მთავარი > სტატიები > კითხვები ჩხუბის შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი პასუხს არ სცემს

კითხვები ჩხუბის შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი პასუხს არ სცემს


გორის უნივერსიტეტის ახლად დანიშნული რექტორი გიორგი სოსიაშვილი ,,ქართლის ხმის” კითხვებს, რესტორან ,,ნაჭარმაგევში” მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, პასუხს არ სცემს. კაფე-საღამო 2010 წლის 27 დეკემბერს გაიმართა, სადაც ძირითადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და უნივერსიტეტის თვითმმართველობის სტუდენტები ესწრებოდნენ. 120 კაციან სუფრაზე  პროფესორ-მასწავლებლები არ იყვნენ მიწვეულები.

გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წერილობით მივმართეთ რამდენიმე კითხვით, მათ შორის:: ,,რა დაჯდა რესტორან ,,ნაჭარმაგევში ” გამართული კაფე-საღამო; დაიკითხნენ თუ არა აღნიშნულ კაფე-საღამოზე მომხდარ ჩხუბში ეჭვმიტანილი პირები უნივერსიტეტიდან და ასევე მოხდა თუ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის ან სტუდენტებს შორის ვინმეს დათხოვნა სასწავლებლებიდან.”

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა მოგვაწოდა მხოლოდ მონაცემები სუფრის შესახებ, ხოლო მოწერილ პასუხში ჩხუბის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი. ასევე არაფერია ნათქვამი უნივერსიტეტიდან დათხოვნილი თანამშრომლების შესახებ. გიორგი სოსიაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს რესტორან ,,ნაჭარმაგევში” მომხარ ინციდენტს.

,,ქართლის ხმის” ინფორმაციით, რესტორანში ჩხუბი უნივერსიტეტის ფინანსურმა მენეჯერმა გოჩა მინდიაშვილმა ატეხა. მან რესტორანში მყოფ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარატენტის რეგიონულ თანამშრომელს კახა გამდლიშვილს უთხრა: ,,მიდი ბიჭო იცეკვე”. ეს სიტყვები პოლიციის თანამშრომელს კახა გამდლიშვილს შეურაცხყოფად მიუღია და უპასუხია: ,,რომელიმე სტუდენტში ხომ არ გეშლები”-ო..

ამ შელაპარაკებას გამოესარჩლა ფინანსური მენეჯერის გოჩა მინდიაშვილის შვილი, რომელმაც მამას მხარი მისცა. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. უნივერსიტეტის თვითმმართველობის სტუდენტებს და პოლიციის თანამშრომლებს შორის ჩხუბი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომდევნო დღეებში პოლიციის თანამშრომელი კახა გამდლიშვილი  შეხვეული ხელით დადიოდა.

ჩვენ მოვახერხეთ კახა გამდლიშვილთან გასაუბრება, რომელმაც განგვიცხადა, რომ მან ხელი სხვა რამეზე დაიზინა. ჩხუბის შესახებ საუბარი არ ისურვა. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ,,ქართლის ხმამ” აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წყაროსგან მიიღო, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კაფე საღამოზე უნივერსიტეტიდან 120 ადამიანი იმყოფებოდა.

,,ქართლის ხმა”-ს ხელთ აქვს უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის ომარ ყაყიტაშვილის წერილი. ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ითხოვს 3 600 ლარს კაფე-საღამოს მოსაწყობად. აღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ კაფე-საღამოს 120 ადამიანი დაესწრება და ძირითადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები იქნებიან. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ ადმინისტრაციას თანხმობა გამოუცხადა კაფე-საღამოს მოსაწყობად და თანხის გაცემაზე გადაწყვეტილებაც მიიღო.

ამის შემდეგ,  უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე ომარ ყაყიტაშვილი ხელმეორედ სწერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მას დამატებითი თანხა 340 ლარი ესაჭირობა: ,, წარმოიშვა გარკვეული პრობლემები და გთხოვთ დამატებით მოგვცეთ 340 ლარი”. აღნიშნული თხოვნა  დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებულ იქნა. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებაში არ ჩანს რაიმე დაინტერესება მათი მხრიდან, თუნდაც იმის გასარკვევად, თუ რა პრობლემები შეიქმნა ,,კაფე-საღამოზე”.

რესტორან ,,ნაჭარმაგევის” ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მათ მართლაც მოუხდათ აღნიშნულ პერიოდში პატრულის გამოძახება. თუმცა მათი თქმით ჩხუბი გარეთ ხდებოდა.

როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა ფინანსური შესყიდვების მენეჯერი გოჩა მინდიაშვილი. უნივერსიტეტში მუშაობს ასევე კიდევ ერთი მინდიაშვილი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და რექტორის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა წლების განმავლობაში. რა ნათესაური კავშირია ამ ორ მინდიაშვილებს შორის, ჩვენთვის უცნობია. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდიაშვილი დღესაც მუშაობს უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში საახალწლოდ კაფე-საღამოს ტრადიციას საფუძველი წინამორბედმა რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ჩაუყარა. ის შიდა ქართლის პროკურატურამ 2010 წლის 6 სექტემბერს დააკავა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (8 ეპიზოდი) ბრალი დასდო. ცოტნიაშვილი 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია.  გორის რაიონულ სასამართლოდან 2010 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ცოტნიაშვილის შესახებ სასამართლოში საქმე არსებითად განსახილველად ჯერ არ შესულა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. იანვარი 27, 2011, 2:40 PM

    გორის უნივერსიტეტი საერთოდ დასახურია

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: