მთავარი > სტატიები > დევნილები ლტოლვილთა სამმართველოს უფროსზე კომპრომატებს აგროვებენ

დევნილები ლტოლვილთა სამმართველოს უფროსზე კომპრომატებს აგროვებენ


ცხინვალიდან და ერედვიდან დევნილი ერვანდ ტურაშვილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამსახურის უფროსს მანანა ჭამპურიძეს შიდა ქართლის პროკურატურაში უჩივის. მიზეზი ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონია”, რომელიც მანანა ჭამპურიძეს ემსახურება და დევნილის თქმით,  მას სამმართველოს უფროსის მეუღლე მართავს. შიდა ქართლის პროკურატურამ კი ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.

ერვანდ ტურაშვილმა პროკურატურას ორჯერ მიმართა. პირველ პასუხში პროკურატურა აღნიშნავს, რომ ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონს” სახელმწიფო ნომრით GKG 552 მართავს არა თუ მანანა ჭამპურიძის მეუღლე ზურაბ ქარელი, არამედ გოდერძი აწკარუნაშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, გოდერძი აწკარუნაშვილთან 2010 წლის 1 იანვარს გაფორმებულია ხელშეკრულება.

ამის შემდეგ ერვანდ ტურაშვილს მეორედ შეაქვს პროკურატურაში საჩივარი, სადაც უთითებს, რომ ის პიროვნება, რომელზედაც მანქანაა განპიროვნებული და ემსახურება ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოს უფროსს, არის მათი ოჯახის სიძე.  ერვანდ ტურაშვილი ასევე ითხოვს ,,ტურბაზაში” მდებარე იმ ბინის საკითხის გარკვევას, რომელიც მანანა ჭამპურიძეს უკავია. ერვანდ ტურაშვილის თქმით, მანანა ჭამპურიძე უნდა ცხოვრობდეს მეუღლის ზურაბ ქარელის და არა ლტოლვილების ბინაში.

შიდა ქართლის პროკურატურამ მეორედაც შეისწავლა საკითხი და დაასკვნა:

,,დამატებით გაცნობებთ, რომ ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად ,,თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს არა აქვს უფლება ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთნება” საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრი არის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. აღნშნულიდან გამომდინარე მანანა ჭამპურიძის მხრიდან არაა დარღვეული ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კნონის მოთხოვნები. მანანა ჭამპურიძე დევნილია ქალაქ ცხინვალიდან 1991 წელს და მას შემდეგ ცხოვრობს გორში, ავტოკემპინგში სუხიშვილის ქ. 63-ში, ქორწინებაში იმყოფება 1996 წლიდან. ზემოთ აღნიშნულ მისამართზე გარდა მანანა ჭამპურიძისა, რეგისტრირებულია და ცხოვრობს მისი დედა, ასევე ცხინვალიდან დევნილი ამალია ჭამპურიძე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმეორებით გაცნობებთ, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს” – აღნიშნავს პროკურატურის გამომძიებელი ლევან ზაალიშვილი.

ერვანდ ტურაშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ გადაწყვეტილების მიღების დროს მოიშველია ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მხოლოდ ერთი მათთვის საინტერესო პუნქტი. მისი თქმით, პროკურატურას უნდა გაეთვალისწინებინა მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი, სადაც წერია: ,,თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.”

,,ამ შემთხვევაში მანანა ჭამპურიძე არის თანამდებობის პირი, ხოლო მისი ახლო ნათესავი, რომელზედაც მანქანა განპიროვნდა, არის საჯარო მოხელე – მძღოლი. ამიტომ დაირღვა კანონის ეს მუხლი” – ამბობს ერვანდ ტურაშვილი.

არის თუ არა ავტომანქანის მძღოლი გოდერძი აწკარუნაშვილი ,,საჯარო მოხელე”? აღნიშნული ტერმინი განმარტებულია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში, კერძოდ:

მუხლი 6. მოხელის ცნება და სახეები: 1. მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. რაც შეეხება მის ნათესაობას, მანანა ჭამპურიძე გვიდასტურებს, რომ გოდერძი აწკარუნაშვილი მართლაც მისი ნათესავია.

რატომ დაუპირისპირდა ერვანდ ტურაშვილი სამმართველოს უფროსს?

ერვანდ ტურაშვილი აცხადებს, რომ 2009 წელს განხორციელებული სარემონტო სამუშაოების დროს მას უკანონოდ ჩამოართვეს სათავსო. ტურაშვილი გორში, სტუდბინაში ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობს. სათავსო სულ 9 კვ.მ ფართობს შეიცავდა. მანანა ჭამპურიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული სათავსო ტურაშვილს უკანონოდ ეკავა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: