მთავარი > ახალი ამბები > გორელი ჟურნალისტები აკრედიტაციებს ითხოვენ და საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან

გორელი ჟურნალისტები აკრედიტაციებს ითხოვენ და საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან


 

ჟურნალისტების პრესკონფერენცია

ჟურნალისტების პრესკონფერენცია

გორში , ადგლობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ხელისუფლებას ადმინისტრაციულ შენობაში აკრედიტაციის სისტემის დანერგვას სთხოვენ. მათი აზრით, გამგეობის შენობაში არსებული საშვთა ბიურო, ჟურნალისტებისთვის ბარიერია და მუშაობაში ხელს უშლით. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „თრიალეთის”  საკონფერენციო დარბაზში 16 თებერვალს  პრესკონფერენცია გამართეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს,  რომლებიც  მათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას და საჯარო ინფორმაციის მოპოვების პროცესში ექმნებათ. „თრიალეთის” პროდიუსერმა ლადო ბიჭაშვილმა 15 თებერვალს მომხდარ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით,  გამგეობაში მისული ჟურნალისტი და ოპერატორი შენობაში არ შეუშვეს. ტელეკომპანიას გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიგა ტატიშვილის ბიუროს საქმიანობისა და ამ ბიუროს დაფინანსების შემცირების თაობაზე რეპორტაჟის მომზადება სურდა, მაგრამ შენობაში არ აღმოჩნდა ადამიანი,  ვინც ჟურნალისტისთვის საშვს დაუშვებდა. აქედან გამომდინარე,  „თრიალეთის” პროდიუსერი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

ლადო ბიჭაშვილის თქმით,  საშვთა ბიურო ჟურნალისტისთვის ბარიერია და ადგილობრივი საკრებულოსგან მოითხოვს გასცეს აკრედიტაცია რაიონში მოქმედი ჟურნალისტებისთვის. „თრიალეთის”  პროდიუსერმა ისიც განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები  ჟურნალისტს დაუბრკოლებლად მაშინ უშვებენ  შენობაში, როცა ის  პიარისთვის სჭირდებათ.

„თრიალეთში” გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივი გაზეთების „ქართლის ხმისა” და „ხალხის გაზეთის” წარმომადგენლებმაც მიიღეს. „ქართლის ხმის” რედაქტორის საბა წიწიკაშვილის,  თქმით, ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ადგილობრივ ხელისუფლებას ჟურნალისტებთან მიმართებაში საშვთა ბიუროს რეჟიმის შემსუბუქების რეკომენდაციით მიმართა. გარდა ამისა,  თავად რედაქტორმაც 2010 წლის ივლისში ხელისუფლებას აკრედიტაციის სისტემის შემოღებისთვის განცხადებით მიმართა, მაგრამ დღემდე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი მიუღია. ამ განცხადებით წიწიკაშვილმა  ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართა, რაც მხარის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა პირობა დადო , რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფორმები შეიცვლებოდა და მათ შენობაში შესვლისას პრობლემები აღარ შეექმნებოდათ.

„ხალხის გაზეთის” ჟურნალისტის თამუნა მოსიაშვილის თქმით,  მას საშვთა ბიუროს რიგში დგომა საათობით უწევს და ხანდახან შენობაში შესვლას მაინც ვერ ახერხებს ხოლმე.

ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა ბიურო ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის დროს შეიქმნა (მიხეილ ქარელს  შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი 2007 წლის დასაწყისში დაატოვებინეს),   ამის მიზეზად მაშინ ტერორისტული საფრთხეები დასახელდა, რადგან გორის ტერაქტი ახალი მომხდარი იყო. ამის შემდეგ საშვთა ბიურო აღარ გაუქმებულა. ადმინისტრაციულ შენობას ამჟამად პოლიციის დაცვის სამსახური იცავს და ხელშეკრულების საფუძველზე მას ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. სწორედ დაცვის სამსახურთან ადგილობრივ ჟურნალისტებს არაერთი ინციდენტი მოსვლიათ. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საკუთარი მოთხოვნები გაახმოვანეს. თუ საკრებულო მათ მიმართვას რეაგირების გარეშე დატოვებს, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აკრედიტაციების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს  დაიწყებენ. ჟურნალისტები ოფიციალურ წერილს და მიმართვას საკრებულოში ორშაბათს შეიტანენ.

წყარო: http://www.media.ge

გოგა აფციაური; გორი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: