მთავარი > სტატიები > მასწავლებლები სამუშაოზე აღდგენას ითხოვენ

მასწავლებლები სამუშაოზე აღდგენას ითხოვენ


გორისა და კასპის გაერთიანებული რაიონული სასამართლო პედაგოგების სამოქალაქო სარჩელებს იხილავს, რომლებიც სამსახურიდან უსამართლოდ გაშვებას და განთავისუფლებას ეხება.

ყველაზე მეტი საჩივარი კასპის #1 საჯარო სკოლიდან შევიდა. რამდენიმე საჩივარი გორის სკოლებიდან განთავისუფლებულ პედაგოგებს ეკუთვნის. ყველა საჩივარი დაშვებულ იქნა.

ამალია სულაძე, ნანა ქვრივიშვილი, ნელი ნონიკაშვილი, ნათელა თევდორაშვილი, ნელი ქუტიაშვილი, ია ხუციევი და მაია ბარბაქაძე ითხოვენ კასპის №1 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენაs და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

კასპის რაიონის სოფელ დოესის პედაგოგი ნინო ბაიდაური კი დოესის სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

თამარ გაბოძეს მოპასუხეა კასპის №2 საჯარო სკოლის დირექტორი. ისიც ასევე ითხოვს სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

რაც შეეხება გორის სკოლებს,  ,,ქართლის ხმის” ინფორმაციით, გორის №8 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს ნონა გამსახურდაშვილი.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: