მთავარი > ახალი ამბები > ოლგა კონსკაიას ქუჩის მცხოვრებთა გასაჭირი

ოლგა კონსკაიას ქუჩის მცხოვრებთა გასაჭირი


გორში ლენინგრადის ქუჩას ოლგა კონსკაიას სახელი ეწოდა. ეს ქუჩა კომბინატის დასახლებაში მდებარეობს და  2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, მოსკოვისა და სოხუმის ქუჩებთან ერთად, დაზიანდა. 2 წლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის მიმართავს. მათი განცხადებით, ოლგა კონსკაიას ქუჩა ერთ-ერთი მოუვლელი და ცუდი ქუჩაა ქალაქში.

ოლგა კონსკაიას ქუჩის მცხოვრებლები შემდეგი მოთხოვნით მიმართავენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს:

,,მიუხედავად მთავრობის დახმარებისა, ჩვენი ქუჩის მოსახლეობას მოუხდა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება საკუთარი სახსრებით. 2010 წლის დასაწყისში ლენინგრადის ქუჩას შეეცვალა სახელი და დაერქვა ჟურნალისტის ოლგა კონსკაიას სახელი. მოსახლეობამ ვიფიქრეთ, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყურადღებას მიაქცევდა  ჩვენს ქუჩას და ჩაატარებდა აღდგენით სამუშაოებს (მოასფალტებას). თუ ვინმეს დააინტერესებს და ნახავს რა სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს მოსახლეობა, უარის თქმას არავინ იკადრებს. მით უმეტეს რომ ახლადშეცვლილი ქუჩის სახელი გვავალდებულებს ყველას, მოვუაროთ და სამაგალითო გავხადოთ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქუჩა ჩვენს ქალაქში”- აღნიშნული განცხადებაში , რომელსაც ხელს აწერენ: თ. ქარუმიძე, თ ბალიაშვილი; ქ. ჯაფარიძე; ი. ციმაკურიძე და სხვ.

ოლგა კონსკაიას სახელობის ქუჩა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონშიც გაიხსნა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.

თბილისში ქუჩის გახსნის ცერემონიას ოლგა კონსკაიას მეუღლე, რუსი რეჟიროსი ანდრეი ნეკრასოვიც ესწრებოდა. ანდერი ნეკრასოვმა და ოლგა კონსკაიამ რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმი ‘რუსული გაკვეთილები` გადაიღეს. ოლგა კონსკაია ფილმის მომზადებიდან მოკლე ხანში, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატია მომზადებულია რუბრიკის – ,,შეაწუხე ხელისუფლება”  ფარგლებში, სადაც  შუქდება მოსახლეობის აქტივობობები და ყურადღება ექცევა მათ მიერ შესულ თხოვნების შესრულებას. ასევე აქცენტი კეთდება იმ საკითხებს, თუ რამდენმად დროულად და ეფექტურად პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობიდან შესულ ,,ინიციატივებს”.

თამარ კაჯილაშვილი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: