მთავარი > სტატიები > რესტორან ,,ნაჭარმაგევის” გმირები

რესტორან ,,ნაჭარმაგევის” გმირები


სურათზე: მარჯვნივ – ლევან შავლიაშვილი, მარცხნივ – რეზო კახნიაშვილი

18 დეკემბერს რესტორანი ,,ნაჭარმაგევი” ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობის, სხვა სახელისუფლებო სტურქტურების  წარმომადგენლებს და პოლონელ სტუმრებს მასპინძლობდა.  გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, (რომელიც ოდნავ მოგვიანებით 21 დეკემბერს დამტკიცდა), ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ რესტორან ,,ნაჭარმაგევში”  პოლონელი სტუმრებისთვის გამართული ნადიმი 1 600 ლარი დაჯდა. ხოლო თვით მათი კონცერტი ე.წ. ჯაზფესტივალი – 4 600 ლარი. ამ ნადიმს სხვა მნიშვნელოვანი ამბები ახლდა თან, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ნადიმიდან მეორე დღეს 19 დეკემბერს პრესსამსახურის აპარატმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა – ,,გორში 18 დეკემბერს ჯაზის კონცერტი ,,სოლოდარობა ცვლის მოსოფლიოს“ გაიმართა. კონცერტს, რომელშიც საქართველოსა და პოლონეთის ჯაზ – ჯგუფები მონაწილეობდნენ, გორის ,,კულტურისა და ტურიზმის“ ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და პოლენითის მეგობრობას მიეძღვნა, შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის და პოლონეთში გამართული ჯაზის საერთაშორისო ფესტივალის ,,ჯაზ ჯამბორეს“ ფონდის პრეზიდენტის მარტინა ვოიჩეხოვსკას ინიციატივით გაიმართა . გორის ჯაზ-ბენდმა ,,კანუდოსმა“ ჯგუფ ,,შინთან“ ერთად საქართველოს სახელით მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ ჯაზის საერთაშორისო ფესტივალში ,,ჯაზ ჯამბორე“ და წარმატება მოიპოვა.”

,,ქართლის ხმა” აღნიშნული ნიუსს ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა ერთი გარემოება. პრესსამსახურის წარმომადგენლები სამ ინიციატორს შორის მხოლოდ ერთის გვარსა და სახელს არ ახსენებენ. ეს გახლავთ აწ უკვე ყოფილი კულტურის სამსახურის უფროსი – ლევან შავლიაშვილი. ჩვენი ინფორმაციით. შეერთებულ შტატებში მყოფმა ზურაბ არსოშვილმა გასცა ბრძანება, რომ  ლევან შავლიაშვილს წასვლის შესახებ განცხადება ნადიმიდან მეორე დღესვე – 20 დეკემბერს გაეკეთებინა.

მართლაც, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგვიდასტურეს, კერძოდ კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი პაპუაშვილმა გვითხრა, რომ ლევან შავლიაშვილმა განცხადება ორშაბათს -20 დეკემბერს დაწერა, მიზეზი პირადი განცხადება და ოჯახური მდგომარეობააო. ,,ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი მე ვარ” – ამბობს გურამ პაპუაშვილი. თავდაპირველად ჩვენ გამგეობის კულტურის სამსახურის ნომერზე დავრეკეთ, სადაც გვითხრეს, რომ მოვალეობას გურამ პაპუაშვილი ასრულებს.  ლევან შავლიაშვილმა კი შემდეგი რამ გვითხრა: ,,ჯერ გასარკვევია ეს საკითხი.  კარგია ჩემო კარგო, თქვენთან ყოფნა გორში, მაგრამ არის საკითხები რაც აფერხებს ჩემს მუშაობას, თუნდაც ის რომ ოჯახს მოწყვეტილი ვარ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია და მეტს ვერაფერს გეტყვით” – გვითხრა შავლიაშვილმა.

როგორც ირკვევა, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი შეერთებული შტატებიდან 28 დეკემბერს დაბრუნდება და შესაბამისად საბოლოოდ ყველაფერი 28 დეკემბერს გაირკვევა. არსოშვილი  საკუთარი რეკომენდაციით დანიშნულ შავლიაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს უკვე ადგილზე გაარკვევს, თუმცა მანამდე ,,ქართლის ხმა” შეეცადა გაერკვია რეალურად რა მოხდა ლევან შავლიაშვილის ირგვლივ.

ატეხილი  აჟიოტაჟი კი ეხება იმ კონფლიქტს, რომელიც რესტორან ,,ნაჭარმაგევში” მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ ლევან შავლიაშვილს ჩხუბი მოუვიდათ მეზობელ სუფრაზე მსხდომ ადამიანებთან, რომლებიც გამგებლის მოადგილის ვანო ხორგუაშვილის ნაცნობები აღმოჩდნენ.

ჩვენ რამდენიმე ადამიანთან ვცადეთ ამის ოფიციალურად დადასტურება, მათ შორის გამგებლის ორივე მოადგილესთან, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი ვინც ამ ჩხუბის დეტალებს გვიყვება არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დარბაზში სულ სხვა სუფრაზე იმყოფებოდა.

ოფიციალურად და დოკუმენტებით კი მტკიცდება, რომ ეს სუფრა 1 600 ლარი დაჯდა. მეორე დღეს კულტურის სამსახურის უფროსი გადადგომის შესახებ განცხადებას წერს, ხოლო ადგილობრივ სტრუქტურებში ზურაბ არსოშვილის ჩამოსვლას ელოდებიან.

21 დეკემბერს კი რესტორან ,,ნაჭარმაგევში” ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, მისი მოადგილე რეზო კახნიაშვილი და სხვა 30-მდე ადამიანი გამოჩნდა. ჩვენ გვაცნობეს, რომ აღნიშნული სუფრა პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა, სადაც ხეობიდან ,,დევნილები” მიშა მაგარიას სკამებზე ასულები მღეროდნენ.  სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” კი სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი ზურაბ ლომიძე გამოგვეხმაურა და განმარტა, რომ  რეზო კახნიაშვილმა ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაბადების დღის აღსანიშნავად დაპატიჟა ისინი რესტორანში, სადაც ასევე დალიეს საქართველოს საამაყო პრეზიდენტის სადღეგრძელო, ოღონს სკამებზე ასვლის გარეშე.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: