არსოშვილის პრემიები


შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა პრემიების გაცემის ტრადიცია ოდნავ დაარღვია. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ის პრემიებს შერჩევითი პრინციპის საფუძველზე გასცემს. მისი წყალობით, მხოლოდ რამდენიმე სამსახურის უფროსი სარგებლობს.

ასე მაგალითად, 2010 წლის 16 აგვისტოს განკარგულებით, ხელფასის ოდენობის პრემიები გასცა მხოლოდ 4 თანამშრომელზე. ესენია: თვით ზურაბ არსოშვილი, ზურაბ ჩხეიძე (პირველი მოადგილე), გიორგი თვალავაძე (მოადგილე) და აპარატის უფროსი პაატა გიორგაძე. ჯამში 8 630 ლარი.

საგულისხმოა, რომ ზურაბ არსოშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე 2010 წლის 11 ივლისს წარადგინეს. მას ივლისის თვეში საკუთარ თავზე პრემია გამოწერილი არ აქვს. წინამორბედი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი კი პრემიებს საკუთარ თავზე, წინდაწინ, წლის დასაწყისში წერდა. ამის შესახებ ,,ქართლის ხმა”-მ არაერთი სტატია დაწერა. ამ შემთხვევაში ეს ტრადიცია დარღვეულია.

აგვისტოს შემდეგ პრემიების გაცემის ფაქტი სექტემბერშიც ჩანს. თუკი აგვისტოში არსოშვილმა პრემია 4 ადამიანს მისცა, ამჯერად ეს რიცხვი 6-მდე გაიზარდა. შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 21 მუშა-მოსამსახურეა, ხოლო დანარჩენი 24 – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტი.

მაგალითად, 2010 წლის 15 სექტემბრის განკარგულებით, ზურაბ არსოშვილმა ხელფასის ოდენობის პრემიები გასცა შემდეგ თანამშრომლებზე: ზურაბ არსოშვილი, ზურაბ ჩხეიძე (პირველი მოადგილე); გიორგი თვალავაძე (მოადგილე),პაატა გიორგაძე (აპარატის უფროსი). ხოლო დანარჩენი ორი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსებია.  ჯამში 10 130 ლარი. ამ განკარგულებაში ჩვენი ყურადღება მიიქცია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ჰამლეტ მერაბიშვილის პრემიამ. მისი პრემია 320 ლარი აღმოჩნდა, არა და ხელფასის სახით  1 180 ლარი ეძლევა.

პრემიები გაიცა ოქტომბერშიც. ამჯერად პრემიის მიზანი იყო სვეტიცხოვლობის დღესასწაული. პრემიების მიმღებ ტრადიციულ სიას მიეტა პრესსამსახურის უფროსი ნათია ომაძე, აპარატის სპეციალისტი ლელა ჯაყელი და მძღოლი ვახტანგ დუდაშვილი. ჯამში 9 თანამშრომელი.

აპარატის სპეციალისტმა ლელა ჯაყელმა, სხვებისგან განსხვავებით, ხელფასის რაოდენობაზე ნაკლები პრემია – 170 ლარი აიღო.

თუკი სექტემბერში პრემიების გაცემის მიზეზი სვეტიცხოვლობა იყო, ნოემბერში პრემიების გაცემის მიზეზი გიორგობის დღესასწაული აღმოჩნდა. ამჯერად პრემია 15 თანამშრომელმა მიიღო. ყველაზე ნაკლები პრემია მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის და აპარატის სამსახურის სპეციალისტებმა – 170-170 ლარები. საკმაოდ წამახალისებელი პრემია მიიღო პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ომაძემ, თითქმის ხელფასის ოთხმმაგი რაოდენობა – 2090 ლარი. მისი ხელფასი ოფიციალურად 590 ლარია.

რაც შეეხება ზამთრის პრემიებს, ეს ჯერ-ჯერობით არ დაგვითვლია.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ხელფასის ოდენობის პრემიებს (თვეში 2 950 ლარს), ყოველთვე, საკუთარი ბრძანებით იღებდა. ის ამ ბრძანებას წლის დასაწყისში გამოსცემდა. ხოლო,  დამატებით განკარგულებებს, თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული პრემიების თაობაზე,  ყველა დღესასწაულებზე აწერდა ხელს. ისეთ დღესასწაულებზეც კი – როგორიცაა  3 და 8 მარტი. ასეთ დროს ყველა თანამშრომელი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდა. რაც ამჯერად არ ხდება.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: