მთავარი > სტატიები > ,,ურეაბილიტაციო” და შტატგარეშეებით გაზრდილი ბიუჯეტები შიდა ქართლში

,,ურეაბილიტაციო” და შტატგარეშეებით გაზრდილი ბიუჯეტები შიდა ქართლში


საბა წიწიკაშვილი

შიდა ქართლში ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურებმა საკმაოდ უხმაუროდ ჩაიარა. გორის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განცხადებით ვიგებთ, რომ მაგალითად გორის ბიუჯეტის შედგენის დროს ტრადიციული მეთოდები და კარგად აპრობირებული პარამეტრები გამოიყენეს. ბიუჯეტების მოკლე ანალიზს რეგიონის მასშტაბით შედარებით ღარიბ რაიონად მიჩნეულ ქარელის რაიონით დავიწყებთ.

ქარელი

ქარელის ბიუჯეტი გასულ 2010 წელთან შედარებით შემცირებულია. თუკი შარშან შემოსავლებმა 6 მლნ 17 ათას ლარს მიაღწია, წელს ეს რიცხვი შემცირებულია 4 მლნ 331 ათას ლარამდე. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ეს შემცირება გამოწვეულია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების არარსებობით. საკრებულოში იმედი აქვთ, რომ წლის განმავლობაში ეს სახსრები გაჩნდება და შესაბამისად შემოსავლებიც გაიზრდება.

ქარელის ბიუჯეტის შემოსულობებიდან საკრებულოს და გამგეობის აპარატის შენახვას საკმაოდ დიდი პროცენტი მიაქვს. წელს მთლიანობაში ეს ხარჯი 2 მლნ 350 ათას შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 1 მლნ 88 ათასით მეტია.

უმნიშვნელო ცვლილებებია სხვა სფეროებში, როგორიცაა ხანძარსაწინაამდეგო სამსახური, შს ადგილობრივი სტრუქტურების და თავდაცვის ღონისძიებების დაფინანსება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია-ექსპლოატაციას, თუკი 2010 წელს ამაში 907 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, წელს 370 ათას ლარამდეა ჩამოსული. ანუ დაახლოებით ამ სფეროს დაფინანსება 547 ათასი ლარით მცირდება.

ისედაც მცირე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები მცირდება. წელს ამ კუთხით გათვალისწინებულია 304 ათას ოთხასი ლარი, რაც შარშან 435 ათას ლარს შეადგენდა.

კასპი

კასპის ბიუჯეტი თითქმის არ იცვლება. 2010 წელს შემოსავლები 5 მლნ 400 ათას აჭარბებდა. წელს ეს ციფრი მხოლოდ 100 ათასი ლარით ნაკლებითაა დაანგარიშებული.

ამ თანხიდან გამგეობა მიიღებს 2 მლნ 690 ათას ლარს, რომელიც ძირითადად შრომის გაზრდილ ანაზღაურებაზე წავა. გაზრდილია ასევე საქონელისა და მომსახურების ხარჯი და ასევე თითქმის 20 ათასი ლარით გაზრდილია ოფისის ხარჯი და შეადგენს 71 ათას ლარს. შრომის ანაზღაურება კი გამგეობაში 352 ათასი ლარიდან 548 ათას ლარამდე ადის.

რაც შეეხება კასპის საკრებულოს აპარატს, სადაც 17 მუშა-მოსამსახურეა, წლის განმავლობაში ეს სტრუქტურა მიიღებს 319 ათასს ლარს. აქედან ყველაზე მეტად რაც ყურადღება მისაქცევია, იზრდება შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა. თუკი შარშან შტატგარეშეებისთვის 9 ათასი ლარი გაიხარჯა, წელს – 53 ათას 800 ლარამდე ავა.

კასპის ბიუჯეტში ჩნდება სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო ორი წელიწადი არ არსებობდა და რომელიც განისაზღვრა 35 ათასი ლარით. იზრდება მაჟორიტარი დეპუტატის ხარჯები – 5 ათას ლარამდე (იყო 3 700 ლარი). იზრდება სახანძრო სამსახურის დაფინანსება შრომის ანაზღაურების კუთხით. ორმაგდება თავდაცვის ღონისძიებები 101 700 ლარამდე. საკმაოდ მცირება ინფრასქტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯები – 2 მლნ 536 ათასს აკლდება 2 მლნ.

ხაშური

ხაშურის ბიუჯეტის შემოსავლები შემცირებულია.გასულ წელს იყო 6 მლნ 883 ათასი, ხოლო წელს 5 მლნ 300 ათასი.

ამ თანხის ნაწილს 795 ათას ლარს ხაშურის გამგეობა გამოიყენებს. შრომის ანაზღაურება შარშანდელ შედარებით თითქმის 100 ათასი ლარით იზრდება. ხაშურის გამგეობა მნიშვნელოვნად ამცირებს შტატგარეშე მუშა-მოსამსახურეთა დაფინანსებას. თუკი შარშან იყო ამ კუთხით 88 ათასი ლარი, წელს ეს ციფრი – 13 500 ლარამდე ჩამოდის.

271 ათ სი ლარი მიაქვს ხაშურის საკრებულოს, სადაც 22 ადამიანია დარეგისტირებული. საკრებულოში ოფისის ხარჯები იზრდება 24 ათასი ლარიდან 39 ათასამდე. რაც შეეხება შტატგარეშეთა დაფინანსებას, აქ ხარჯები მცირება – 30 ათასი ლარიდან ჩამოდის თითქმის 11 ათას ლარამდე.,

გამგეობა უკვე არსებულ სარეზერვო ფონდს 50 ათასი ლარით ზრდის და გეგმით უკვე 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. იზრდება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დაფინანსება. მცირდება შს სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება, კერძოდ ნაცვლად თითქმის 90 000 ლარისა, შს ორგანოები 40 ათას ლარს მიიღებს. პროკურატრა წელს ხაშურის ბიუჯეტიდან ერთ თეთრსაც აღარ მიიღებს. შარშან ხაშურის ბიუჯეტმა 13 000 ლარი გადაურიცხა.

სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების მსგავსად, ხაშურის ბიუჯეტში ჯერ-ჯერობით არ არის გათვალისწინებული სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. თითქმის ერთი მილიონი ლარი აკლია საგზაო სამშენებლო ხარჯებსაც.

გორი

გორის ბიუჯეტი შემოსავლების მიხედვით, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. წელს ადგილობრივი გამგეობა 12 მლნ 127 ათასი ლარის შემოსულობებს ელოდება, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განცხადებით ეს თანხა ტრანსფერების ხარჯზე კვლავ გაიზრდება. ამ თანხიდან 1 მლნ 252 ათას ლარს წაიღებს გორის გამგეობა, ხოლო 415 700 ლარს საკრებულო. წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში წელს ძალიან უმნიშვნელო ცვლილებებს აკეთებენ ხარჯების მხრივ. თითქმის არ იცვლება შრომის ანაზღაურების, ოფისის, მივლინებების და ტრანსპორტის ხარჯები. აქ მხოლოდ თვალში გვცემა შტატგარეშე მუშა-მოსამსახურებიისთვის რამდენიმე ერთეული ათასი ლარით გაზრდილი ხარჯი.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, გორის გამგეობა სარეზერვო ხარჯებს ზრდის. 20 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე. მცირდება შს ადგილობრივი ორგანიების და თავდაცვის ღონისძიებების ხარჯები. 4 მლნ ლარით მცირდება ინფრასტრუქტურის და რეაბილიტაციის ხარჯები და შეადგენს 5 მლნ 523 ათას ლარს. წელს აღარ მოხდება ჯერ-ჯერობიტ სასაფლაოების შემოღობვა, მემორიალების მოწყობა-რეკონსტრუქცია და რაც მთავარია სოფლის მეურნეობის განვიტარების ხელშეწყობის პროგრამა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: