მთავარი > სტატიები > 1810 ლურჯი კალამი და თვითმმართველობის ,,ბიუროკრატიული” ხარჯები

1810 ლურჯი კალამი და თვითმმართველობის ,,ბიუროკრატიული” ხარჯები


მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს გახსნა (GTZ-ის პროექტი)

მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს გახსნა (GTZ-ის პროექტი)

2010 წლის მონაცემებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკანცელარიო ხარჯებს, ავტომანქანების ყიდვაგასაჩუქრების ფაქტებს და ერთი პირთან მოლაპარაკების ტრადიციას. ესყიდვების გეგმაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის განმავლობაში გორის საკრებულომ 21 565 ლარის საკანცელარიო ხარჯები გაიღო. ამ ნუსხაში შედის 1810 ცალი ლურჯი კალამი, 270 ცალი წითელი კალამი, 300 ცალი შავი კალამი, 450 ცალი ფანქარი და ..

2010 წლის განმავლობაში გორის საკრებულომ 500 ცალი ნათურა შეიძინა, ხოლო გასათბობად 8 ცალი ელექტროგამათბობელი იყიდა. სულ ელექტროსისტემის შეძენაში 4 200 ლარი გაიხარჯა.

საოფისე ინვენტარში შევიდა 3 ცალი კარადა (სულ 600 ლარი), 5 კომპიტერული მაგიდა ( 1000 ლარი); 8 რბილი სავარძელი (1870 ლარი); 7 სამუშაო მაგიდა – 1250 ლარი; 1 ცალი კაბინეტი მაგიდა – კომპლექტი – 750 ლარი; 1 ცალი დივანი – 250 ლარი; 1 ცალი საოფისე სავარძელი – 240 ლარი; 1 ცალი ტელევიზორის მაგიდა – 130 ლარი; 14 ცალი სკამი – 600 ლარი; 1 ცალი ღია კარადა – 450 ლარი; ჯამში სხვა აქსესუარებთან ერთად საოფისე ინვენტარში გაიხარჯა –  7 760 ლარი.

კომპიუტერულ ტექნიკაში ჭარბობს კომპიუტერები. 2010 წელს შეიძინეს 6 ცალი კომპიუტერი, ჯამში – 6 500 ლარი; ამას დავუმატოთ ერთი ცალი ნოუთბუქი – 1 300 ლარად. 6 ცალი კომპიუტერის გარდა შეძენილ იქნა ერთი ცალი კომპიუტერი თავისი სრული კომპლექტით, რომელიც 6 500 ლარი დაჯდა. მთლიანობაში კომპიუტერული ტექნიკის შეძენა საკრებულოს – 17 160 ლარი დაუჯდა.

ახლა მივყვეთ სხვა ტექნიკას. შეიძინეს 12 ცალი ტელეფონის აპარატი – 300 ლარად. 12 ცალი გამომთვლელი მანქანა – 168 ლარად.

კომფორტაბელური თვითმმართველობა

1 ცალი მაცივარი – 350 ლარად; 9 ცალი ჰაერის გამაგრილებელი  – 360 ლარად; 7 ცალი კონდინციიონერი – 9 550 ლარად; ჭურჭლის სერვიზი ცალკე 200 ლარადაა გაწერილი.

რაც შეეხება ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილებს, მთელი წლის განმავლობაში ეს ხარკები – 18 300 ლარით შემოიფარგლა. აღნიშნულ წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 ცალი ძვირად ღირებული ავტომანქანა შეიძინეს. კერძოდ,. 49 900 ლარად – ,,ლენდ როუვერ”-ი. ხოლო დანარჩენი – მსუბუქი ავტომობილი ,,ლექსუსი” (46 000 ლარად) და ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (49 500 ლარად) შს სამხარეო სამმართველოსთვის შეისყიდეს. ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა შს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 28 ივნისის მოთხოვნის საფუძველზე.

2010 წელს საკრებულომ 40 880 ლიტრი საწვავი (ევრორეგულარი) გამოიყენა, რომელიც ჯამში 61 320 ლარი დაჯდა.

რაც შეეხება ტელევიზორებს, 2010 წლის განმავლობაში 3 პლაზმური ტელევიზორის შეძენა იყო დაგეგმილი. ჯამში შეადგინა 2180 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ზვიად ხმალაძეს სამსახურებრივი ჩანთის შეძენა არ დავიწყებია და ბიუჯეტის ფულით 60 ლარად შეიძინა იგი.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: