მთავარი > ახალი ამბები > უგულავას ნაჩუქარი ავტობუსები გამოჩნდა

უგულავას ნაჩუქარი ავტობუსები გამოჩნდა


2007 წელი - უგულავა ავტობუსებით გორში

ამჟამად გორში მოსახლეობას შვიდი ახალი ავტობუსი ემსახურება. აღნიშნული ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში პირველი თებერვლიდან გამოჩნდა და ოთხი სამარშრუტო ხაზის მიმართულებით მოძრაობს. გარდა ამისა, ერთი სამგზავრო ავტობუსი ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის სტუდენტებს ემსახურება.

12 თებერვალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რიგით მოქალაქეებთან ერთად ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი მგზავრებს გაესაუბრებიან და მოისმენენ მათ აზრს  ქალაქში მოძრავი ახალი სამგზავრო ავტობუსების შესახებ.. მსგავსი პრაქტიკა 2007 წელს მოხდა, როდესაც გიგი უგულავამ 9 ახალი ავტობუსი გორს საჩუქრად გადასცა. უგულავამ, ყოფილმა გუბერნატორმა ლადო გეგელაშვილმა და გორის მაშინდელმა გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა ავტობუსით გორის ქუჩებში იმგზავრეს.  მოგვიანებით ეს ავტობუსები ქალაქიდან გაქრა.

გუბერნატორი გეგელაშვილი და მერი უგულავა ავტობუსით გორის ქუჩებში - (2007)

ახალი ავტობუსებით მგზავრობის  ღირებულება 30 თეთრია. ხელისუფლებაში გამოთქვამენ აზრს იმის შესახებ, რომ აქამდე არსებული  სამარშუტო ტაქსებისგან განსხვავებით, მოსახლეობისთვის ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელია.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები 2007 წელს გორის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ გადასცა თხოვების ხელშეკრულებით. უახლოეს მომავალში იგეგმება სამგზავრო ავტობუსების გორის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: