სხდომების ოქმებს, რაც დაახლოებით იგივე რაოდენობის ინფორმაციაა, რაც ჩვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაცია.

სახალხო დამცველის აპარატმა გორის საკრებულოს მხრიდან  მანამდე განხორციელებული ხელშეშლის ფაქტი შეისწავლა. კერძოდ, ფაქტი ეხება სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების უპრობლემოდ დაშვებას საკრებულოს სხდომებზე, ხოლო ჩვენი სახელი და გვარი არ შედიოდა იმ სიაში, რომელსაც თურმე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს სხდომამდე უგზავნიან.

,,თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალქეთა მონაწილეობისთვის” – სწერს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი თინათინ გოლეთიანი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს.

წერილში ასევე წერია: ,,დაცვის თანამშრომლებმა უთხრეს ჟურნალისტს, რომ მათ გააჩნდათ სიები, სადაც მითითებული იყვნენ ის პირები, რომლებსაც სხდომაზე შესვლა უპრობლემოდ ეკუთვნოდათ. ვინაიდან საბა წიწიკაშვილი ამ სიაში არ იყო, მათ დაცვის თანამშრომლებმა შენობის დატოვება მოსთხოვეს. აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. მათი განცხადებით, საბა წიწიკაშვილი სხდომათა დარბაზში მხოლოდ კანონის ნორმაზე რამდენჯერმე მითითების შემდეგ შეუშვეს.” – წერია სახალხო დამცველის აპარატიდან გამოგზავნილ წერილში. თინათინ გოლეთიანი საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული ფაქტის შესწავლას.

აღნიშნული პრაქტიკა ამჯერად საჯარო ინფორმაციის გაცემისას დამკვიდრდა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” ადმინისტრაციულ საჩივარს  ხვალ შეიტანს. საჩივრის დროს შედარებული იქნება ჩვენსა და სხვა ორგანიზაციების მიმართ გაცემული პასუხების ვადები. გიორგი ღვინიაშვილი საკრებულოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოხვდა, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მანამდე გუბერნატორის ამჟამინდელი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხეიძე მუშაობდა და ფაქტობრივად დამფუძნებლები იყვნენ. ამ ორგანიზაციას ჰქვია გორის საინფორმაციო ცენტრი.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: