მთავარი > სტატიები > გორის ხელისუფლების იანვრის გეგმები…

გორის ხელისუფლების იანვრის გეგმები…


გორის ბიუჯეტში პირველი ცვლილებები უკვე შევიდა. წარმოდგენილი გეგმებიდან საკრებულოს წევრებმა ყველა მოიწონეს და დაამტკიცეს. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 947 000 ლარს შეადგენს. სულ იანვრის თვეში გამგეობამ საკრებულოს 5 პროექტი შესთავაზა. ესენია:

1. გორის შემოსასვლელში მემორიალური სვეტის რეაბილიტაცია – 23 800 ლარი.

2. ზოოპარკის მოწყობა ახალბაღის ტერიტორიაზე – 37 800 ლარი.

3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური – 95 000 ლარი.

4. ცენტრალური სასპორტო სკოლის რეკონსტრუქცია – 783 000 ლარი.

5. მუნიციპალიტეტის სამკითხველო დარბაზის და დამხმარე ფართის შეკეთება – 8 100 ლარი.

ყველა მათგანის დაფინანსება არაფინანსური აქტივებიდან მოხდება.

აღნიშნული პროექტებიდან ყველაზე მეტი ინტერესი  ზოოპარკის მშენებლობამ გამოიწვია. საკრებულოს ოპოზიციონერებმა ეს ამბავი სხდომაზე გაიგეს. ქრისტიან-დემოკრატმა ზურაბ როსებაშილმა სხდომაზევე დასვა კითხვა – ,,რას დავუჭირო მხარი, რაც არ ვიცით რა კეთდებაო”. რაზეც მიუგეს – ,,შენ მიეცი ხმა და დანარჩენს მოევლებაო”. ანალოგიური პრეტენზიები აქვს რესპუბლიკელ დავით რაზმაძეს.

წინა მოწვევის საკრებულოს წევრი თემურ აფხაზაშვილი კი გაოცებულია იმ მცირე ხარჯებით, რაც ზოოპარკს უწერია: ,,იმ პირობებში როდესაც ქალაქში ერთი უფუნქციო შადრევანი 650 000 ლარი დაჯდა, წარმოუდგენელია ზოოპარკის მშენებლობა 38 000 ლარს აღწევდეს. თუ თვითონ უნდა ჩაჯდნენ იმ გალიებში, ეს სხვა საქმეა.”

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ფიქრობს, რომ დამატებითი სახსრების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები შევა.

,,სპეციალისტებმა გაიანგარიშეს ყველაფერი” – ამბობს ზვიად ხმალაძე.

დანარჩენ პროექტებს პრეტენზიები არ ჰქონია.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. იანვარი 14, 2012, 4:18 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: