მთავარი > ახალი ამბები > ,,სუბსიდიებში რომ მხედავენ, მასხარად მიგდებენ და გარეთ მაგდებენ!”

,,სუბსიდიებში რომ მხედავენ, მასხარად მიგდებენ და გარეთ მაგდებენ!”


ნადეჟდა ნადიბაიძე

ნადეჟდა ნადიბაიძე

გორში შინდისის გზატკეცილზე #28 ბინაში მცხოვრები ნადეჟდა ნადიბაიძის ოჯახი წლების განმავლობაში დახმარებას ითხოვს. ის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისს დახმარებისთვის დაუკავშირდა . ნადეჟდა ნადიბაიძე აღნიშნავს, რომ იგი მხოლოდ 3 ადამიანისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას ითხოვს, მაშინ როდესაც ოჯახში 7 სული ცხოვრობს.

,,მეუღლე არის სულიერად ავადმყოფი პირველი ჯგუფის ინვალიდი. მე მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. შვილები დაბადებიდანვე ფილტვებით დაავადებულები არიან. შვილიშვილებიც ავადმყოფი. ერთ-ერთ მათგანს თეძო ცეცხლზე აქვს დამწვარი. ჩემს ერთ-ერთ შვილს ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრება უწევს მეზობლის სახლში, რომელმაც ბინა დროებით დაუთმო. ამის გამო, სოციალურ დახმარებას არ აძლევენ, არა და მისი სახლი არ არის.” – ამბობს ნადეჟდა ნადიბაიძე.

,,იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ მაძღრისად ცარიელი პურიც კი შევჭამოთ. სკამიც კი არ გვაქვს, დაგლეჯილ ლოგინში მიწევს ავადმყოფები და არანაირ დახმარებას არ გვიწევს არც სუბსიდია და არც არავინ. მასხარად მიგდებენ და შენობიდან მაგდებენ.” – ამბობს ნადეჟდა ნადიბაიძე.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”-ს გორის ოფისი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის ოფისს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ნადეჟდა ნადიბაიძე და მისი შვილი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

,,ნადეჟდა ნადიბაიძე იღებს სოციალურ დახმარებას 3 წევრზე, ხოლო მისი შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ცალკე ბინაში, რომელიც მაღალი ქულებით იფარგლება. ამის გამო, მეორე ოჯახი დახმარებას ვერ იღებს. ჩვენ მონაცემებს მხოლოდ და მხოლოდ ვამოწმებთ ფაქტიურ მისამართზე.  განცხადებით მომართვის დროს, აგენტის ვიზიტი განხორციელდა განცხადებაში მითითებულ მისამართზე” – განაცხადეს სუბსიდიების სააგენტოში.

თამარ კაჯილაშვილი

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: