მთავარი > ახალი ამბები > რისთვის შეიქმნა ახალი კომისია

რისთვის შეიქმნა ახალი კომისია


ტყვიავი

ტყვიავი

2010 წლის 14 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ მუშაობა თითქმის უშედეგოდ დაასრულა. საკრებულოს, გამგეობის და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს თვეში  საომარი მოქმედებების შედეგად, გორის რაიონის სოფლებში საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა შეისწავლა.

კომისიის მუშაობის პერიოდში (2010 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 15 იანვრამდე) 7 სხდომა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. ჯამში 357 მოქალაქის განცხადება განიხილეს, საიდანაც მხოლოდ 29 მათგანი დააკმაყოფილეს.

შესწავლილი განცხადების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ 93 მოქალაქის საცხოვრებელი ბინა ომის შედეგად მეტ-ნაკლებად დაზიანებულია და სხვადასხვა სამშენებლო მასალებით დახმარება საჭიროებენ, ,,შესაბამისად, ყველა მათგანი შეყვანილია მონაცემთა ბაზაში, რაზედაც განემარტათ და ეცნობათ წერილობით”- იტყობინება კომისიის აღმასრულებელი დირექტორი თემურ ხაჩიური.

კომისიამ ასევე გაარკვია, რომ 90 მოქალაქის მოთხოვნა სამშენებლო მასალების გამოყოფის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან თითოეულ მათგანს ომის შემდგომ პერიოდში საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით დახმარება გაეწიათ, – ასკვნის კომისია. კომისიის წევრების მტკიცებით, მათ თავის დროზე მიიღეს გარკვეული სახის სამშენებლო მასალა და აქედან გამომდინარე, დამატებით მოითხოვნის დაკმაყოფილებაზე წერილობითი უარი მიიღეს.

რაც შეეხება დანარჩენ 145 მოქალაქეს, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კომისიამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მათი ბინები არ არის საომაქი მოქმედებების შედეგად დაზიანებული, რის შესახებაც განემარტათ და ეცნობათ წერილობით.

,,ქართლის ხმამ” ასევე მოიპოვა მონაცემები იმის შესახებ, თუ რით აკმაყოფილებდა გორის მუნიციპალიტეტი ომისგან დაზარალებულ მოქალაქეებს. ეს მასალებია:

1. მეტალოპლასტმასის კარები (ამჟამად 16 ცალი დარჩა)

2. ლურსმანი (დარჩა 810 კგ)

3. ელ. სადენის კაბელი (2560 მ.)

4. ელექტროავტომატი (87 ცალი)

5. ელავტომატის ყუთი (634 ცალი)

6. ელექტრო ჩამრთველი (261 ცალი)

7. ნათურების სამაგრი (250 ცალი)

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: