მთავარი > სტატიები > ორი ბაზარი პატარა გორში

ორი ბაზარი პატარა გორში


გორელი  ჯემალ წიკლაური 2004 წლამდე გორის აგრარული ბაზრის მფლობელი იყო. სახელმწიფომ მისი სავაჭრო ცენტრი მაშინ გადაიფორმა , როდესაც წიკლაური  ციხეში 9 კგ ხორცის წონის დაკლებისთვის იხდიდა სასჯელს. ხორცი ,,მყიდველს” წონაში დააკლო არა უშუალოდ ბაზრის დირექტორმა, არამედ ერთ-ერთმა მოვაჭრემ. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის მიმართ და დააკავეს.

ბაზრის მაშინდელ დირექტორთან ჯემალ წიკლაურთან ციხეში რამდენჯერმე მაშინდელი გუბერნატორი და პროკურორი შევიდნენ და პირადად მოიითხოვეს  ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა. 6 თვიანი ტყვეობის შემდეგ წიკლაურმა ბაზარი სახელმწიფოს გადასცა, თვითონ კი ამით თავისუფლება იყიდა.

დღეს ეს აგრარული ბაზარი, რომელიც ქალაქის ცენტრში 1,8 ჰა-ზეა გაშლილი,  ,,ქართულ-ებრაულ კომპანიას” ეკუთვნის. მას სახელმწიფომ ის 700 000 დოლარად მიჰყიდა.  ჯემალ წიკლაური კი ქონების დასაბრუნებლად სტრასბურგის სასამართლოში ჩივის და სარჩელი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42″-ე მუხლის” დახმარებით უკვე  გაგზავნა..

დღეს ,,ქართულ-ებრაული კომპანია” ქალაქის ტერიტორიაზე ახალი აგრარული ბაზრის აშენებას გეგმავს.  მას გორის საკრებულო   ქალაქის ტერიტორიაზე 40 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას ოფიციალურად  ჰპირდება, სადაც 17 თვის განმავლობაში ახალ კონსტუქციებს ააგებს.  თუკი წიკლაური ძველ ბაზარს დაიბრუნებს,  ,,ქართულ-ებრაულ კომპანიას” ამ დროისთვის ახალი ბაზარი უკვე ექნება აშენებეული. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის  ,,შიშს”  უკავშირებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის წარმომადგენლები  ახალი ბაზრის მშენებლობის დაწყებას. არის საშიშროება, რომ ძველი აგრარული ბაზარი გაუქმდეს და მის ადგილზე სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებულ ჯემალ წიკლაურის ცარიელი ადგილი ან გამწვანებული ზონა დახვდეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია.

მანამდე კი გორის საკრებულო სულ სხვა სამართლებრივ კაზუსებს უშვებდა. კერძოდ:

დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ გასული წლის 2010 წლის 21 დეკემბერს დამტკიცებულ #134 განკარგულებაში  ცვლილებები ისე შეიტანა, რომ ამისთვის ახალი საკრებულოს სხდომა არ მოუწვევია. როგორც ,,ქართლის ხმის” მკითხველისთვის ცნობილია,  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”-ს გორის ოფისი აღნიშნული განკარგულების იმ პუნქტს აპროტესტებდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 1,4 ჰა მწვანე ზოლი აგრარულ ბაზარს გადაეცა  აგრარული ბაზრის მოსაწყობად. დღეს  განკარგულება აბსოლუტურად სხვა შინაარსისაa. იხილეთ ამ ამბის სრული ვერსია: https://kartliskhma.wordpress.com/2010/12/26/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B/

განკარგულების შეცვლილ ვარიანტში აღნიშნულია, რომ გორის სავაჭრო ცენტრი ახალ აგრარულ ბაზარს მოაწყობს არა მისთვის იჯარით გადაცემულ 1,4 ჰა მწვანე ზოლზე, არამედ სხვაგან. კერძოდ გორის საკრებულო იღებს ხელშეწყობის ვალდებულებას, რათა სავაჭრო ცენტრმა ქალაქის ტერტორიაზე შეიძინოს დამატებით შესაბამისი 4,0 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც მოაწყობს ახალ აგრარულ ბაზარს 17 თვის განმვლობაში. აღნიშნული შეცვლილი განკარგულება ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს.

გორის ბაზრის დირექცია ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. საკრებულოს განკარგულებით კი ის გარემოვაჭრეები არიან უკმაყოფილოები, რომლებიც მწვანე ზოლზე ვაჭრობდნენ.

,,ჩვენთან მოვიდა გუბერნატორი არსოშვილი და პირადად დაელაპარა ბაზრის დირექტორს. არსოშვილმა უთხრა, შენ ხომ შემპირდიო, რომ სკვერიდან ვაჭრების აყრის შემთხვევაში  ბაზრის ტერიტორიაზე შეიყვანდიო. რაზეც ბაზრის დირექტორმა უპასუხა, რომ მას ყველა გარემოვაჭრის დაკმაყოფილების საშუალება არა აქვს.

ბაზრის გარშემო არსებული სკვერიდან კი გარემოვაჭრეებს (განკარგულების პირველი ვარიანტის მიხედვით) 1 თებერვლამდე ჰქონდათ დგომის  უფლება, შეცვლილ ვარიანტში ეს პუნქტი ამოღებულია. აქ მხოლოდ  აღნიშნულია, რომ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. 21 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულება აბსოლუტურ ძალაში 21 იანვრიდან შევა, შესაბამისად უკმაყოფილო გარემოვაჭრეებს მისი გასაჩივრების უფლება მას შემდეგ აღარ ექნებათ. გარემოვაჭრეები კი აღნიშნული განკარგულების გასაჩივრებას 21 იანვრამდე აპირებენ.

საბოლოო ჯამში სურათი ასეთია. გორის სავაჭრო ცენტრს უკავია 1,8 ჰა მიწის ფართობი. იჯარით გადაეცა 1,4 ჰა მწვანე ზოლი კეთილმოწყობის მიზნით, ხოლო ახალი აგრარული ბაზრის მოსაწყობად თითქმის გამოძებნილია 40 ათასი კვ.მ  მიწის ნაკვეთი. საბოლოო ჯამში ის  პატარა გორში დაიკავებს 7,2 ჰა მიწის ნაკვეთს.


Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: