მთავარი > ახალი ამბები > ,,ბატონო გუბერნატორო, ყველაფრის გადმოცემა დაწვრილებით ძნელია”

,,ბატონო გუბერნატორო, ყველაფრის გადმოცემა დაწვრილებით ძნელია”


ნიქოზში მცხოვრები - ნელი მჭედლიძე

ნიქოზში მცხოვრები - ნელი მჭედლიძე

ნელი მჭედლიძის ვაჟი 2008 წლის მოვლენების დროს დაიჭრა. ის ომის მონაწილეა. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი ცხინვალში დაიჭრა. ამჟამად მეორე ჯგუფის ინვალიდია და დახმარებას 70 ლარს იღებს. ოჯახი სოფელთან კავშირს არ წყვეტს და შეძლებისდაგვარად დარჩენილ ნაკვეთებს ამუშავებს. დაღამებისას კი თავს ნათესავებს აფარებს. ზემო ნიქოზში ნელი მჭედლიძის სახლის აივანი ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო უკანა კედელი – ოსების მხარეს. ასე განგვიმარტა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება ნიქოზიდან ,,დევნილმა” ნელი მჭედლიძემ. ის დღეს გორის საბავშვო ბაღში ცხოვრობს. გამგეობაში და ლტოლვილთა სამმართველოში 2008 წლიდან დღემდე მისი განცხადებები  ,,განხილვაშია”. ნელი მჭედლიძე ან სახლის რეაბილიტაციას, ან კონპენსაციის გაცემას ითხოვს.

,,მინდა მოგახსენთ, რომ ჩვენი სახლი ტერიტორიულად ცხინვალის მხარეს მდებარეობს.  გორის მუნიციპალიტეტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის კომისიამ სახლი არაკონტროლირებად ტერიტორიად მიიჩნია. მათივე დახმარებით დროებით თავშესაფრად გორში მდებარე სკოლა ინტელექტის შენობაში ერთი ოთახი გამოგვიყვეს. მას შემდეგ მრავალმა კომისიამ მოინახულა ჩვენი სახლი. მათი განმარტებით ფულად კონპენსაციას ვიმსახურებდით, რადგან მუშებმა სახლის აღსადგენად ვერ გაბედეს იქ შესვლა. მიუხედავად ამისა, დღემდე არავითარი დახმარება მიგვიღია” – ამბობს ნელი მჭედლიძე ,,ქართლის ხმას”-სთან საუბარში.

,,ბატონო გუბერნატორო, ყველაფრის გადმოცემა დაწვრილებით ძნელია. იმას კი მოგახსენებთ, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი ოჯახი და შემოსავლის წყაროს მხოლოდ სიღარიბის 50 ლარი და ინვალიდი შვილის 70 ლარი წარმოადგენს და დაგვეხმაროთ ჩვენი საკითხის გადაწყვეტაში.” – ეს კი იმ წერილიდან ამონარიდია, რომელიც 2011 წლის 18 იანვარს ნელი მჭედლიძემ შიდა ქართლის გუბერნატორს მისწერა.

ამჯერადაც, ნელი მჭედლიძის სახლის რეაბილიტაციის თუ კონპენსაციის საკითხს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა იხილავს. 2008 წლიდან დღემდე ნელი მჭედლიძეს დაგროვებული აქვს გამგეობის წერილობითი პასუხები – ,,თქვენი წერილი განხილვის პროცესშია” – ამგვარი დასკვნებით. უახლოეს ხანებში კი გორის საბავშვო ბაღებიდან დევნილების გასახლებას ელოდებიან.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: