მთავარი > სტატიები > არის თუ არა გუბერნატორი მთავრობის წევრი?

არის თუ არა გუბერნატორი მთავრობის წევრი?


მთავრობის სხდომა

მთავრობის სხდომა

საბა წიწიკაშვილი

,,საქართველოს მთავრობის წევრისათვის პრემია გაიცემა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის თაობაზე მთავრობის წევრისთვის პრემიის გაცემა შეიძლება განხორციელდეს ასევე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად” – ესაა ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის #43 ბრძანებულებიდან, რომელიც ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას. როგორც ცნობილია, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ რადგანაც მას ზემდგომი არ ჰყავს, გაუგებარია, თუ ვის უნდა დაენიშნა მისთვის პრემია, გარდა საკუთარი თავისა.

პრეზიდენტ სააკაშვილის  #43 ბრძანებით, მთავრობის წევრი პრემიის ასაღებად ვალდებულია  ,,ზემდგომს” – პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრის  შეეკითხოს.  ,,ქართლის ხმის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ რწმუნებულ-გუბერნატორები პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, პრემიების გაცემის თაობაზე, საქმის კურსში არ აყენებენ.

ტელეკომპანია ,,მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუს მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რწმუნებულ-გუბერნატორს მთავრობის წევრად  არ თვლის. ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე დოკუმენტი, რითაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ მთავრობაში რწმუნებულ-გუბერნატორის სტატუსის რაობა გავარკვიეთ.

ჩვენ ხელთ არსებული, პრეზიდენტის კიდევ ერთი  ბრძანებულებით  #406, რომლის სათაურია  ,, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების შესახებ”, მე-2 მუხლში ჩვენთვის საინტერესო თანამდებობის პირის სტატუსი შემდეგნაირადაა განმარტებული:

,,-. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

– სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ.

– სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

დაახლოებით იგივე წერია  საქართველოს კანონში ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”. ამ კანონის მე-8 თავი ეხება მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოვალეობებს მთლიანად. კერძოდ:

1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2.   სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი: ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას;

ბ) მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს;

ვ) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ზ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;

როგორც ვხედავთ, რწმუნებულ-გუბერნატორი საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე,  ვალდებული იყო საკუთარ თავზე პრემიების დანიშვნის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა პრეზიდენტი თუ არა, პრემიერ-მინისტრი მაინც.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: