მთავარი > სტატიები > რა კავშირი აქვს დაკავებულ გიკა ჯოხაძეს ლადო ვარძელაშვილთან

რა კავშირი აქვს დაკავებულ გიკა ჯოხაძეს ლადო ვარძელაშვილთან


ავტორი: საბა წიწიკაშვილი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამი მოხელე დააკავა. ამის შესახებ დღეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დაკავებულებს შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეროვნული ცენტრის დირექტორი  ვალერი იგივე გიკა ჯოხაძე აღმოჩნდა.  მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება. პროკურატურის ინფორმაციით, საბაზრო ფასთან შედარებით სამივე დაკავებულმა ათჯერ ნაკლები ღირებულებით  გადასცეს დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რითიც, სახელმწიფო ბიუჯეტს   700 000 ლარის ოდენობის ზიანი მიადგაო.

საყვარელიძემ თქვა, რომ ვალერი, იგივე  გიკა ჯოხაძემ  10 000 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მდებარე შენობის ფართი აუქციონის ჩატარების გარეშე, საბანკეტო დარბაზის მოსაწყობად, უსასყიდლოდ გადასცა ზურაბ კალატოზიშვილს.

საყვარელიძე და ვარძელაშვილი

აღნიშნული პირები დაკავებული არიან საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მუშაობის შედეგად. საყვარელიძე თქმით, მიმდინარე წლიდან დეპარტამენტი, სახელმწიფოს ქონების იჯარით განკარგვის შესახებ საქმეების გამოძიებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს.

რა კავშირი აქვს გიკა ჯოხაძეს ლადო ვარძელაშვილთან?

დღის ბოლოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი ვალერი (გიკა) ჯოხაძე დაკავების დროს დირექტორის მოვალეობას აღარ ასრულებდა.  ციტატა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან:

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ ჩატარებული ძიების შედეგად, დაკავებული ვალერი ჯოხაძე  ს.ს.ი.პ.  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო 2010 წლის სექტემბრამდე. სამინისტროს შექმნის შემდეგ, ჩატარდა ს.ს.ი.პ-ს გეგმიური შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლენილი იქნა დარღვევები. აღნიშნული დარღვევების აღმოჩენას მოჰყვა სამინისტროს რეაგირება და 2010 წლის სექტემბრის თვეში ვალერი ჯოხაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა.  დაკავების დროს, ვალერი ჯოხაძე უკვე აღარ იყო სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორია – თათია ელიაძე.”

გიკა ჯოხაძე გაგა ხაბულიანის მეჯვარეა, რომელსაც ბავშვთა და ეროვნულ ცენტრში ჯოხაძის დირექტორობის დროს, მისი მოადგილის პოსტი ეკავა. გაგა ხაბულიანის მეუღლის თათია ნატროშვილის მეჯვარე კი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მეუღლე – ირინა ონაშვილია. (იხილეთ ჟურნალი ,,თბილისელები” 17 თებერვალი, 2010).

გაგა ხაბულიანი, 2008 წლის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი იყო. თვითმმართველობას კი იმავე წლის დასაწყისამდე გიორგი ავალიანი ხელმძღვანელობდა. გიორგი ავალიანი 2008-2010 წლებში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა   პირველ მოადგილედ დანიშნა. გიორგი ავალიანი ამჯერადაც  ვარძელაშვილის პირველი მოადგილეა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც. ყველა ეს ადამიანი ამჯერად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს.

რაც შეეხება გაგა ხაბულიანს, რომლის მეჯვარეა გიკა ჯოხაძე, მისი სახელი და გვარი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. კერძოდ, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს სტუდენტების დარბევის ფაქტს თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მხრიდან:

გაგა ხაბულიანი და ლადო ვარძელაშვილი

ციტატატა სახალხო დამცველის 2007 წლის II ნახევრის ანგარიშიდან, გვ.19: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გიორგი ავალიანი. აღნიშნულ ორგანიზაციას ხელი მიუწვდება ფინანსურ რესურსებზე და ახორციელებს სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებს.

უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტთა ჯგუფები, რომლებიც არ იზიარებენ სტუდენტური თვითმმართველობის პოზიციას. რამდენად აქვს ასეთ ჯგუფებას თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა, რამდენად არსებობს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და რამდენად არის გარანტირებული ამ ჯგუფების წევრთა ფიზიკური ხელშეუხებლობა – ეს არის პრობლემები, რომლებიც მწვავედ დაისვა 2007 წლის მეორე ნახევარში.

უნივერსიტეტში დაფუძნდა თვითმმართველობის ატერნატიული სტუდენტური მოძრაობა ,,ახალგაზრდული”. სტუდენტური თვითმმართველობის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაციის უკან იდგნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ტელეკომპანია ,,იმედის” ჩანაწერით დაფიქსირებულია, თუ როგორც ცდილობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოადგილე გაგა ხაბულიანი ,,ახალგაზრდულის” პრეზენტაციის ჩაშლას.

უკანა პლანზე მარჯვნივ გაგა ხაბულიანი გიორგი ავალიანთან ერთად

2007 წლის 27 ოქტომბერს სტუდენტური მოძრაობა ,,ახალგაზრდულის” წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაგეგმეს ბრიფინგი, რომლის თემას წარმოადგენდა უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ. თვითმხილველთა განმარტებით, მეორე კორპუსთან მივიდა დაახლოებით ოცი ადამიანი, მათ შორის გიორგი ავალიანი, გაგა ხაბულიანი და თორნიკე ხუციშვილი. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაინტერესდა, აპირებდა თუ არა მოძრაობა ,,ახალგაზრდული” ბრიფინგის ჩატარებას. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოძრაობა ,,ახალგაზრდულის” წევრებს გიორგი თოფურიასა და გიორგი ჩითარიშვილს.

გიორგი თოფურიასა და გიორგი ჩითარიშვილისათვის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ძველი თბილისის შს სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება. დაკითხულ იქნა გიორგი თოფურია. ამჟამად აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება.

ზემოთ აღწერილი, ასევე მიტინგებისა და მანიფესტაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების თავში აღწერილი საქმეების ანალიზისას მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლება საანგარიშო პერიოდში ამჟღავნებდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების სრულ მიუღებლობას. მსგავსი ფაქტების თანხვედრა იმდენად დიდია, რომ დანამდვილებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა გააზრებული პოლიტიკის შედეგია და არა ცალკეულ პირთა თვითნებობის შედეგი.

ძალისმიერი მეთოდებით ოპოზიციური აზრის ჩახშობა ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას უშლის ხელს. დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია, რომ ადამიანები ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დევნას ახორციელებენ კერძო პირები და არა ხელისუფლების წარმომადგენლები, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ის ვალდებულია, აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური გარემო სახელმწიფოში.

რეკომენდაციით მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გამოძიებულ იქნას თითოეული სისხლის სამართლის საქმე და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობდა.” (ციტატის დასასრული).

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: