მთავარი > სტატიები > ბეტონის ტროტუარებს ხის ფესვები ეწირება

ბეტონის ტროტუარებს ხის ფესვები ეწირება


29 იანვარს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტროტუარების მშენებლობა დაათვალიერეს. დელეგაციაში შედიოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, მისი მოადგილე და შპს ,,მშენებელის” წარმომადგენლები. გორის უნივერსიტეტის წინ, ბეტონის ბორდიურების ჩალაგების დროს, ,,მშენებლებმა” ვერხვებს განზე გადგმული ფესვები წაუჭრეს. ფესვები, მათი თქმით, მწკრივში ფილების ჩალაგებას უშლის ხელს.

ტროტუარების დათვალიერების პროცესი ადმინისტრაციული შენობიდან 50 მეტრის მანძილზე მიმდინარეობდა.  ხელისუფლების წარმომადგენლები ისედაც ყოველდღე დადიან ამ გზაზე, ოღონდ ავტომანქანებით.

ცნობისათვის, 29 იანვარს ტროტუარების მშენებლობა თვით გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს უნდა დაეთვალიერებინა, თუმცა მოგვიანებით, ოფიციალური ინფორმაცია შეიცვალა და გუბერნატორის ნაცვლად, ეს საქმე სხვა თანამდებობის პირებმა გააკეთეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ქალაქის ოთხ ქუჩაზე 2 თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  ,,კეთილეწყობა” სტალინის, თბილისის და გარსევანიშვილის ქუჩების ტროტუარები. ამჟამად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის ბეტონის  ფილით გადაფარვა, რომელიც პრესსამსახურის დაპირებით ერთ კვირაში, 9 თებერვლამდე დასრულდება.

ტროტუარების კეთილმოწყობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 305 000 ლარი გამოყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი“ აწარმოებს.

პროექტი ითვალისწინებს 7859  მეტრის სიგრძეზე ბეტონის ახალი ბორდიურების, ხოლო 818 მეტრზე დაწვენილი დეკორატიული ბორდიურების მოწყობას. გარდა ამისა დაიგეგმა 3041 კვადრატული მეტრი ფეხით სავალი ნაწილის ბეტონის ფილით გადაფარვა.

აღნიშნული ქუჩების ფეხით სავალი ნაწილი წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას ხშირად უხდებოდა  ტრანსპორტის სავალი ზოლით სარგებლობა.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: