მთავარი > სტატიები > პრეზიდენტის სტიპენდიების მიღმა დარჩენილი გორელი სტუდენტები

პრეზიდენტის სტიპენდიების მიღმა დარჩენილი გორელი სტუდენტები


2010 წლის 1 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა #151 ბრძანება სახელწოდებით – ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამის” ქვეპროგრამის –  ,,პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს”დამტკიცების შესახებ”. აღნიშნულ ბრძანებას ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სეფერთელაძე აწერს. ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით ცნობილი ხდება, რომ გორის უნივერსიტეტმა აღნიშნული ქვეპროგრამით ვერ ისარგებლა.

აკაკი სეფერთელაძის მიერ გამოცემულ ბრძანებას თან ახლავს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ პროგრამა 2010 წლის განმავლობაში მოქმედებდა. პროგრამა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი  ღირებულება 1 მლნ 485 000 ლარს შეადგენდა. სტიპენდიის ოდენობა თითოეული სტუდენტისათვის 150 ლარით განისაზღვრა.

გორის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამით ისარგებლა შემდეგმა უმაღლესმა სასწავლებლებმა:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 280 სტუდენტმა.

2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 93-მა სტუდენტმა.

3. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის 155-მა სტუდენტმა.

4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102-მა სტუდენტმა.

5. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 21-მა სტუდენტმა.

6. აგრარული უნივერსიტეტის 94-მა სტუდენტმა.

7. სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 17-მა სტუდენტმა.

დანარჩენი უნივერსიტეტის მონაცემები მოწოდებულ მასალებში არ არის. შესაბამისად, ირკვევა, რომ პრეზიდენტის სტიპენდიების პროგრამის განსახორციელებლად  2010 წლის იანვარ-ივლისში 685 800 ლარი დაიხარჯა. მომდევნო თვეების მონაცემები გორის უნივერსიტეტს არ გააჩნია.

ის რომ აღნიშნულ პროგრამაში გორის უნივერსიტეტიც უნდა ყოფილიყო ჩართული, ეს 2010 წლის 23 მარტს გორის უნივერსიტეტის რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებულ ზემოთ აღნიშნულ 151-ე ბრძანების მიხედვით, ქვეპროგრამის მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალათ ქვეპროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების მიღება.

თუ რამდენად შეასრულეს გორში მითითებული დავალება, ამის გასარკვევად გორის უნივერსიტეტს წერილობით 2011 წლის 12 იანვარს მივმართეთ. წერილობითი განცხადების ორჯერ მიმართვის შემდეგ, 2011 წლის 31 იანვარს მივიღეთ მხოლოდ 2010 წლის 23 მარტს გორის უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის გამოცემული ბრძანება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გორის უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტიპენდიების განაწილების წესის დამტკიცებას ეხება. სხვა ინფორმაცია გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ გააჩნია.

ზაზა ცოტნიაშვილმა 2010 წლის 23 მარტს მოითხოვა სტიპენდიების გამანაწილებელი კომისიის შექმნა, რომელიც ფაკულტეტების დეკანებისგან და  სტუდენტური თვითმმართველობის 6 წარმომადგენლისგან უნდა შემდგარიყო. აღნიშნული კომისიის ფუნქციაში სტიპენდიანტობის კანდიდატების გამოვლენა და 3 დღის ვადაში რექტორისთვის შერჩეული კანდიდატთა  სიის  გადაგზავნა შედიოდა.  კომისიის დასკვნის საფუძველზე გორის უნივერსიტეტის რექტორს სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

აკაკი სეფერთელაძის ბრძანების მიხედვით, გორის უნივერსიტეტის წარჩინებული ბაკალავრები სტიპენდიებს მიიღებდნენ 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ხოლო დანარჩენი თვეების სტიპენდიებსი მას შემდეგ გაიცემოდა, როდესაც 2009-2010 წლის სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტების აკადემიური მოსწრება და სხვა მონაცემები შეჯამდებოდა.

გორის უნივერსიტეტის ცნობით კი მსგავსი არაფერი განხორციელდა. შესაბამისად, გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც 2010 წლის ივლისამდე, ასევე 2010 წლის დეკემბრამდე პრეზიდენტის სტიპენდიების გარეშე დარჩნენ.

ჩვენ ასევე დავინტერესდით იმ გარემოებით, ჰყავს თუ არა უნივერსიტეტს წარჩინებული სტუდენტები? აღმოჩნდა, რომ დღეის მონაცემებით, გორის უნივერსიტეტში 34 წარჩინებული სტუდენტია საბაკალავრო საფეხურზე.

იმის გამო, რომ 2011 წლიდან პრეზიდენტის სტიპენდიების პროგრამა შეწყდა, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საკუთარი ფონდიდან დაენიშნა სტიპენდიები. ამჯერად 34 სტუდენტი (სულ ყველა გოგონაა) 2011 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში აიღებს საუნივერსიტეტი სტიპენდიებს: ესენი არიან:

ჰუმანიტარული ფაკუტეტიდან:

ხატია ტეტუნაშვილი

ჯულიეტა გრძელიშვილი

მალვინა კეჩხუაშვილი

ნინო სამადალაშვილი

ნინო სოზიაშვილი

ეკა იორამაშვილი

მაყვალა კოპაძე

ციცინო ღუღუნაძე

სოციალურ მეცნიერებატა ფაკულტეტიდან:

ნატო წერეთელი

ხაჩიძე ქსენია

მაკა ბუზიაშვილი

მარიკა დურული

ნინო ყაჩლავაშვილი

მარიკა გოგიაშვილი

მარიამ როსტიაშვილი

ნინო პურიჭამიაშვილი

ანნა იაზბარიანი

ლალი კაკაშვილი

თამარ ბზიშვილი

ანი ფანიაშვილი

თათია გუგუტიშვილი

მარიამ ედიშერაშვილი

მეგი გიგაური

მანანა გაგნიძე

ლიკა ტერტერაშვილი

ნინო ტრამაკიძე

ნათია რომელაშვილი

ანა სულეიმანაშვილი

განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

სოფიო ხუბულაშვილი

შორენა გელაშვილი

თამარ საათაშვილი

ანა ხარაიშვილი

თინა ბაწაშვილი

თათია კაკაშვილი.

ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც პრეზიდენტის სტიპენდიის მიღმა დარჩნენ 2010 წელს. ჩვენ ასევე შევეცადეთ იმის გარკვევა, თუ რა თანხები გააჩნია უნივერსიტეტის ფონდს იმისათვის, რომ წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიები გაისტუმროს. გავრცელებული ცნობით, უნივერსიტეტის ახალმა ადმინისტრაციამ სახელფასო ფონდში  გარკვეული სახის სეკვერსტრი მოახდინა. შედარებისთვის ძველი და ახალი ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგი მოვითხოვეთ. 2010 წლის 6 აგვისტოს ანუ მაშჳნდელი რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის დაკავების შემდეგ, გორის უნივერსიტეტში გარკვეული სახის საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ მოგვაწოდა მხოლოდ 2010 წლის 22 სექტემბერს დამტკიცებული საშტატო განრიგი. ამით შეუძლებელი ხდება წინა მონაცემებთან შედარება და იმის გარკვევა, შეუმცირდათ თუ გაეზარდათ ხელფასები უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალს.

როგორც გითხარით,უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში გარკვეული კითხვები კვლავ იბადება. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, სხვათა შორის, დოკუმენტების გადმოცემის დროს გვითხრა – შეიძლება თქვენთვის არასრულყოფილი ინფორმაციაა, მაგრამ შეგიძლიათ კიდევ მოგვმართოთ. ეს პრობლემა კი წინა ადმინისტრაციის დროს არ არსებობდა.

საბა წიწიკაშვილი

გორის უნივერსიტეტის ფოტოები

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: