მთავარი > სტატიები > შეაწუხე ხელისუფლება: #1 – პროტესტი მძღოლების ბირჟას

შეაწუხე ხელისუფლება: #1 – პროტესტი მძღოლების ბირჟას


,,ქართლის ხმა” იწყებს რუბრიკას ,,შეაწუხე ხელისუფლება”, რომლის ფარგლებში გაშუქდება მოსახლეობის აქტივობობები და ყურადღება მიექცევა მათ მიერ თითმმართველობებში შესულ თხოვნების შესრულებას. ასევე აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, თუ რამდენად დროულად და ეფექტურად პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობიდან შესულ ,,ინიციატივებს”.

იმ როგორც ,,ქართლის ხმის”-თვის გახდა ცნობილი, გორში სოხუმის ქუჩის მაცხოვრებლებს სატვირთო ავტომანქანების მღოლების ბირჟა აწუხებს. ამის შესახებ მათ წერილობით უკვე დიდი ხანია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით წერილობით გაეცა პასუხი.

საქმე იმაშია, რომ სოხუმის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსსა და მის აღმოსავლეთიღ მშენებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარს შორის, რამდენიმე ხნის განმავლობაში თავს იყრის მძიმეწონიანი ავტომობილები. მოსახლეობის მოთხოვნაში ვკითხლობთ: ,,მათ, იმედია საკრებულოს მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად, მოწყობილი აქვთ სატვირთო ავტომანქანების ბირჟა და კლიენტის მოლოდინში დგანან დიდი ხნის განმავლობაში. როგორც წესი ეს ავტომანქანები დილით ადრე იწყებენ თავშეყრას და მთელი დღის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის აუტანელი ხმაური, მძღოლების ხმამაღალი, ხშირად უცენზურო საუბარი. ამას ემატება მძიმეწონიანი მანქანების ძრავების გაუთავებელი გუგუნი. შესაბამისად, დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი გაზისა და აუტანელი ხმაურის გამო, გაუსაძლისი გახდა ცხოვრება” – წერია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენჯერმე მიმართეს მძღოლებს, რათა დაშლილიყვნენ და სხვა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. თუმცა მძღოლებმა მოსახლეობის სურვილი ყურად არ იღეს.

,,მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ აღნიშნულმა მანქანებმა თვითნებურად მოშალეს კორპუსის მოპირდაპირე მხარეს არსებული ნაგავსაყრელი, ხოლო ნაგვავსაყრელი კონტეინერი ზედ კორპუსის  ძირში, მობინადრეთა ფანჯრების ქვეშ გადმოიტანეს. გარდა აღნიშნულისა, სატვირთო ავტომანქანებს  თან დიდი რაოდენობის ტალახი მოაქვთ და მას სხვა ნაგავთან ერთად, ადგილზე ყრიან” – აღნიშნავენ მობინადრეები.

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება საკრებულოს წევრს ილია ოქროაშვილს დაავალა. ილია ოქროაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მოსახლეობას წერილობით ეცნობა მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგები. ,,ჩვენ შევხვდით მძღოლებს და ვურჩიეთ გადასულიყვნენ სხვა ადგილზე. ამის შესახებ ვაცნობეთ მოსახლეობას წერილობით. მას შემდეგ ჩვენთან წერილი აღარ შემოსულა, როგორც ჩანს, მძღჴლები აღარ აწუხებენ მოსახლეობას” – ამბობს ილია ოქროაშვილი.

რატი უფლისციხელი

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: