მთავარი > ახალი ამბები > არსოშვილმა მიშა ქარელის იდეა მოიპარა?

არსოშვილმა მიშა ქარელის იდეა მოიპარა?


არსოშვილის რეზიდენცია კასპში

როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, დღეიდან შიდა ქართლის გუბერნტორი ზურაბ არსოშვილი  კასპში გაემგზავრა  და დროებით იქიდან უხელმძღვანელებს რეგიონს. გუბერნატორი კასპში უწყების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად  ერთი კვირით დარჩება და ადგილზე გაეცნობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. ჯერ კიდევ 2004 წელს, მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ამ ტრადიციის საფუძვლის ჩაყრა სცადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ქარელმა რეზიდენცია დროებით არა თუ კასპში, არამედ ხაშურში არსოშვილისგან განსხვავებით, ერთი დღით გადაიტანა.

არსოშვილმა კასპში  სხვადასხვა უწყებების ადგილობრივ წარმომადგენლებთან გაფართოებული თათბირი გამართა. თათბირს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სოფლების რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.  თათბირზე საუბარი იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

არსოშვილს დაგეგმილი აქვს მუნიციპალიტეტის სოფლების მონახულება, ადგილობრივ და დევნილ მოსხლეობასთან შეხვედრები და მუნიციპალიტეტის სამსახურების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება.

პრესსამსახურის ცნობით, გუბერნატორის მხრიდან არაადმინისტრაციული ქალაქიდან რეგიონის მართვის  ეს პირველი შემთხვევაა.   მსგავს საქმიანობას ერთი დღის მისდევდა როგორც მიშა ქარელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ასევე სხვათა შორის, ვლადიმერ ვარძელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ზურაბ არსოშვილს, პრესსამსახურის თქმით, მსგავსი გასვლები ტრადიციული გახდება და არსოშვილი წლის განმავლობაში რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩავა პერიოდულად ანალოგიური მიზნით და ანალოგიური ვადით.

,,ქართლის ხმამ” მომდევნო დღეს 9 თებერვალს გადაწყვიტა კასპში ჩასვლა და იქ გადასული სამხარეო ადმინისტრაციის მონახულება. როგორც გაირკვა, ადგილზე  გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ადრე ჩავედით. ჩვენი ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე გიორგი თვალავაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჰამლეტ მერაბიშვილი.

მათ განგვიმარტეს, რომ გუბერნატორის დაგვიანების მიზეზი გორის #19 საბავშვო ბაღის გახსნა იყო, სადაც უცხოელ ელჩებთან ერთად ზურაბ არსოშვილიც იმყოფებოდა. რამდენიმე ხანში კასპის გამგეობაში გუბერნატორიც მოვიდა. მან ,,ქართლის ხმას”-თან საუბარში აღნიშნა, რომ თავდაპირველად სამსახურის უფროსებს გაესაუბრება და შემდეგ სოფლებს მოინახულებენ.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: