მთავარი > სტატიები > შსს-მ ინფორმაცია შეცვალა… ქვემო და ზემო ნიქოზებს, არბოს და ქორდს აღარ ახსენებს

შსს-მ ინფორმაცია შეცვალა… ქვემო და ზემო ნიქოზებს, არბოს და ქორდს აღარ ახსენებს


ბოლო ვარიანტი:

,,2010 წლის 29 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების” ჩატარება დაიწყეს. ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები” მნიშნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას.”

თავდაპირველი ვარიანტი:

,2010 წლის 29 სექტემბერს დილის საათებში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს” ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. ამ დროისათვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები – 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი – ნახევარი ჰექტარი. ამჟამად, უკანონო „დემარკაცია” მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც.”

,ქართლის ხმა” დაუკავშირდა ზემო ნიქოზის მხოვრებ თამარ მჭედლიძეს, რუსთავი 2-ის სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მასთან, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შვილებს თბილისიდან უკვე დარეკილი ჰქონდათ; ,,სიმართლე გითხრათ, ამ ზარებით უფრო შევშფოთდით. მთელი დღის განმავლობაში არაფერი შეგვიმჩნევია, არც მე და არც ჩემს მეუღლეს. ჩვენ ისეთ ზონაში ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია რამე არ გვცოდნოდა. რაც შეეხება ტერიტორიებს, სოფლის ბოლოში სამი სახლია, იქ ისედაც აღარავინ ცხოვრობს, იმიტომ რომ ეშინიათ, პირდაპირ საზღვარზე მდებარეობს” – ამბობენ მჭედლიძეები.

ზემო და ქვემო ნიქოზის რწმუნებული გიორგი დევიძე აცხადებს, რომ მანაც 18 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ შეიტყო აღნიშნული ინფორმაცია; ,,როგორც კი ინფორმაცია მოვისმინე, მაშინვე გავეშურე იმ ადგილისკენ, საიდანაც შეიძლებოდა დანახვა. თუმცა არაფერი შემიმჩნევია. შეიძლება ეს იმის ბრალიც არის, რომ საღამოა და კარგად არაფერი ჩანს. ხვალ დილით მეცოდინება ზუსტი ვითარება” – აცხადებს გიორგი დევიძე.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: