მთავარი > სტატიები > გორში ,,შუა ქუჩაში” აღარ ივლიან

გორში ,,შუა ქუჩაში” აღარ ივლიან


დღეს გორში ტროტუარების დემონტაჟის სამუშაოები აქტიურად დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის შეფასებით, ეს ტროტუარები ამორტიზირებულია. სინამდვილეში, გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის მუშები ტროტუარების ფილების ამოღებას ახორციელებენ. კომპანია ,,მშენებელის” წარმომადგენელმა ვანო ტლაშაძემ ,,ქართლის ხმას” განუცხადა, რომ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია თანხის რაოდენობის შესახებ, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

გამგეობის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 7859 მეტრის სიგრძეზე ბეტონის ახალი ბორდიურების, ხოლო 818 მეტრზე დაწვენილი დეკორატიული ბორდიურების მოწყობა. გარდა ამისა დაგეგმილია 3041 კვადრატული მეტრი ფეხით სავალი ნაწილის ბეტონის დეკორატიული ფილით გადაფარვა.

ტროტუარების კეთილმოწყობისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 305 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი“, რომელიც პროექტის დასრულებას 1 თვეში გეგმავს.

გორის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობას ხშირად უხდებოდა ტრანსპორტის სავალი ზოლით სარგებლობა. პრესსამსახური ამის მოტივად დაზიანებულ ტროტუარებს მიიჩნევს. სინამდვილეში, გორის მოსახლეობაში არსებული მოსაზრებით, შუა ქუჩაში სიარულის ტრადიციას 20-იანი წლების დასაწყისში გორში მომხდარმა მიწისძვრამ ჩაუყარა საფუძველი.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: