მთავარი > ახალი ამბები > სოციალური პოლიტიკა გორში

სოციალური პოლიტიკა გორში


თამარ კაჯილაშვილი, ნესტან სადაღაშვილი

წელს გორის გამგეობისთვის ,,დემოგრაფიული საკითხების მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი” პრიორიტეტი გახდა. ამის გამო, სოციალურ პაკეტში ისეთი მუხლები გაჩნდა, როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, დევნილი ბავშვების კვების ხარჯების დაფინანსება საბავშვო ბაღებში, საკეისრო ოპერაციების დაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის და ა.შ. ,,ქართლის ხმა” გთავაზობთ 2011 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სოციალური პროგრამების პირველად მონაცემებს.

მრავალშვილიანი ოჯახები

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახი, რომელთაც 4 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ჩათვლით ჰყავთ, მიიღებს ერთჯერად დახმარებას წელიწადში ერთხელ, ოჯახზე 300 ლარის ოდენობით.  თანხა ანგარიშზე გადაერციხებათ მას შემდეგ, როდესაც მშობელი წარადგენს პირადობის მოწმობას, დაბადების მოწმომებს და ანგარიშის ნომერს.

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის საკითხების კომისია აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ მიღწევად მრავალშვილიანი ოჯახების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას თვლის. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, რაიონის ტერიტორიაზე სავარაუდოდ 66 ოჯახი ითვლება ასეთი კატეგორიის მრავალშვილიან ოჯახად და ამ ეტაპზე მათთვის 20 000 ლარია გათვალისწინებული სულ.

საცურაო აუზი სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, რაიონში საგრძნობლად იმატა სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობამ. ,,აღნიშნული დაავადების მკურნალობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ცურვის გამაჯანსაღებელი კურსი შეადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ძვირადღირებულია, სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისათვის საუცარო აუზზე გამაჯანსაღებელი 3 თვიანი კურსის გავლისათვის შესაბამისი თანხა გამოიყო” – აღნიშნულია ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის შედგენილ ცნობაში.

აღნიშნული სამსახურის მონაცემებით, დაფინანსებას მიიღებს სქოლიოზით დაავადებული 16 წლამდე ბავშვები. თითო ბავშვს დაუფინანსდება სამ თვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი გორის საცურაო აუზზე. თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).

დაფინანსების მიღებისათვის დაინტერესებულმა პირებმა ექიმის ცნობა უნდა წარადგინოს, (გაცემული იქნება ბოლო ერთი წლის მანძილზე.) ასევე დაბადების მოწმობა, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ბავშვს სქოლიოზისთვის საჭირო შესაბამისი სამკურნალო მასაჟის კურსები უნდა ჰქონდეს გავლილი.

სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების მონაცემებით რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ასეთი 16 წლამდე ბავშვია.

თითო ბავშვისთვის ერთ თვიანი აბონიმენტი გათვალისწინებულია 40 ლარის ფარგლებში, რომელსაც გორის საცურაო აუზზი აწესებს საბაზრო ფასის გათვალისწინებით. აღნიშნული პროგრამა ერთი წლის განმავლობაში 6 000 ლარით ფინანსდება.

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებს გამგეობა ასევე ეხმარება მასაჟის კურსის დაფინანსებაში. ერთი წლის განმავლობაში 16 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ თანდაფინანსებას არა უმეტეს 500 ლარისა.

სოციალურად დაუცველები, ინვალიდები, უსინათლოები, სტუდენტები

გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში გაჩნდა თანხები ინვალიდებისთვის, უსინათლოებისთვის, ვეტენარებისთვის და ა.შ.

სასურსათო პაკეტი:

,,-გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახმარების მიმღები არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 600 ადამიანი;

-უსინათლო – 155 ადამიანი;

-მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი – 150

-ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახები – 115

-ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ინვალიდები – 49

-2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა დახმარება ერთჯერადია და წარმოადგენს სასურსათო პაკეტს. (სია ზუსტდება)”. მათთვის გადაცემულ სასურსათო პაკეტში შემდეგი პროდუქტებია:

პაშტეტი, სალიამი, დამუშავებული და შენახული თევზის კონსერვი. დაკონსერვებული ორაგული, ტომატ-პასტა, დაკონსერვებული სოკო, ჯემები, დამუშავებული და შენახული ხორცი, მცენარეული ზეთი, შესქელებული რძე, ხორბლის ფქვილი, გრძელმარცვლიანი ბრინჯი, შაქარი, ჩაი, ყავა და მონათესავე პროდუქტები, უმი მაკარონი, შოკოლადი, ორცხობილები, ხრაშუნა ნამცხვრები, შენახული საკონდიტრო ნაწარმი.)

სხვა სახის დახმარებები:

-უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამით  და სარეიტინგო ქულა 70 000-დამ 200 000-მდეა, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას სამკურნალო სარეაბილიტაციო და სხვა სოციალური ღონისძიბებისთვის 50%-ით თანადაფინანსებას არა უმეტეს 500 ლარისა. ასევე ანალოგიურ დახმარებას მიიღებენ ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები0-დამ 16 წლამდე ასაკის ბავშვები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულები 0-დან 70 000-მდე შეადგენს. აღნიშნულ სტუდენტებს უმაღლეს (ბაკალავრი) და პროფესიულ სასწავლებელში მიეცემათ სწავლის საფასურის თანადაფინანსება არა უმეტეს 500 ლარისა. პროგრამის მთლიანი ღირებულებაა 60 000 ლარი.

საკეისრო ოპერაციები

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, 2010 წლის განმავლობაში 100-მდე მშობიარემ საკეისრო ოპერაციის თანადაფინანსების მოთხოვნით მიმართა. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველი იყო. აქედან გამომდინარე, გამგეობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ანალოგიური ღონისძიებები 2011 წელსაც გაატაროს.

კერძოდ, დახმარების მიმღები იქნება სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომლის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-მდე.

ამათგან, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება (არა უმეტეს 450 ლარისა) მოხდება იმ მოქალაქეებისათის, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70 000 მდე. გამგეობა განმარტავს, რომ აღნიშნული ქულის მქონე მოსახლეობას ფიზიოლოგიურ მშობიარობა უფინანსდებათ სახელმწიფოს მიერ გადაცემული უფასო სადაზღვევო პოლისით, საკეისრო კვეთის საჭიროების შემთხვევაში კი გორის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოახდენს მის თანადაფინანსებას.

რაც შეეხება მოქალაქეს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 001-დან 100 000 მდე, მოხდება ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება 50%-თ, ხოლო საკეისრო კვეთის თადაფინანსება – არა უმეტეს 500 ლარისა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: