მთავარი > სტატიები > ,,მიწაზე მუშაობა მინდა და მიწის ნაკვეთს არ მაძლევენ”

,,მიწაზე მუშაობა მინდა და მიწის ნაკვეთს არ მაძლევენ”


ლალი ფარეხელაშვილი

გორის რაიონის სოფელ სათემოში მცხოვრები ლალი ფარეხელაშვილი 0,30 ჰა  მიწის ნაკვეთის სარგებლობაში აღებას ითხოვს.  რამდენიმე წელია ამ ფართობს ამუშავებს და მისი წართმევა მეზობელს უნდა, რომელიც სოფელში სხვადასხვა ადგილას ჯამში  8 ჰა-ის მფლობელია. ლალი ფარეხელაშვილი ამბობს, რომ საკუთრების აღიარების მოპოვებისათვის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგეობამ მიწის დაკანონებაზე უარი უთხრა, რადგან გამგეობის აზრით ფარეხელაშვილმა სათანადო საბუთები არ წარმოადგინა.

,,2010 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მივმართე გამგეობაში დავით ხვედელიძეს, სადაც ვითხოვდი ჩემი 0,30 ჰა მიწის ნაკვეთის დაკანონებას. განცხადებას თან დავურთე ყველა ის საბუთი, რაც მომთხოვეს. კერძოდ, ის რომ ვარ სოციალურად დაუცველი (20 000 ქულა). ნახაზი ჩემი ნაკვეთისა და მოწმეთა ჩვენებები, რომ ამ მიწით მე ვსარგებლობდი.” – ამბობს ლალი ფარეხელაშვილი.

დეკემბრის ბოლოს დაინიშნა კომისია. კომისიამ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქარა და 2011 წლის იანვრისთვის გადადო, იანვრის სხდომაზე გადაწყდა, რომ ლალი ფარეხელაშვილს არ ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი. რადგან ლალი ფარეხელაშვილს კომისიის წევრებისთვის არ წარუდგენია  ყველა ის საბუთი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების ,,კანონიერ მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არსაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

ლალი ფარეხელაშვილს ხელთ აქვს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რომ ის აღნიშნულ მიწის ფართობს, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, ფლობდა.  ძევერის თემის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბოლოთაშვილს ხელმოწერით და დადასტურებით, ლალი ფარეხელაშვილს მიწის ნაკვეთი ქვეიჯარით ჰქონდა აღებული. გამგეობა კი ირწმუნება, რომ ლალი ფარეხელაშვილი აღნიშნული მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობდა და  საკუთრების მოწმობა არ გასცა.  ფარეხელაშვილი გამგეობის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: