,,ჩხუბში ოთო ნემსაძეს დაზიანებები არ მიუღია”
გორის ცენტრში მდებარე რესტორანში – ,,სპორტკაფე” – ოთო ნემსაძის მიერ გამართული კონცერტი ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. როგორც ,,ქართლის ხმას” აცნობეს, იმ საღამოს ,,ჯეოსტარში” გამარჯვებულმა ნემსაძემ ერთ-ერთი სუფრის წევრი მანდილოსანი შეაწუხა, რის გამოც ამ სუფრაზე მყოფმა მამაკაცებმა ოთო ნემსაძეს პასუხი აგებინეს.
,,სპორტკაფეში” მომხდარ ჩხუბს გორის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი პაპუაშვილი ადასტურებს, ის ასევე წინა წლის გორელი ჯეოსტარელია.
,,ჩხუბი იყო, მაგრამ ამ ჩხუბს რომელიც მის მამიდაშვილს მოუვიდა, ოთო აშველებდა. მე არ ვიცი რაზე იყო ჩხუბი, სხვა სუფრაზე ვიჯექი. ის შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკური დაზიანებები ოთოს არ მიუღია” – გვითხრა გიორგი პაპუაშვილმა.
ოთო ნემსაძე კი საერთოდ უარყოფს რაიმე ინციდენტს. ,,არავითარი ინციდენტი არ ყოფილა” – იყო მისი პასუხი.
,,ქართლის ხმა” საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის ოფისს დაუკავშირდა. ინფორმაციის მისაღებად წერილობით მივმართეთ. მისაღებში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც სახეზე მრავალი შრამი აქვს და უფორმო იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. მისი აზრით, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაციის მიღების უფლება: ეს პიროვნება დაფიქსირებულია იმ ფოტოზე, რომელიც შარშან სოფელ ხურვალეთში გადავიღეთ დევნილების მიერ გზის გადაკეტვის დროს. აღნიშული პიროვნება აქციას არბევდა. ფოტოზე ასევე ჩანს საპატრულო პოლიციის მონიტორინგის სამსახურის უფროსიც .

ის პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს და რომლებიც შარშან 11 იანვარს დევნილების აქციას არბევდნენ
,,გამოათრიეთ ეს გარეთ, რას აჩერებთ ამდენ ხალხს” – ამბობდა ის. ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ იყო ის, გვიპასუხა: ,,მე აქ სათქმელი მეთქმის”.
ცოტა ხანში მონიტორინგის განყოფილების უფროსთან მეორე სართულზე აგვიყვანეს. მისი თქმით, აზრი არ ჰქონდა წერილობით მიმართვას: ,,პასუხს არ გაგცემთ და საერთოდ იცოდეთ, რომ არ მივიღებთ თქვენს განცხადებას, რადგან მხარე არა ხართ” – გვითხრა მან.
საპატრულო პოლიციის ახლადაშენებულ, შუშებიანი შენობის კორიდორში გამომძიებლები იდგნენ. ისინი საუბარში ჩაერივნენ და თქვეს, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.
,,მაგ საქმეზე მგონი დაკავებულები ადმინისტრაციულზე გაუშვეს” – გადაულაპარაკა ერთმა მეორეს.
“როგორც ,,ქართლის ხმას” აცნობეს, იმ საღამოს ,,ჯეოსტარში” გამარჯვებულმა ნემსაძემ ერთ-ერთი სუფრის წევრი მანდილოსანი შეაწუხა”
ეს ასე რომ იყო დანამდვილებით იცით? არ დაწეროთ ეხლა წყარო სანდოაო 🙂
უფრო უარესებიც გვითხრეს ოთო ნემსაძის საქციელზე, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჩხუბის ფაქტი დასტურდება. დანარჩენს ალბათ ხვდებით რომ კიდევ ვარკვევთ. ვგულისხმობ წერილობით მიმართვებს სამართალდამცავ სტრუქტურებში.
მეც მაგას გეკითხებით ზუსტად თქმა ერთია და დანამდვილებით იყო თუ არა მასე ეგ მეორე.
მე რომ გითხრათ ეხლა რომ მეც მიყვავი მაგ დროს და მთვრალი პიროვნებები აუშარდნენ ოთოს მეთქი რას იფიქრებთ?
ნიკსოლოგ, ეგ მორგი ვერსია იქნება ამ ჩხუბის შესახებ. მე თქვენს ადგილზე ჯეოვარსკვლავთან უფრო მექნებოდა პრეტენზიები და ვთხოვდი ყველა ის მასალა წარმოედგინა საზოგადოების წინაშე, რომელიც ამ ჩხუბის შესახებ არსებობს, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებში, ასევე იმ ვიდეოთვალის ჩანაწერებში, რომელიც დააფიქსირებდა ყველაფერს. ჩემი აზრით, თქვენ მეტი პრეტენზია უნდა გქონდეთ ნემსაძის ,,კომენტარზე”; თითქოს არაფერი მომხდარა, მაშინ როდესაც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები მის კონცერტზე ჩხუბის არსებობას ადასტურებენ.
ნე ვერიუ :დ :დ :დ
“როგორც ,,ქართლის ხმას” აცნობეს, იმ საღამოს ,,ჯეოსტარში” გამარჯვებულმა ნემსაძემ ერთ-ერთი სუფრის წევრი მანდილოსანი შეაწუხა, რის გამოც ამ სუფრაზე მყოფმა მამაკაცებმა ოთო ნემსაძეს პასუხი აგებინეს.” – რაღაც არ მჯერა…
ისე პრეტენზიები ატომ უნდა მქონდეს ოთო ნემსაძესთან ეგ არ მესმის საერთოდ!
სასაცილოა, ოთოს რა მასალები უნდა ქონდეს, ღადაობთ? 🙂 🙂
ნემსაძე ამბობს არაფერი მომხდარაო და პრეტენზია რატომ უნდა მქონდეს? 🙂 🙂
ყვითელი ფერის ხართ სამწუხაროთ, ასე შორს ვერ გაფრინდებით…
ისე, სანამ რამეს დაწერდეთ ჯობია ან კარგად მოიგონოთ ან კარგად გადაამოწმოთ ხოლმე 🙂 🙂
ნუ რასაკვირველია ეს იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ მკითხველი გყავდეთ…
რას ვიზამთ, ყველას, მათ შორის თქვენც, გაქვთ აზრის გამოთქმის უფლება. რაც არ უნდა ყვითელი იყოს აზრი…
p.S. ,,ქართლის ხმა”-ს ეთიკურ ქარტიაზე აქვს ხელი მოწერილი, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ ან შეიტანოს ვინმე დაინტერესებულმა პირმა. საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.
”შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ ან შეიტანოს ვინმე დაინტერესებულმა პირმა.” – არა ეს არაა საჭირო, ჩემი აზრით.
უბრალოდ მინდა იყოთ ნაღდები! ესაა სულ
ნამდვილად წააგებთ საქმეს საჩივარი რო შევიტანონ
ყველა ნამდვილი ვჟკაცი ასე მოიქცეოდა :)კი დამალავდა ჩხუბს და თავის პრობლემებს თავზე არავის მოახვევდა 🙂