მთავარი > ახალი ამბები > სახელმწიფომ დევნილს გაეროს პროგრამით ნაჩუქარი 600 ლარი წაართვა

სახელმწიფომ დევნილს გაეროს პროგრამით ნაჩუქარი 600 ლარი წაართვა


მარინა ბეჟაშვილი

მარინა ბეჟაშვილი

პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ვანათიდან დევნილს მარინა ბეჟაშვილს, სახელმწიფომ, დახმარების სახით გადაცემული 600 ლარი, უკან წაართვა. ბეჟაშვილმა  თანხა იმ ანგარიშზე გადარიცხა, რომელიც მას  მიუთითეს. ეს მითითება ბეჟაშვილს ერედვის თემის გამგებელმა გია მახნიაშვილმა მისცა. დევნილმა ,,ქართლის ხმას”-სთან საუბარში განაცხადა, რომ დახმარება, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, გაეროს პროგრამით დაარიგეს, რაც სულზე 200 ლარს ითვალისწინებდა. იმის გამო, რომ  ოჯახის წევრთა  რაოდენობა 3 შეადგენდა, მათ სახელზე დახმარება, შესაბამისად, 600 ლარი გაიცა.ამ ამბის მოკლე ისტორია ასეთია. მარინა ბეჟაშვილმა გადაწყვიტა ხურვალეთში მდებარე კოტეჯის სახელმწიფოს სასარგებლოდ უკან გადაცემა. სანაცვლოდ, ერედვის გამგეობამ მარინა ბეჟაშვილს 600 ლარის უკან დაბრუნება  მოსთხოვა:

,,დევნილობის შემდეგ გავნაწილდით ხურვალეთის დასახლებაში. მოგვცეს კოტეჯი, ხოლო  პარალელურად გაეროს პროგრამით  600 ლარი  დახმარების სახით გადმოგვეცა.  სინესტის და აუტანლობის პირობებში დავავადდი.  ამაჟამად ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. ჩასახლებიდან ერთი წლის შემდეგ ელექტროენერგიის დავალიანება მოგვიდა. ვერ გადავიხადეთ. გამოგვირთეს დენი და თვეების განმავლობაში უდენოდ ვცხოვრობდით. გადავწყვიტე კოტეჯი სახელმწიფოსთვის უკან დამებრუნებინა, სანაცვლოდ კონპენსაცია მოვითხოვე. ერედვის გამგებელმა გია მახნიაშვილმა მითხრრა, რომ თუკი კოტეჯთან ერთად მიღებულ დახმარებას 600 ლარს უკან დავაბრუნებდი, კონპენსაციას მივიღებდი. მართლაც, სახელმწიფოს დავუბრუნე კოტეჯთან ერთად 600 ლარი. ანგარიშის ნომერი თვითონ გამგებელმა მიმითითა. აღებული კონპენსაციით კი კახეთში, სადაც ჩემი ახლობლები ცხოვრობენ, სახლი ვიყიდეთ. ამჟამად, კარგ გარემოში ვცხოვრობ. იმ კოტეჯში კი რომელიც დავაბრუნე ხურვალეთში, შეასახლეს სხვა ოჯახი. თუმცა ჩემს  მიერ უკან დაბრუნებულ 600 ლარს არ აძლევენ მათ. მაინტერესებს, თუკი ეს დახმარება გაერომ მოგვცა, სახელმწიფომ რატომ წამართვა? და თუ წაგვართვა, რატომ არ აძლევენ სხვას, ან თუნდაც იმას რომელიც ჩვენს მაგივრად ცხოვრობს კოტეჯში?” – გვითხრა მარინა ბეჟაშვილმა.

,,ქართლის ხმა” ერედვის გამგებელს გია მახნიაშვილს დაუკავშირდა. თუმცა მან ვერაფერი გაიხსენა. ვერ გაიხსენა ასევე ხურვალეთში კოტეჯის უკან დაბრუნების ფაქტი; ვერც ის ფაქტი გაიხსენა, რომ ვინმესთვის ეთხოვა თანხის უკან დაბრუნება.

,,რასაც მეუბნებით, ვერაფერს ვიხსენებ. არ ვარ საქმის კურსში” – გვითხრა ერედვის გამგებელმა გია მახნიაშვილმა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: