მთავარი > სტატიები > გორში ახალი ბაზრის მშენებლობის ადგილი უკვე გარკვეულია

გორში ახალი ბაზრის მშენებლობის ადგილი უკვე გარკვეულია


წმინდაწყალი

რატი უფლისციხელი

გორში უკვე გარკვეულია ახალი ბაზრის მშენებლობის ადგილი და მისი გახსნის თარიღი. ,,ქართლის ხმა” გაეცნო აუქციონის პირობებს და იმ ვალდებულებებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს კომპანია შპს ,,საქართველოისრაელის პროექტის მენეჯმენტ”-მა, რომელიც ახალი აგრარული ბაზრის პოტენციური ინვესტორი და მშენებელი იქნება. სწორედ ამ კომპანიის საკუთრებაა ამჟამინდელი,,სავაჭარო ცენტრი”, ანუ ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი. აღსანიშნავია, რომ ახალ ბაზართან ერთად აშენდება ავტოსადგური და ეს ყველაფერი ძირითადად, ქალაქის გარეუბანში, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდება.

მანამდე როგორც ,,ქართლის ხმის” მკითხველისთვის ცნობილია, ,,სავაჭრო ცენტრს” მის გარშემო არსებული სკვერები კეთილმოწყობის მიზნით გადაეცა. სანაცვლოდ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ აიღო ვალდებულება ,,სავაჭრო ცენტრისთვის” ქალაქის შესაბამის ტერიტორიაზე 40 000 კვ.მ ფართის შეძენაში დახმარება. 14 თებერვალს საკრებულომ ეს ტერიტორია მოძებნა და მისი აუქციონზე გატანის პირობები დაატკიცა.

ის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულის მიწა, რომელზედაც ახალი აგრარული ბაზარი აშენდება, მდებარეობს გორში წმინდაწყლის დასახლებაში, კერძოდ ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კილომეტრზე.  მისი ზუსტი ფართობია 38 793 კვ.კმ.

,,ქართლის ხმას” ხელთ აქვს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია ის პირობები, რომელიც აუქციონის ჩატარებისას ამ მიწის მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ:

აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობებით.

შეძენილ ტერტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზარი, რომელშიც უნდა განთავსდეს არანაკლებ 1 400 სავაჭრო ადგილი. აგრარულ ბაზარში ვაჭრობისთვის შესაბამისი ჰიგიენური პირობები და სანიტარული ნორმები უნდა იყოს დაცული.

მყიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება ასევე იმისა, რომ შექმნას ლაბორატორია; მოეწყოს პროდუქციის შესანახი საკნები; გამართოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის შესაბამისი ადგილები. ამას დამატებული შეძენილ მიწის ნაკვეთზე მოხდეს თანამედროვე ტიპის ავტოსადგურის მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

საგულისხმოა, რომ მიწის მყიდველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთანავე, პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

აუქციონის პირობების ბოლო პუნქტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც მიწის მყიდველი ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და მიიღებს საკუთრების მოწმობას, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება შეძენილ ტერიტორიაზე დამატებით მოაწყოს სხვა სახის ინფრასტრუქტურა. თუკი არ მოხდება ამ ვალდებულებების შესრულება, მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან გაფრთხილება, განმეორებითი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი განიხილავს აუქციონის შედეგების და ხელშეკრულებების გაუქმების საკითხს,

ახალ ბაზრის მშენებლობა დასრულდება 17 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც აუქციონი ჩატარდება ხოლო გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: