მთავარი > ახალი ამბები > გორში დიდი კომპოზიტორები დააპირისპირეს

გორში დიდი კომპოზიტორები დააპირისპირეს


ვანო მურადელი

ვანო მურადელი

2011 წლის 14 თებერვლიდან, გორში, ვანო მურადელის სახელობის #1 სამუსიკო სკოლა აღარ არსებობს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით,  ქალაქში სამუსიკო სკოლებიდან მხოლოდ ალექსი  მაჭავარიანის სახელობის  სკოლა იარსებებს. ,,ქართლის ხმის” მიერ მოძიებული დოკუმენტით აღმოჩნდა, რომ მურადელისა და მაჭავარიანის სკოლების გაერთიანება მოხდა. გაერთიანებულ სკოლას ალექსი მაჭავარიანის სახელი დაუტოვეს. თუ რატომ ამის მიზეზი საკრებულოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული.

,,ქართლის ხმა” მურადელის სახელობის ყოფილ სკოლის დირექტორს ნანა ღიბრაძეს ესაუბრა. ის გაერთიანებული სკოლის დირექტორი იქნება. მისი თქმით, ხდება გაერთიანება. ამ დროისთვის ალექსი მაჭავარიანის სახელობის სკოლის შენობა, რომელიც კომბინატის დასახლებაში მდებარეობს, თითქმის მთლიანად დანგრეულია და ფაქტიურად აღარც ფუნქციონირებდა. სხვა დეტალების გასარკვევად გვირჩია გამგეობაში მისვლა. გაერთიანებული სკოლის დირექტორად თავადვე დარჩება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგვიდასტურეს, რომ ხდება #1 და #2 სამუსიკო სკოლების გაერთიანება. თუ რატომ არჩიეს მაჭავარიანის ,,სახელი”, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

განკარგულებაში ვკითხულობთ: ,,გაერთიანდეს კერძო სამართლის იურიდიული პირები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის ვანო მურადელის სახელობის #1 სამუსიკო სკოლა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის ალექსი მაჭავარიანის სახელობის #2 სამუსიკო სკოლა. შეიქმნას მათ ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის ალექსი მაჭავარიანის სახელობის #1 სკოლა”.

სკოლის დირექტორის დანიშვნისა და განთავისუფლების უფლებამოსილება მიენიჭა გამგებელს.

ვანო მურადელი დაიბადა 1908 წელს გორში. მან 1931 წელს თბილისის კონნერვატორია დაამთავრა. 1934-38 წლებში მუშაობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1942 წლიდან 1945 წლამდე ის იყო საბჭოთა  კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური ანსამბლის ხელმძღვანელი. 1946 წელს დაჯილდოვდა ,,სტალინის პრიზით”.

1948 წელს მისი ოპერა ,,დიადი მეგობრობა”  კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ ცენზურას დაექვემდებარა. მხოლოდ  სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიბრუნა ცენტრალური კომიტეტის პატივისცემა და 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

მურადელის ძირითადი ნაწარმოებებია: „ოთხი ქართული სიმღერა“ (1935); „ქართული სიმფონიური საცეკვაო“ (1936); „ექვსი რომანსი“ პუშკინის ლექსებზე (1937); სიმფონიები (I – 1938; II – 1944 – სსრკ სახელმწიფო პრემია 1946); „გორული სიმღერები“ (1945); ოპერები – „დიადი მეგობრობა“ ლიბრეტო გ. მდივანისა (1947), „ოქტომბერი“ ლიბრეტო ვ. ლუგოვსკისა (1961); ოპერეტები – „ცისფერთვალა ქალიშვილი“ (1965), „მოსკოვი–პარიზი–მოსკოვი“ (1967); „ქართული საცეკვაო“ – ქსილოფონისა და ფორტეპიანოსათვის (ახალი რედაქცია 1968); „ექვსი საფორტეპიანო პიესა“ (1969); კანტატები; გუნდები; მასიური სიმღერები (300–ზე მეტი, მათ შორის „ჩემო გორო“ და „გორის მოსწავლეთა სიმღერა“ ორივე 1960.);

ალექსი მაჭავარიანი

ალექსი მაჭავარიანი

ალექსი მაჭავარიანი დაიბადა ქ. გორში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1939 წლიდან იყო ამავე სასწავლებლის პედაგოგი, შემდეგ თბილისის მუსკომედიის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ოპერები: “დედა და შვილი”, “ჰამლეტი”, ბალეტები: “ოტელო”, “ვეფხისტყაოსანი”, ორატორია, სიმფონიები, საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, საფორტეპიანო ციკლები და სხვა.

ალექსი მაჭავარიანის მუსიკა ფილმებისათვის “აკაკის აკვანი” და “ორი ოკეანის საიდუმლო” დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მსმენელს ხიბლავდა მისი რომანსები: “ცისა ფერს”, “არ დაიდარდო დედაო”, წერდა მუსიკას დრამატული თეატრებისთვის. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. Ilia Muradeli
    April 18, 2011 at 9:36 am

    ვაჟკაცებს პედერასტები ურჩევნიათ.

  2. 12345
    April 18, 2011 at 5:52 pm

    asdf

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: