მთავარი > სტატიები > გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი შეიცვალა

გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი შეიცვალა


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გორის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესი შეცვალა. აღნიშნულმა დადგენილებამ ძალადაკარგულად ცნო 2008 წლის 28 მარტის #105 დადგენილება. ახალი წესის მიხედვით, უპირველეს მოვალეობად მიჩნეულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული პირადი წვლილი.  გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ:

ა. გორის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის

ბ. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისას და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის

გ. უცხო სახელმწიფოთა  მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და გორის მუნიციპალიტეტის წიაშე, გორის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

დ.გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღების გამო.

დადგენილების მიხედვით ასევე განსაზღვრულია წოდების და შესაბამისი ატრიბუტიკის გადამცემის ვინაობა, ეს გახლავთ საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი. საკრებულოს თავმჯდომარე საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარისვე შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

რაც შეეხება წოდების ჩამორთმევას, ეს უფლება ისევ საკრებულოს თავმჯდომარის ხელშია, რომელიც გამოიყენებს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში თუკი  საპატიო მოქალაქის მიერ ჩდენილი იქნება უღირსი საქციელი, ან ძალაში იქნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან და საკუთრი ინიციატივით.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: