მთავარი > სტატიები > რატომ გადაეცა გორის ბაზარს 14ჰა სკვერი

რატომ გადაეცა გორის ბაზარს 14ჰა სკვერი


საბა წიწიკაშვილი

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ შპს ,,სავაჭრო ცენტრს” ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 14  ჰა მიწის მწვანე ზოლი სასყიდლიან სარგებლობაში იჯარით გადასცა. საკრებულომ #134 განკარგულება კი დაამტკიცა, მაგრამ ჯერ იჯარის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. იჯარის ხელშეკრულებაში ,,სავაჭრო ცენტრი” სავალდებულო წესით, შემდეგი პირობების შესრულებას იკისრებს:

ციტატა განკარგულებიდან: – ,,ქონება გადაეცემა მხოლოდ კეთილმოწყობის მიზნით და გამოყენებულ იქნება მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით, კომერციული ინტერესის გამორიცხვით.”

ზვიად ხმალაძე განკარგულებაში ასევე უთითებს, რომ ამით მოხდება რეკრეაციული და ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესება.

თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, განკარგულებაში ჩადებულია ისეთი ქვეპუნქტი, რომელიც თავდაყირა აყენებს ,,კეთილშობილურ” ზრახვებს და აშკარას ხდის სკვერების გადაცემის რეალურ მიზნებს.

თუ განკარგულების მეორე პუნქტის პირველ ნაწილში წერია, რომ ქონება შპს სავაჭრო ცენტრს გადაეცემა კეთილმოწყობის მიზნით და პირდაპირი დანიშნულებით, მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში კი ვკითხულობთ:

ციტატა – ,,მოიჯარეს დაეკისროს 2011 წლის 1 თებერვლამდე ინვესტირების განხორციელების ვალდებულება აგრარული ბაზრის მოსაწყობად შესაბამის ტერიტორიაზე”.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისისთვის გაურკვეველი რჩება რა იგულისხბემა წინადადებაში ,,აგრარული ბაზრის მოწყობა შესაბამის ტერიტორიაზე”.

ამის გასარკევად მივმართეთ საკრებულოს იურისტს ნიკოლოზ ადიკაშვილს განმარტებისთვის, რომელმაც გვითხრა, რომ ის საერთოდ არ იცნობს საკითხს. მივმართეთ საკრებულოს აპარატს, მისმა წარმომადგენელმა მარინა გენგიურმა გვითხრა რომ პროექტი გამგეობის ქონების განყოფილებამ მოამზადა. მივმართეთ ზაზა ხუროშვილს, რომელიც ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტია გამგეობაში.

,,შესაბამის ტერიტორიაში” ნამდვილად არ იგულისხმება ის მწვანე ზოლი, რომელიც ,,სავაჭრო ცენტრს” გადაეცემა. ჯერ-ჯერობით იჯარის ხელშეკრულება არ არის მათთან გაფორმებული, სადაც აუცილებლად განიმარტება თუ რა იგულისხმება ამ წინადადებაში – ამბობს ზაზა ხუროშვილი.

სტატია უკვე მზად იყო, როდესაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მოხდება ამ განკარგულებაში ჩასწორება, სადაც ,,შესაბამის ტერიტორია”-ს მიემატება სიტყვა –  ,,რაც უკავია.”

მიუხედავად ამისა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისისთვის გაუგებარია გამგეობის მხრიდან ინვესტირების და აგრარული ბაზრის მოწყობის დავალდებულება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ,,სავაჭრო ცენტრს” ისედაც უკავია და მისი საკუთრებაა.

ზვიად ხმალაძის #134 განკარგულებით, ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერი (3 423 კვ.კმ), 2. მზეჭაბუკის მონუმენტის ირგვლივ მდებარე სკვერი (8 350 კვ.მ). სავაჭრო ცენტრთან არსებული გამწვანების ზონა (2 657 კვ.მ) გადაეცეს სასყიდლიან სარგებლობაში შპს ,,სავაჭრო ცენტრს” და გაფორმდეს იჯარი ხელშეკრულება”.

გორის შპს ,,სავაჭრო ცენტრი” ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარია. მისი პარტნიორია შპს ,,საქართველო-ისრაელის პროექტის მენეჯმენტი”-ი. დირექტორი – გიორგი ბოჭორიშვილი. აღნიშნული კომპანიას საკუთრივ 18 ჰა მიწის ფართობი აქვს საკუთრებაში.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: