მთავარი > ახალი ამბები > კასპში კულტურა ღია ცის ქვეშ რჩება

კასპში კულტურა ღია ცის ქვეშ რჩება


კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს, რომ რაიონში კულტურული ცხოვრების დონე  კულტსახლის დაყადაღების ფაქტმა დასწია. ამის შესახებ გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი დეკემბრის თვეში, სამთავრობო გაზეთში იუწყებოდა:

ციტატა ირაკლი ნონიკაშვილის ინტერვიუდან: ,,რაც შეეხება კულტურულ ცხოვრებას, კასპში არსებობს კულტურის ცენტრი შპს ,,ჰარმონია”, რომელსაც წლების განმავლობაში დაგროვებული ვალი გამო ყადაღა ადევს, ამიტომ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია რაიმე ღონისძიების ჩატარება. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, ასევე, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან აღნიშნული ვალის ჩამოწერის კუთხით. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ღონისძიებების ჩატარებაც შესაძლებელი გახდება” (ციტატის დასასრული)

ამ ინტერვიუს შემდეგ ირაკლი ნონიკაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მისი იმედები გაცრუვდა. ამჟამად კულტურის სამსახურის მოვალეობას მაკა სომხიშვილი ასრულებს. მისი თქმით, უმჯობესია ,,ჰარმონიის” ვალებთან დაკავშირებით საკითხი ზემდგომებთან გავარკვიოთ. ერთადერთი რაც გავარკვიეთ, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა რუსუდან მაზმიშვილმა გვითხრა, რომ კულტურის სახლს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს: ,,საქმე ეხება ჯერ კიდევ იმ პერიოდს, ვიდრე მუნიციპალიტეტები ჩამოყალიბდებოდა. თანხის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. რა ფორმით მოხდება ამ თანხის ანაზღაურება, ჩვენთვის უცნობია” – აცხადებს რუსუდან მაზმიშვილი.

იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება დავალიანების დაფარვა, სახელმწიფო კასპის კულტურის სახლს აუქციონზე გასაყიდად გაიტანს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ვალების გაზრდა სპეციალურად ხდება, რადგან ქალაქის ცენტრში არსებული მნიშვნელოვანი შენობა კონკრეტულ დაინტერესებულ პირზე გაიყიდოს.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: