მთავარი > სტატიები > არსოშვილის ვიზიტის მიზანი აშშ-ში ჯერ-ჯერობით უცნობია

არსოშვილის ვიზიტის მიზანი აშშ-ში ჯერ-ჯერობით უცნობია


დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის უფროსის ნათია ომაძის თქმით, ზურაბ არსოშვილი იქ  მასპინძელი ქვეყნის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის წევრების და მგზავრობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ,,ქართლის ხმისთვის” უცნობია. ნათია ომაძის თქმით, ზურაბ არსოშვილი სამშობლოში 28 დეკემბერს დაბრუნდება. როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, ზურაბ არსოშვილმა, რეგიონის გუბერნატორის რანგში, საზღვარი უკვე ორჯერ გადაკვეთა. თავდაპირველად ის აგვისტოს თვეში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ლუცკის დაარსებიდან 925 წლისთავს დაესწრო. 

ზურაბ არსოშვილის მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს გამოცემული განკარგულებაში უკრაინაში მის მოკლევადიან მივლინებასთან დაკავშირებით მოგვეპოვება ინფორმაცია. ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს არსოშვილის მიერ იმავე დღეს გამოცემული განკარგულება, რომლითაც ვიგებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ხელფასის ოდენობის პრემიები. როგორც ირკვევა, პრემიები მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა ზურაბ არსოშვილმა 2 950 ლარი, მისმა ორმა მოადგილემ – გიორგი თვალავაძემ 2 250 ლარი, ზურაბ ჩხეიძემ 2 250 ლარი და აპარატის უფროსმა პაატა გიორგაძემ 1 180 ლარი აიღეს.

,,ქართლის ხმა” შეეცდება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას იმ დრომდე, ვიდრე გუბერნატორი რეგიონში დაბრუნდება. სხვათა შორის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით არც ერთხელ იმყოფებოდა. მის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში მხოლოდ და მხოლოდ შევხვდით მისი პირველი მოადგილის გიორგი ავალიანის და ადმინისტრაციის უფროსის ზურაბ ლომიძისი ვიზიტებთან დაკავშირებით. ერთხელ პოლონეთში, ხოლო გიორგი ავალიანი ბიუჯეტის თანხებით ტალინის უნივერსიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვარძელაშვილი კი გუბერნატორის რანგში არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ. მისი განცხადებით, 1000 ლარიანი ლიმიტი ტელეფონზე იმიტომ ჭირდებოდა, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას ტელეფონი არ გათიშვოდა. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, გუბერნატორის რანგში მას არასდროს დაუტოვებია საზღვრები. მისი არაოფიციალური ვიზიტები კი (თურქეთში, საფრანგეთში და ა.შ.)  ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის აღნიშნული.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: