მთავარი > სტატიები > პრეზიდენტმა გორელებს 40 000 ლარი გამოუგზავნა

პრეზიდენტმა გორელებს 40 000 ლარი გამოუგზავნა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის მუნიციპალიტეტს დამდეგი 2011 წლის საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად 40 000 ლარი უკვე გადმოურიცხა.  ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ გორის ხელისუფლება ახალი წლის შესახვედრად სხვა თანხებსაც ხარჯავს.  მაშინ როდესაც გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხის დადგმა 80 000 ლარი დაჯდა, პრეზიდენტმის მიერ წელს გამოგზავნილი თანხა ასათვისებლად არარეალური ჩანს.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 40 000 ლარი მთლიანად ,,საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფას, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებას” მოხმარდება.  აქ არ ჩანს, ქალაქის ცენტრში უკვე გამართული ნაძვის ხის დადგმის ხარჯები, რაც გასულ წელს საკმაოდ ძვირად – 80 000 ლარად შეფასდა. გორის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურულ ღონისძიებებისთვის, (ამაში არ შედის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადმორიცხული თანხა), ხარჯავს 145 100 ლარს.

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟისთვის 80 000 ლარი დახარჯა. წელსაც იგივე ნაძვის ხე დგას ქალაქის ცენტრში. სხვათა შორის, აღნიშნული ნაძვის ხე 2007 წელს მიხეილ ქარელმა უკრაინაში შეიძინა. მაშინდელი მონაცემებით, ამ ნაძვის ხის ჩამოტანა, დაბინავება, დადგმა და აღება სულ 120 000 ლარი დაჯდა.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: