მთავარი > სტატიები > ერთი და იგივე ნაძვის ხის მორთვის სხვადასხვა ფასები გორში

ერთი და იგივე ნაძვის ხის მორთვის სხვადასხვა ფასები გორში


2009-2010 წლების მიჯნაზე გორში ნაძვის ხე 80 000 ლარად მოირთო.  წელს იმავე ნაძვის ხის მოსართავად 40 000 ლარზე ნაკლები იხარჯება.  რატომ?

სამშენებლო კომპანია ,,გორმშენის” დირექტორი ჯემალ ილურიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ნაძვის ხე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 50 000 ლარად შეიძინა.

,,ეს ნაძვის ხე რომ უკრაინიდან ჩამოიტანეს, უკრაინელებმა 50 ათასი ლარი წაიღეს~ – ადასტურებს ჯემალ ილურიძე, რომლის კომპანია 2007 წლის შემდეგ აღნიშნულ ნაძვის ხეს გორის ცენტრში მონტაჟს და დემონტაჟს უკეთებს.

ოფიცილური დოკუმენტაციით, 2009 წლის იანვარში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული ნაძვის ხის მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოები შპს ,,იკოს” 11 045 ლარად შეუკვეთა. გორის მუნიციალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ამონაწერის მიხედვით, რომელიც დასათაურებულია სახელწოდებით ,,საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი”, შპს ,,იკოს” 2009 წლის 28 იანვარს დაერიცხა 11 045 ლარი.

ამის შემდეგ, 2009 წლის 25 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია ,,გორმშენს” იმავე ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟის სამუშაოების ჩასატარებლად  81 045 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებისთვის შპს ,,გორმშენს~ თავდაპირველად 2009 წლის 25 დეკემბერს 68 814 ლარი, ხოლო დემონტაჟის დროს 2010 წლის 18 იანვარს 11 186 ლარი გადაურიცხა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა რომელიც ჩვენ დავუსახელეთ, გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ ნაძვის ხის მოსართავად, არამედ მთელი ქალაქის მოსართავად.

,,მე არ მაინტერესებს რა წერია დოკუმენტებში, მე ვადასტურებ, რომ დაახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯა ქალაქის საახალწლოდ მოსამართავად. ეს შემიძლია გითხრათ.” – გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

შპს ,,გორმშენის” დირექტორმა ჯემალ ილურიძემ დაგვიდასტურა, რომ 81 045 ლარი მართლაც მთელი ქალაქის მორთვას დაახარჯეს. ამის საილუსტრაციოდ გვირჩია მიღება-ჩაბარების აქტი გვეხილა, რომელიც გამგეობასა და შპს ,,გორმშენს” შორის გაფორმდა. მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ: ,,ვადასტურებთ, რომ 2009 წლის 9 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 9ქ. გორში საახალწლო მორთვის მონტაჟი და დემონტაჟი) მიმწოდებელმა შპს ,,გორმშენმა” შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა გორის მუნიციპლიტეტის გამგეობამ  მიიღო შესრულებული სამუშაო და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. ხელშეკრულებით სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 80 000 ლარს. ანაზღაურებული თანხა შეადგენს 68 814 ლარს. Aსანაზრაურებელი შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 11 186 ლარი” – წერია მიღება ჩაბარების აქტში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ხელს აწერს ინფრასტრუქტურის და კომუნალური განყოფილების უფროსი ალექსანდრე ვეშაპური და ამავე განყოფილების სამი სპეციალისტი, ხოლო ,,გორმშენიდან” მისი დირექტორი ჯემალ ილურიძე.

ჩვენ ასევე მოვიპოვეთ დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული სამუშაოები გასწია შპს ,,გორმშენმა” საახალწლოდ გორში. კერძოდ, ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების ნუსხაში” წერია, რომ ხელოვნური ნაძვის ხის კარკასის მონტაჟი 1 450 ლარი, ხოლო დემონტაჟი 1 018 ლარი დაჯდა. ნაძვის ხეზე ხელოვნური წიწვების შეკიდვა – 690 ლარი, ხოლო მოხსნა 862 ლარი დაჯდა. ნაძვის ხეზე დეკორატიული განათების მონტაჟი 2 200 ლარი, ხოლო ახსნა 735 ლარი დაჯდა. ნაძვის ხის თოვლის პაპის დაყენება 230 ლარი დაჯდა. ხოლო კითხვაზე თუ რატომ არ წერია თოვლის პაპის ,,დემონტაჟი”. Kომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ თოვლის პაპის დემონტაჟი მოქალაქეებმა მოახდინეს. ,,თოვლის პაპა ახალი მაქვს საყიდელი” – ამბობს ჯემალ ილურიძე.

შპს ,,გორმშენის” დირექტორი ჯემალ ილურიძე ამბობს, რომ ყველა ამ სამუშაოებისთვის საკუთარ რესურსებს იყენებს, მათ შორის ადამიანურს და მატრიალურს. ,,ყველა ეს ნივთები აწყვია როგორც გამგეობის უკან, ასევე კულტურის სახლში. შეგვიძლია ერთობლივად ვნახოთ ეს ქონება და ადგილზე გაჩვენოთ. ყოველ წელს გვიწევს ახალი ნივთების შეძენა. სავარაუდოდ, ასეთივე სიტუაცია გვექნება მომავალ წელს. ჩვენივე ტექნიკას ვიყენებთ იმ კონსტრუქციების გადაზიდვისთვის, რომელიც ნაძვის ხის მოსამართავად იყო საჭირო” – ამბობს ჯემალ ილურიძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავითYხმიადაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიის შერჩევა ხდება ერთ პირთან მოლაპარაკებით. ,,ჩვენთვის ცნობილია, თუ რომელ კომპანიას რის საშუალება აქვს და შესაბამისად მათთან გვიხდება მოლაპარაკება” – ამბობს გამგებელი. რაც შეეხება იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაშია, მაგალითად კეთილმოწყობის სამსახური ან კიდევ საგანგებო სიტუაციების სამსახური, გორის გამგეობა საახალწლო სამუშაოებისთვის ამ რესურსს არ იყენებს.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: