მთავარი > სტატიები > უკანონოდ არჩეული გამგებელი

უკანონოდ არჩეული გამგებელი


 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი

საბა წიწიკაშვილი

დავით ხმიადაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გამგებლად, 2008 წლის 18 თებერვალს გამოცხადებული კონკურსის შედეგად აირჩია. ოფიციალური მონაცემებით, კონკურსი 7 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო. ამ დღეს თანამდებობა დატოვა მაშინდელმა გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა. იმ პერიოდისთვის მოქმედი,  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი გამგებლის ასარჩევად კონკურსი ცხადდება ვაკანტური ადგილის წარმოშობისთანავე. საკრებულომ ნაცვლად 7  თებერვალისა, გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი ოფიციალურად 18 თებერვალს გამოაცხადა.

,,ქართლის ხმის” კითხვაზე, თუ რატომ გამოაცხადა ზვიად ხმალაძემ 18 თებერვალი კონკურსის დაწყების თარიღად, გვიპასუხა – ,,მეც ადამიანი ვარ და შემეშალა”.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 39-ე მუხლის მიხედვით, სადაც გამგებლის არჩევის წესსა და უფლებამოსილებაზეა საუბარი, მეორე პუნქტში წერია – ,,გამგებლის კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის წესით. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს“.


2008 წლის 15 თებერვალს ზვიად ხმალაძემ ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ეთერით განაცხადა, რომ ორშაბათს, ე.ი. 18 თებერვალს შეიკრიბება ბიურო და გამოაცხადებს კონკურსს.  უფრო მეტიც, ადგილობრივ სამთავრობო გაზეთში ,,ლომჭაბუკი”  ახალი გამგებლის კონკურსის შესახებ განცხადება 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. გაზეთი ქსელში 19 თებერვალს გავიდა.
ორგანული კანონის მიხედვით კი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განცხადებები 2008 წლის 7 თებერვლიდან 21 თებერვლამდე უნდა მიეტანათ. დავით ხმიადაშვილის უკონკურენტო კანდიდატურა 2008 წლის 21 თებერვალს ბიუროს სხდომაზე ,,განიხილეს” და აირჩიეს.  გამგებლის თანამდებობის დაკავების მსურველ სხვა კანდიდატებისთვის კი ცნობილი იყო, რომ კონკურსი 18 თებერვალს გამოცხადდა და 14 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
კატეგორიები:სტატიები
  1. eGeo
    February 21, 2011 at 8:54 am

    ქართულად როგორ ვწერო კომენტარები?
    ეხლა სხვა დოკუმენტში ავკრიფე და მერე აქ ჩავსვი.

    და კიდევ: არ იქნება ცუდი თუ ფორუმის ფუნქციას დაუმატებთ ამ ბლოგს.

    გორის ამბები მაინტერესებს და “ქართლის ხმა” საუკეთესოა გორზე ინფორმაციის მოწოდებაში!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: