მთავარი > თეატრი > გორის თეატრის მსახიობი მმართველების გინების გამო დააკავეს

გორის თეატრის მსახიობი მმართველების გინების გამო დააკავეს


 

გორის თეატრის პიარ-მენეჯერი თაკო აბაშიძე

გორის თეატრის პიარ-მენეჯერი თაკო აბაშიძე

გორის თეატრში დაძაბულობა გრძელდება. თეატრის მმართველს ნოდარ მდინარიძეს და მის მოადგილეს მსახიობმა საშა ტატიშვილმა თეატრის ეზოში სახალხოდ აგინა. აღნიშნულ ინციდენტს პატრულის გამოძახება მოჰყვა. ადგილზე შს სამმართველოს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც მივიდნენ. საშა ტატიშვილმა გორის თეატრი დატოვა. თეატრის მმართველი ნოდარ მდინარიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მას შეეძლო უფრო მკაცრადაც მოქცეოდა მსახიობ საშა ტატიშვილს. ნოდარ მდინარაძე ირწმუნება, რომ პოლიცია მას არ გამოუძახებია. ფიქრობს, რომ რომელიმე თანამშრომელმა გამოიძახა. რაც შეეხება ინციდენტს, მსახიობი ნარგიზა სალუქაშვილი ამბობს, რომ ეზოში სხვებთან ერთად, მათ შორის მოადგილესთან ზურაბ ნიჟარაძესთან და სამხატვრო ხელმძღანელთან სოსო ნემსაძესთან ერთად იდგა. რა დროსაც საშა ტატიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ,,ქართლის ხმა” მსახიობ ნარგიზა სალუქაშვილს გაესაუბრა.

,,საშა ტატიშვილმა დაგვინახა მე და კიდევ რამდენიმე აცრემლებული მსახიობი. ამჟამინდელმა მმართველობამ მასიურად დაითხოვა პროფესიონალი და გორის თეატრის კედლებში გაზრდილი მსახიობები, ხოლო სანაცვლოდ მოიყვანა თავისი სტუდენტები. ის დღე ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. ეს ვერ მოითმინა საშა ტატიშვილმა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ.” – აცხადებს ნარგიზა სალუქაშვილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მსახიობები ნარგიზა სალუქაშვილი და მისი შვილი ია სალუქაშვილი გაათავისუფლა თეატრიდან.

რაც შეეხება საშა ტატიშვილს, ის თეატრიდან განთავისუფლებული არ იყო და შემცირებები არ შეეხო. მიუხედავად ამისა,  მან განთვისუფლებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თვითონაც დატოვა თეატრი. მსახიობები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა ტატიშვილი მხოლოდ დასაკითხად დააკავეს.

თეატრის პიარ-მენეჯერი თაკო აბაშიძე აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: ,,ეს მათი პირადი საქმეა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ” – აცხადებს თაკო აბაშიძე ხელმძღვანელებისა და მსახიობის დაპირისპირების შესახებ.

გორის თეატრში  გამეფებულ სისტემასთანდ დაკავშირებით იხილეთ სტატია: https://kartliskhma.wordpress.com/2011/02/14/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/

კატეგორიები:თეატრი
  1. მაყურებელი
    February 19, 2011 at 11:21 am

    ნოდარ მდინარაძე – თეატრის მმართველი? ამაზე მეტი დაცინვა გორის თეატრისა წარმოუდგენელია. ვერშემდგარი მსახიობი, ვერშემდგარი მწერალი, ვერშემდგარი პედაგოგი… გორის თეატრი აღარ არსებობს, როგორც ჩანს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: