მთავარი > სტატიები > ხურვალეთში ეთნიკურად ოსებს კოტეჯიდან ასახლებენ

ხურვალეთში ეთნიკურად ოსებს კოტეჯიდან ასახლებენ


სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, 111-ე კოტეჯის ირგვლივ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბესტაევების ოჯახს დავა აქვთ.  ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ნდობით აღჭურვილი მამასახლისები, ერთი თვეა, კოტეჯიდან ბესტაევების გასახლებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დასახლებაში ბესტაევებს სხვა კოტეჯი ისედაც გააჩნიათ და სარგებლობენ.

111-ე კოტეჯის გასაღები ბესტაევებს იმ ადამიანებმა დაუტოვეს, ვინც მანამდე იქ ცხოვრობდნენ. მანამდე ეს  კოტეჯი მარინა ბეჟაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მარინა ბეჟაშვილი ონკოლოგიური ავადმყოფია და იძულებული გახდა კოტეჯი სახელმწიფოსთვის დაეუბრუნებინა. აღებული კონპენსაციის წყალობით,  კახეთში ახლობლებთან დასახლდა და გარემო პირობები გაიუმჯობესა.

ხურვალეთიდან ბეჟაშვილების გადასახლების პროცესში 111-ე კოტეჯს ბესტაევების ოჯახი მეთვალყურეობდა. ამჯერად, სახელმწიფომ ის სარგებლობაში დაიბრუნა და სხვა დევნილზე გადაცემა გადაწყვიტა. თუმცა ჩვენთვის გაურკვეულია, თუ ვისთვის გადაცემას აპირებდნენ ისინი. ამ კოტეჯს კი უკვე ითხოვს ბეჟაშვილების გვერდით მეზობელი – ბესტაევების ოჯახი.

ბესტაევების 6 სულიანი ოჯახისთვის 111-ე კოტეჯი, სარგებლობის კუთხით, მეორე კოტეჯი იქნება.  ერთიან მონაცემთა ბაზაში ბესტაევები დაარეგისტრირეს 2 სულიანი ოჯახის სახელით. შესაბამისად, ოფიციალურად მათ ერთი კოტეჯი მიაკუთვნეს.

სინამდვილეში ოჯახი 6 სულიანია. ოჯახში არის დედ-მამა და 4 შვილი. როგორც ქეთევან ბესტაევი-ხეთაგური ,,ქართლის ხმასთან” საუბარში აღნიშნავს, 2008 წლის ომის დაწყებისას ბავშვები მამიდასთან ჯავაში ჩარჩნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თავდაპირველად სახელმწიფომ მხოლოდ დედ-მამა დაარეგისტრირა ლტოლვილად.

,,მხოლოდ შარშან ივლისში მოვახერხეთ მათი გადმოყვანა აქეთ ტერიტორიაზე. უამრავი საბუთების შეგროვება დაგვჭირდა. სასამართლოებში სირბილი მომიწია იმისათვის რომ დამედგინა ჩემი ბავშვების ნამდვილობა. ომის დროს ყველანაირი საბუთი დაიწვა ხეობაში. მხოლოდ მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს სტატუსი, ბავშვებს არა აქვთ სტატუსი, ამიტომ გვეუბნებიან, რომ უნდა დავკმაყოფილდეთ ერთი კოტეჯით. 6 ადამიანის ყოფნა ერთ პატარა კოტეჯში შეუძლებელია” – ამბობს ქეთევან ბესტაევა.

4-ივე შვილი ამჯერად ავად არის. ხვალ ის გორში დაიბარეს, რადგან ერთ-ერთ შვილს გართულებული სიცხეები აქვს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებიან მას, ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება ახალი კოტეჯით დაკმაყოფილებისაა ისაა, რომ მათ წერილობით არ მიუმართავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის. თუმცა როგორც ბესტაევები ამბობენ, მათი მდგომარეობის შესახებ ადგილზე მყოფი თანამდებობის პირები საქმის კურსში არიან.

,,ამჯერად შვილების ჯანმრთელობით ვარ დაკავებული, როგორც კი მომჯობინდებიან, ჩავალ სამინისტროში და წერილობით დავუწერ. ” – გვეუბნება ქეთევან ბესტაევა.

მანამდე კი მამასახლის მიერ გაგზავნილმა ხელოსნებმა, დღეს დილით ადრე,  კარები გამოანგრიეს, საკეტი გამოცვალეს და შესაბამისი ახალი გასაღებიც საკუთარ ჯიბეში ჩაიდეს. ბესტაევების ოჯახს ამიერიდან ამ კოტეჯით სარგებლობის უფლება აღარ მიეცემათ, თუმცა ავეჯი და ტანსაცმელი შიგნით არის ჩარჩენილი.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. tati
    February 1, 2011, 3:11 pm

    facebookze rogor gipovot dagikavshirdet an vin vipovo?

    • February 1, 2011, 5:44 pm

      ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთის. ფეისბუქზე შეიგიძლიათ გვნახოთ – saba tsitsikashvili

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: