მთავარი > ახალი ამბები > გორის მაჟორიტარს ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირეს

გორის მაჟორიტარს ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირეს


გიგა ტატიშვილი

გორის მაჟორიტარ დეპუტატს გიგა ტატიშვილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდა. ეს გადაწყვეტილება დღეს გორის საკრებულომ მიიღო და შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში შევიდა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დეპუტატის ბიუროს მიმდინარე წელს ჩამოეჭრება 5 000 ლარი და დაფინანსდება მხოლოდ 15 000 ლარით. გიგა ტატიშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩიეს გორის მაჟორიტარ დეპუტატად. იმ პერიოდში ბიუროს დაფინანსება (დეპუტატ ჯუმბერ პატიაშვილის დროს) შედგებოდა 9 000 ლარით. ტატიშვილი ლადო ვარძელაშვილის გუნდის წევრად ითვლება.

გიგა ტატიშვილის შრომითი ბიოგრაფია ასე გამოიყურება

დაიბადა 1976 წელს თბილისში, დაამთავრა საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემია. 1996-2007 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროში. 2007-2008 წლებში გადავიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, გამომძიებლად. ხოლო 2008 წლიდან საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის, კერძოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია.

დღევანდელ 14 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე შემდეგი პროექტების დაფინანსება შეამცირეს

1. გზების მოვლა ზამთრის სეზონზე – 10 000 ლარით.

2. დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადების მომსახურება 15 100 ლარით.

3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში შრომის ანაზღაურება – 36 300 ლარი.

4. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სუბსიდია – 99 300 ლარით.

5. საფეხბურთო სპორტულ კომპლექსურ სკოლას – 69 000 ლარით.

6. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე – 59 500 ლარით.

7. ბავშვთა და ახალგზრდობის ცენტრი – 73 300 ლარით.

8. ტურიზმისა და კულტურის ცენტრი – 135 000 ლარით.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: