მთავარი > ახალი ამბები > კიდევ ერთი დაკავებული ქართველი ცხინვალის იზოლატორში

კიდევ ერთი დაკავებული ქართველი ცხინვალის იზოლატორში


ერგნეთი

გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მცხოვრებ ნიკოლოზ რაზმაძის ოჯახს, ამჯერად,  თომას ჰამერბერგის იმედი აქვს. 2010 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალის მილიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ტყვიაველი ნიკოლოზ რაზმაძე დღესაც პატიმრობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ რაზმაძე საზღვრის გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული.

ნიკოლოზ რაზმაძის მეუღლე გორში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისს დაუკავშირდა. მისი თქმით, თითქმის 3 თვის განმავლობაში მისი მეუღლის გასათავისუფლებლად არაფერი კეთდება. ერთადერთი ვინც ოჯახს დამაიმედებელი ინფორმაცია მიაწოდა, ,,წითელი ჯვარია”. საერთაშორისო ორგანიზაციამ ოჯახს დაუდასტურა, რომ რაზმაძე ცხინვალის ციხეში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული; და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

,,იმ დღით ძმაკაცებთან უქეიფია. მერე გადაწყვიტა ერგნეთში წასვლა, ვიღაც უნდა ვნახოო.  თავდაპირველად მარშუტკით აპირებდა ერგნეთში წასვლას, თუმცა არ გაუშვეს და მანქანით წაიყვანეს ერგნეთის შესასვლელამდე და იქ დატოვეს. ამის შემდეგ როგორც ჩანს გზა აერია და ცხინვალის ტერიტორიაზე აღმოჩნდა” – ამბობს ჩვენთან საუბარში ნიკოლოზ რაზმაძის მეუღლე.

გულიკო ოდაშვილი ადასტურებს, რომ საქმის კურსშია პოლიცია. აღნიშნულის თაობაზე დაკითხეს კიდეც ოჯახის წევრები. სხვა დეტალები ოჯახისთვის უცნობია. რაზმაძეებს თომას ჰამერბერგის იმედი აქვთ. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თებერვლის თვეში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ჰამარბერგმა მხარეებთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. რაზმაძეები ჰამერბერგთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან, შესაძლოა, მას ინფორმაცია არ ჰქონდესო.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. თებერვალი 7, 2011, 5:18 PM

    batono saba!
    daglocot upalman da gagaxarot
    mivesalmebi tkven gazaets da tkvens obiekturobas!

    pativiscemit
    protopresviteri daviti!

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: